მარი ჩიტაია 26.04.2016
უცხოურ ტურებზე მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა. ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით იკლო. ეს ეხება როგორც ძვირადღირებულ სერვისს, ასევე შედარებით იაფფასიანსაც. მგზავრთა ნაკადი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შემცირდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.04.2016
უკვე მესამე წელია, აქციზის მატებასთან ერთად, საქართველოში თამბაქოს იმპორტიც მატულობს, ანუ სიგარეტის გაძვირებას მოხმარება საერთოდაც არ შეუმცირებია. აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლები ყოველ კვარტალში გადაჭარბებით სრულდება. იმპორტიორები კი კონტრაბანდის მატებაზე საუბრობენ და ცდილობენ, მთავრობა როგორმე აქციზის გაზრდის 12-წლიან გეგმაზე დაიყოლიონ.
|
მარიამ ხიდაშელი 26.04.2016
აზერბაიჯანული მედია საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. მეზობელი ქვეყნის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ქართულ საბაჟოებზე თურქეთიდან აზერბაიჯანში მიმავალი ტრანზიტული ტვირთები ხელოვნურად ფერხდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მსგავსი პრობლემის არსებობას გამორიცხავენ.
|
მარი ჩიტაია 26.04.2016
საქართველოს ტერიტორიაზე წაბლის ხეების 80%-ზე მეტი დაავადების გამო ხმება. 2009 წლიდან რეგიონებსა და თბილისის შემოგარენში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი (წაბლის კიბო) ანადგურებს. რეალურად დაავადება გაცილებით მეტ ხანს ითვლის. მის გავრცელებას თავის დროზე ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც, რის გამოც თითქმის მთელი წაბლნარი განადგურდა.
|
მარი ჩიტაია 23.04.2016
ლარის კურსის გამყარება წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამას ადასტურებენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ეკონომისტებიც, რომელთა შეფასებითაც, ლარის გამყარების პროცესი შეუქცევადია.
|
მაკა ხარაზიშვილი 23.04.2016
საგადასახადო დავის დაწყებისას ბიზნესმენის საბანკო ანგარიშების დასაყადაღებლად სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საჭირო. ქონების თვითნებურად დაყადაღების უფლება საშემოსავლო სამსახურს ისევ რჩება. ცვლილებები 2017 წლიდან შევა ძალაში. სპეციალისტების აზრით, კოდექსში ცვლილებები "რევოლუციურის" წოდებას უფრო მეტად გაამართლებდა, თუკი სასამარლოს გადაწყვეტილება ქონებასაც შეეხებოდა.
|
მარი ჩიტაია 23.04.2016
საქართველოში სარეკლამო ბიზნესს პრობლემა აქვს. 2016 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკლამაზე მოთხოვნამ 20-25%-ით იკლო. კომუნიკაციის სფეროს სპეციალისტები მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და მდგომარეობის შეცვლას არც წინასაარჩევნოდ ელოდებიან.
|
მაკა ხარაზიშვილი 22.04.2016
საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი მკვეთრად ძვირდება. მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები მოსავლის შემცირებას პროგნოზირებენ და ამ ინფორმაციამ ბირჟებზე ვითარება დაძაბა. ქართველ იმპორტორებს 1 ტონა ხორბლის ღირებულება უკვე 20 დოლარით გაუძვირდათ. მიუხედავად ამისა, ისინი ახლო მომავალში ფქვილის გაძვირებას არ ელოდებიან და აცხადებენ, რომ გაზრდილი ფასი ლარის გამყარებამ დააბალანსა.
|
მაკა ხარაზიშვილი 22.04.2016
ეროვნული ბანკი დოლარს გამალებით ყიდულობს, რადგან ლარის მკვეთრ გაძლიერებას უფრთხის. ამის გამო ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარება რამდენიმე დღით გადაიდო. საქართველოში იშვიათია ადამიანი, რომელსაც ვალი არ აქვს. მათი უმეტესობა კი სესხს დოლარში იხდის, ამიტომ ერთი სული აქვს, მწვანე ვალუტა როდის გაიაფდება. ამიტომაც მოსახლეობისთვის ეროვნული ბანკის პოლიტიკა გაუგებარია.
|
ელზა წიკლაური 22.04.2016
საქართველოში ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივად მცირდება, ეს მაშინ, როდესაც მთავრობა თავს იწონებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში 160-მდე ახალი საწარმო გახსნა და სოფლის მეურნეობის მიმართულებაც გაძლიერდა. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში ჭარბი რაოდენობით. იმპორტის ჩანაცვლება დღემდე ისევ პრობლემაა. არც ექსპორტს ეშველა რამე, რადგან წელს პირველ კარტალში, შარშანდელთან შედარებით, ექსპორტმა უკვე 12%-ით იკლო.
|
მარი ჩიტაია 21.04.2016
ბოლო პერიოდში კერძო სექტორში ხელფასების რაოდენობამ იკლო. განსაკუთრებით პრობლემაა მომსახურების სფეროში, სამშენებლო კომპანიებსა და სავაჭრო სექტორში. დასაქმებულები ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით, ნაკლებ ხელფასს იღებენ. ზოგიერთმა კომპანიამ კი თანამშრომელთა ნაწილი "კადრების შემცირების" საბაბით გაუშვა და რამდენიმე ხანში ისევ შესთავაზა სამსახური, ოღონდ - შემცირებული ანაზღაურებით.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.04.2016
პირველ კვარტალში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1,5%-ით იკლო. ამის გამო იმპორტი 12,5%-ით გაიზარდა. ქვეყანაში მსხვილი ელექტროსადგურების მშენებლობა იგვიანებს, მცირე სადგურები კი სეზონურია და ზამთრის დეფიციტის აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.
|