მარიამ აფციაური 01.04.2016
მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებს პრობლემა არ ასცდებათ. არ არის გამორიცხული, ტურისტების მზარდ ნაკადს აეროპორტებმა 4-5 წლის მერე ვეღარ გაუძლოს. 20%-იანი ზრდის პირობებში კი თბილისის აეროპორტს პრობლემა მგზავრთა ტევადობის კუთხით, შესაძლოა, უკვე 2017 წელს დაუდგეს.
|
მარი ჩიტაია 31.03.2016
ლარის კურსი კატასტროფულად მერყეობს. ეროვნული ვალუტა ერთ დღეს რომ უცებ გაუფასურდება, მეორე დღეს სწრაფადვე მყარდება, წონასწორობის შენარჩუნება ვერაფრით ხერხდება. 30-40-თეთრიანი სხვაობით კურსი თითქმის ყოველდღიურად იცვლება, რაც ბაზარზე სერიოზულ პრობლემას ქმნის.
|
ელზა წიკლაური 31.03.2016
"მობიტელი" "კავკასუს ონლაინის" საცალო ქსელისთვის ბრძოლას გამოეთიშა, ინტერნეტპროვაიდერის მფლობელი "მაგთიკომი" გახდა. საბითუმო ქსელი, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელი კვლავ "კავკასუსის" მფლობელობაში რჩება. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მის გასხვისებას არ აპირებენ. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, "კავკასუსს" სერიოზული ფინანსური დავალიანება აქვს და მას შემდეგ, რაც საცალო ქსელის აქტივების "მაგთიკომის" მფლობელობაში გადასვლა დასრულდება, ის საბითუმო სეგმენტსაც გაყიდის.
|
მაკა ხარაზიშვილი 31.03.2016
ონლაინ აზარტული თამაშების დასარეგულირებლად მთავრობამ უკან მეორედ დაიხია. "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე აზარტული თამაშების შეზღუდვის პირობა დადო, თუმცა ძლიერი ლობისტების წყალობით ამ დაპირების შესრულება ვერ მოახერხა. მოგვიანებით, პრემიერის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პარლამენტში მისულმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაცია დაწესდებოდა. ახლა საკითხიც მიჩუმათდა. "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ორ კვირაში მზად იქნება შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ.
|
მარი ჩიტაია 30.03.2016
დასავლეთ საქართველოში უამინდობამ ხეხილის ბაღები თითქმის გაანადგურა. რამდენიმე რეგიონში პრობლემა შეექმნა ტყემალს, ალუჩას, ატამსა და თხილსაც კი, რაც სამომავლოდ მოსავლიანობაზე აუცილებლად იმოქმედებს. საფრთხეზე საუბრობენ როგორც სპეციალისტები, ასევე გლეხები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, წვიმისა და ქარისგან ხილს ყვავილი არ შერჩა.
|
ელზა წიკლაური 30.03.2016
ნავთობზე საერთაშორისო ფასების ზრდისა და რუბლის გამყარების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ისევ ნეგატიურია. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, წელს რუსეთის მშპ-ის ვარდნა გარდაუვალი იქნება და ის იმაზე მეტად დაეცემა, ვიდრე 2015 წლის დეკემბერში ვარაუდობდნენ. ეკონომიკის განვითარების ოპტიმისტურ სცენარზე უარი რუსეთის ცენტრალურმა ბანკმაც თქვა. ისინი ვარაუდობენ, რომ წლეულს მშპ შესაძლოა, 3%-ითაც კი შემცირდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.03.2016
ლარის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში გამოსვლისთანავე გააყალბეს. ყალბი 20 და 50-ლარიანები აღმოაჩინეს კახეთში, გურიასა და თბილისში. "რეზონანსი" დაინტერესდა, რამდენად დაცულია ახალი კუპიურები. ეროვნულ ბანკში ამტკიცებენ, რომ გამოყენებულია დაცვის უახლესი საერთაშორისო სტანდარტები. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
|
მაკა ხარაზიშვილი 29.03.2016
ეროვნული ვალუტა ისევ დევალვაციის გზას დაადგა. მარტში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალის გეგმის შესასრულებლად ერთბაშად 1 მილიარდი ლარი უნდა დაეხარჯა. ბოლო პერიოდში მიმოქცევაში ლარის მასა ისევ გაიზარდა, რამაც, გარკვეულწილად, ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენა მოახდინა. ეკონომისტების აზრით, ამ დროისთვის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია და გარკვეული დროის შემდეგ ლარი ისევ გამყარების გზას დაადგება.
|
მარი ჩიტაია 29.03.2016
სამომხმარებლო ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ქართული ბოსტნეული და ხილი თითქმის არსად გვხვდება. ყველგან მასობრივად უცხოური ნაწარმი იყიდება. ხშირია შემთხვევა, როცა მოვაჭრეები შემოტანილ ხილ-ბოსტნეულს ქართულ პროდუქტად ასაღებენ, მაგრამ რეალურად არც ერთი მათგანი ადგილობრივი ნაწარმი არ არის. მომხმარებელიც ყიდვისას ხშირად ტყუვდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.03.2016
ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის შესასრულებლად 4 დღეში 275 მილიონი ლარი უნდა მოაგროვოს. იანვარ-თებერვალში კვარტლის ბიუჯეტის მხოლოდ 55% შესრულდა და ხარჯების დასაფინანსებლად სამინისტრომ ხაზინის ნაშთი გამოიყენა. პირველ ორ თვეში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არაჯანსაღად გამოიყურება, თუმცა მთავრობას მომდევნო თვეების იმედი აქვს.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.03.2016
ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 75%-მდე დაურეგისტრირებელია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ერთხელ დაწუნებული კანონპროექტი შეცვლილი სახით პარლამენტში გუშინ შევიდა. მთავრობა მიწის მესაკუთრებს დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამოსწორებაში დახმარებას ჰპირდება და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი უფასო იქნება.
|
მაკა ხარაზიშვილი 25.03.2016
თუკი ლარი 2-2,05 ნიშნულამდე გამყარდება, ელექტროენერგიის ტარიფის კვლავ შემცირება დადგება დღის წესრიგში. ამ დროისთვის, სემეკი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის ცვლილებას აკვირდება. კომისიაში უნდა დარწმუნდნენ, რომ კურსი სტაბილური იქნება. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტა 2,30-ის ნიშნულის ფარგლებში მერყეობს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|