მარი ჩიტაია 07.04.2016
ბოლო რამდენიმე თვეა, თბილისში მიწებზე მოთხოვნა გაიზარდა. დეველოპერების ინფორმაციით, რეალიზაცია იმდენად აქტიური გახდა, რომ დიდი მშენებლობებისთვის ფართი, პრაქტიკულად, არ დარჩა. რაც შეეხება მყიდველს, აშკარა უპირატესობა უცხოელებს აქვთ, უფრო კი, ერაყელი, ეგვიპტელი და არაბი ინვესტორები აქტიურობენ. ინტერესი უკრაინელი ბიზნესმენების მხრიდანაც შეიმჩნევა.
|
ელზა წიკლაური 06.04.2016
"კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე კომპანიის ირგვლივ ახალ კორუფციულ სქემაზე საუბრობს. იგეგმება საბითუმო ქსელისა და კაბელის ნაწილის სახელმწიფოსთვის მიყიდვა იმ მიზნით, თითქოს უშიშროებას უსაფრთხო ნაკადი სჭირდება. "შესყიდვა ტენდერის გარეშე მოხდება. ბიუჯეტიდან გასული ფულით "კავკასუს ონლაინი" დაფარავს ვალებს, დარჩება კაბელი მის მფლობელობაში, ჩინოვნიკები კი, ვინც ამ სქემაში იქნებიან ჩართული, ბიუჯეტის ფულს გაიყოფენ", - ამბობს მამია სანადირაძე.
|
მაკა ხარაზიშვილი 06.04.2016
საქართველოს სომხეთს და აზერბაიჯანთან 1,135 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა აკავშირებს. შარშან ამ ორ ქვეყანაში საქართველოდან 420,5 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. სავალუტო კრიზისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობებზე გავლენა უკვე იქონია. თუკი საომარი მოქმედებები კვლავ გაგრძელდება და დროში გაიწელება, ამიერკავკასიის რეგიონის ქვეყნების ისედაც მყიფე ეკონომიკა კიდევ მეტად დასუსტებისთვის არის განწირული.
|
რეზონანსი 06.04.2016
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 6 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობების მე-2 ევროპულ კონგრესი დასრულდება. დედაქალაქის დელეგაციას, რომელშიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობს.
|
მარი ჩიტაია 05.04.2016
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფება. საკრედიტო ორგანიზაციების მომრავლებასთან ერთად, გააქტიურდნენ "სესხის ამომღები" კომპანიები, რომლებიც მარტივ ფულს ტერორის გზით შოულობენ. ამასთანავე, ეს კომპანიები არღვევენ კანონს და არ იცავენ მსესხებლის პერსონალურ ინფორმაციას. ამიტომ პროკურატურა მათი საქმიანობით უნდა დაინტერესდეს.
|
მარი ჩიტაია 05.04.2016
საწარმოებს თხილის მოსავლის ნახევარზე მეტი გაუყიდავი დარჩა. მეწარმეები ფიქრობენ, რომ წელს პროდუქტის გაყიდვა ვერც მოესწრება, ხოლო გაისად ძველი თხილის გაყიდვა ქარხნებს დანაკარგით მოუწევთ, რადგან ნაყოფი წონაში დაიკლებს და ხარისხიც გაუარესდება. შეიძლება ითქვას, თხილის ბიზნესმა წელს საშინლად იზარალა. დანაკარგი იმდენად დიდია, რომ ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში თითქმის ყველა მსხვილი ქარხნის საქმიანობა შეჩერებულია. პრობლემა განსაკუთრებით თურქული ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებს აქვთ, ისინი თხილს არ იბარებენ.
|
მარი ჩიტაია 05.04.2016
"სადეზინფექციო კომპანიებმა" სადარბაზოების შემდეგ საყოფაცხოვრებო და სავაჭრო დაწესებულებებში გადაინაცვლეს. გაურკვეველ სერვისში, თუ ორგანიზაციასთან ხელშეკრულება გაფორმდა, მეწარმეებს 300 ლარამდე უწევთ გადახდა, ხოლო ერთჯერად მომსახურებაში, სულ მცირე 30-50 ლარს იხდიან. ასეთ თაღლითურ სქემაში, რიგითი მოქალაქეების ჩათვლით, სილამაზის სალონებისა და რესტორნების რამდენიმე წარმომადგენელი გაება.
|
მარი ჩიტაია 02.04.2016
ქართველი ფერმერები ექსპორტიორებისგან შეკვეთებს წინასწარ იღებენ. მოთხოვნაა ისეთ პროდუქტზე, რომელიც ჯერ არც კი დათესილა. განსაკუთრებით საადრეო ხილსა და ბოსტნეულს უკვეთავენ. ექსპორტზე მოთხოვნის ზრდამ, შესაძლოა, ადგილზე ქართული პროდუქტის შემცირება და გაძვირება გამოიწვიოს. ასე მოხდა შარშანაც, რის გამოც ბაზარზე დღეს ადგილობრივი ნაწარმი დეფიციტშია.
|
ელზა წიკლაური 02.04.2016
კომერციული სტრუქტურების მიერ სესხებზე დაწესებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ით გაიზარდა. განაკვეთების ზრდაში მნიშვნელოვანი წილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საკრედიტო კავშირებს უკავიათ. ბანკები კი უკვე რამდენიმე თვეა, ყველა ტიპის სესხზე პროცენტს ამცირებენ, რაც გამკაცრებული წესების გამო, მსესხებლების რაოდენობის კლებითაა განპირობებული.
|
მაკა ხარაზიშვილი 02.04.2016
ინვესტიციებთან დაკავშირებით ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ. მთავრობა წელს ინვესტიციების დიდ ნაკადს ელოდება, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს კი საკუთარი გუნდის წევრების არ სჯერა და ამბობს, რომ საარჩევნო წელს ახალი პროექტები ვერ განხორციელდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 01.04.2016
შარშან, შარშანწინდელთან შედარებით, საგადასახდელო ბალანსი 103 მილიონი დოლარით, ხოლო მეოთხე კვარტალთან თითქმის 200 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა. ეს დადებითი ტენდენცია ეროვნული ვალუტის კურსს არ დასტყობია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2015 წელს არსებობდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც ვალუტის დევალვაციაზე გავლენას ახდენდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 01.04.2016
2015 წელს საქართველოში რუსული ინვესტიციები 41%-ით შემცირდა. ადგილობრივ ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჩრდილოეთის კომპანიებიც კი აშკარა პასიურობას იჩენენ. რამდენიმე დღის წინ ჯერ რუსულმა კომპანია "ვიმპელკომმა" თქვა "კავკასუს ონლაინზე" უარი, შემდეგ "ინტერ რაო ეესმა" მის მფლობელობაში არსებული მე-9, მე-10 ბლოკები "საქართველოს ინდუსტრიულ" ბლოკს გადაულოცა. ამ პროცესების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - გადის თუ არა რუსული კაპიტალი საქართველოდან? ენერგეტიკული და ინტერნეტბაზარი საქართვლოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|