ელზა წიკლაური
20.04.2016

 საქართველოში ზრდასრული ადამიანების 85%-ს საფინანსო სტრუქტურების ვალი აქვს, აქედან ყოველი მესამე კი საკრედიტო ბარათის მფლობელია. მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ამ ბარათის მიმართ პრეტენზია ყველაზე მზარდია. მხოლოდ შარშან კომერციულ ბანკებში საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით 405 საჩივარი შევიდა, რაც მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 15-16%-ს შეადგენს.

მაკა ხარაზიშვილი
19.04.2016

ერთ თვეში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხი 23 მილიონი ლარით შემცირდა, უცხოურ ვალუტაში 8 მილიონით გაიზარდა. ლარის 1,5-წლიანმა დევალვაციამ მისი ნდობა ისე შეამცირა, რომ სესხებში დოლარიზაციის მაჩვენებელი 66 პროცენტს მიუახლოვდა, დეპოზიტებში - 71 პროცენტს გადასცდა.

მარი ჩიტაია
19.04.2016

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ბამბუკის მოშენებით ერთბაშად დაინტერესდა. ყველაზე დიდი ოდენობით იგი აჭარაში მოჰყავთ. საწარმოების უმეტესობა თურქული ინვესტიციებით შენდება. მცენარეს, უმეტესწილად, ავეჯის დასამზადებლად იყენებენ. ზღვისპირა კურორტებზე ასეთი ავეჯის მიმართ მოთხოვნა დიდია, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთში გადის.

მაკა ხარაზიშვილი
16.04.2016

 2021 წლისთვის საქართველოში პირველი გაზსაცავი ამოქმედდება. იმ დროისთვის, სავარაუდოდ, გაიზრდება "შაჰ-დენიზის" მილსადენში გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობა და საქართველოს შესაძლებლობა გაუჩნდება, რომ 210-280 მლნ კბ/მ გაზი დაიმარაგოს. ენერგეტიკოსთა გათვლით, გაზსაცავის მშენებლობის დასრულება აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას უნდა დაემთხვეს.

მარი ჩიტაია
16.04.2016

თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. იგი პროდუქტის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხისა და ეტიკეტირების საკითხებს დაარეგულირებს. ექსპორტიორები იმედოვნებენ, რომ ტექნიკური რეგლამენტი მნიშვნელოვნად გაზრდის საექსპორტო არეალს და გარკვეულ გავლენას ფასზეც მოახდენს.

მარი ჩიტაია
16.04.2016

 იმპორტიორთა მოლოდინი გამართლდა და საწვავის ფასმა, საშუალოდ, 5-7 თეთრით მოიმატა. ცვლილება ამჯერად საერთაშორისო ტენდენციამ განაპირობა - თვენახევარზე მეტია, უცხოურ ბაზრებზე საწვავი ძვირდება. მოგვიანებით მან ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა გავლენა.

მაკა ხარაზიშვილი
15.04.2016

ეროვნულმა ბანკმა ისევ გაიკრა ჯიბეზე ხელი და 10 მილიონი დოლარი იყიდა. მიუხედავად ამისა, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში ეროვნული ვალუტა ისევ გამყარებისაკენ იხრება. ბოლოდროინდელი სავალუტო ვაჭრობა აჩვენებს, რომ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მეთოდურად იზრდება.

ელზა წიკლაური
15.04.2016

საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, შესაძლოა, ურთიერთჩართვის ტარიფი შეუმცირდეს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ამ გადაწყვეტილებას ტარიფის დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლის შემდეგ მიიღებს. ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ მობილურ ოპერატორებს საცალო ტარიფის გადახედვაც მოუწიოთ, თუმცა ესეც მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.

მარიამ აფციაური
15.04.2016

 სამედიცინო ტურიზმის პოტენციალი იზრდება. კურორტებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კეთდება სკვერები, გზები, წყალგაყვანილობა, განათება და ა.შ. მის რეაბილიტაციასთან ერთად მატულობს ვიზიტორების დაინტერესებაც. როგორც "რეზონანსს" სამკურნალო კურორტებზე მდებარე სასტუმროების მფლობელებმა განუცხადეს, ტურისტების შემოდინება ხელს უწყობს კერძო სექტორის გააქტიურებასაც. ზოგიერთ კურორტს, მაგალითად, წყალტუბოსა და გრიგოლეთს, წელს რამდენიმე სასტუმრო დაემატა.

მარი ჩიტაია
14.04.2016

მაისიდან ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილების იმპორტზე აქციზის გადასახადი განახევრდება, ხოლო მანქანების ღირებულების ფასი დაახლოებით 5-10%-ით დაიკლებს. სპეციალისტების შეფასებით, განბაჟების წესის შეცვლა ჰიბრიდული მანქანების იმპორტს წაახალისებს და ავტოპარკის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სავარაუდოდ, ზაფხულში ასეთი ტიპის მანქანები გაიაფდება და მყიდველიც უფრო დაინტერესდება.

მაკა ხარაზიშვილი
14.04.2016

უარყოფითი სავაჭრო სალდო 59%-ია. ექსპორტი ბოლო 6-წლიან მინიმუმს მიუახლოვდა. სტატისტიკური მონაცემებით, ძირითადად ღვინის ექსპორტი იზრდება. სპეციალისტები მთავრობას ურჩევენ, ამ მონაცემებს სერიოზულად მოეკიდონ.

მაკა ხარაზიშვილი
14.04.2016

 საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეამცირა, მსოფლიო ბანკი ჯერჯერობით ისევ 3%-ს ყაბულდება. მთავრობაში კი 3,5%-იან ზრდასაც არ გამორიცხავენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×