მაკა ხარაზიშვილი
22.03.2016

 საქართველოში პატარა, არაბრენდული აფთიაქები სოკოებივით მომრავლდა. ვითარება თანდათან ემსგავსება ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ ვითარებას, როდესაც წვრილმა ავტოგასამართმა სადგურებმა ბრენდულ აგს-ები ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნეს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების განცხადებით, ფარმაცევტული მონოპოლიის დასანგრევად ქვეყანაში უფრო მსხვილი მძლავრი კომპანიები უნდა შემოვიდნენ ან სახელმწიფომ ევროპის პრაქტიკა გაითვალისწინოს და რეგულაცია აამოქმედოს.

მაკა ხარაზიშვილი
19.03.2016

ეროვნული ვალუტის გამყარებამ პირველი პროდუქტი უკვე გააიაფა. კომპანია "ლუკოილში" განმარტავენ, რომ მის ქსელში ბენზინზე ფასის დაწევა ლარის გამყარებას უკავშირდება. თუკი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულება მკვეთრად არ გაიზარდა, საქართველოში საწვავი კიდევ უნდა გაიაფდეს.

მაკა ხარაზიშვილი
19.03.2016

 ლარის კურსის მკვეთრი გამყარება ექსპორტიორებს პრობლემას არ შეუქმნის. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკის 80% იმპორტზეა დამოკიდებული. ამიტომ კურსის გამყარება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს მხოლოდ წაადგება.

რეზონანსი
19.03.2016

 სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიმდინარე პროექტის „ტრენინგები თვითმმართველობის მოხელეებისთვის“ ფარგლებში, 16-17 მარტს გასვლითი ტრენინგები თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო კომპლექს „სავანეთში“ გაიმართა.

მაკა ხარაზიშვილი
18.03.2016

 საქართველოს ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ეკონომისტები კობა გვენეტაძეს პროფესიონალად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ რაც მთავარია, იგი პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალია. ახალი პრეზიდენტის წინაშე რამდენიმე მთავარი ამოცანა დგას- ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის აღდგენა, კურსის დასტაბილურება, დედოლარიზაცია და ფინანსური ბაზრის განვითარება.

ელზა წიკლაური
18.03.2016

 საპენსიო რეფორმის მოდელი უკვე ცნობილია - 2018 წლიდან დაგროვებითი სისტემა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, 2-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელწიფო. გარკვეულია ისიც, რომ საბაზისო პენსია ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების ინფლაციის მაჩვენებელს, გამოდის, რომ პენსიაზე დანამატი ყოველწლიურად მხოლოდ 5-7 ლარის ფარგლებში იქნება.

რეზონანსი
18.03.2016

 "ტექნოლოგიური გავითარების ფონდის" სასწავლო ცენტრში მიმდინარე ტრენინგები, 16-17 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომელთა მეორე ნაკადმა გაიარა. ორ ჯგუფში განაწილებულ 18-18 საჯარო მოხელეს ტრენინგები მოდულებში "ეფექტური მომსახურება (სერვის პლუსი)" და "პროექტების ინიცირება და მართვა" ჩაუტარდათ.

მაკა ხარაზიშვილი
17.03.2016

 საქართველოს სატრანზიტო დერეფანი თანდათან ტვითს კარგავს. ახალი პორტების მშენებლობის მოლოდინში გადაზიდვის მოცულობა ძველ პორტებშიც მცირდება. იანვარში ქართულ ნავსადგურებში ტვირთბრუნვამ 13,2%-ით იკლო. 14%-ით ნაკლები ტვირთი გადაიტანეს რკინიგზით.

მარი ჩიტაია
17.03.2016

რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნამ იკლო, ფასი კი უცვლელი დარჩა. უსახსრობის გამო მიწის ყიდვა ხალხს თითქმის ყველა რეგიონში უჭირს. ვისაც ფული აქვს, ძირითადად, სავენახე ადგილს ყიდულობს. ზოგიერთ რეგიონში პრობლემა ნაყოფიერი მიწის დეფიციტს უკავშირდება.

მარიამ აფციაური
17.03.2016

 ტურისტული კომპანიების მუშაობა უკონტროლოა. არიან ფირმები, რომლებიც მსურველებს ტურისტული მარშრუტების გარდა, სამუშაო ვიზებსაც სთავაზობენ. ასეთი კომპანიები უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ეწინააღმდეგებიან, რადგან ეს მათი გაკოტრების ტოლფასი იქნება. იმ ოპერატორებს, რომლებიც მხოლოდ ტურისტულ მარშრუტებზე მუშაობენ, არ აქვთ გააზრებული მოსალოდნელი ცვლილების ეფექტურობა.

რეზონანსი
17.03.2016

 სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ სასწავლო ცენტრში პროექტის "პროფესიული სამყარო" ფარგლებში მორიგი ტრენინგ-კურსი დაიწყო. თბილისის სტუდენტთა უფასო სწავლება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ნატა გიორგაძე
16.03.2016

 ქართული ცემენტი კარგია, საქართველოში წარმოებულ არმატურასთან დაკავშირებით კი ქართველ მშენებლებში აზრთა სხვადასხვაობაა. სამშენებლო კომპანიების ნაწილი უპირატესობას უკრაინულ და თურქულ არმატურას ანიჭებს და კორპუსებსაც იმპორტირებული მასალით აშენებს, ნაწილი კი ქართულ პროდუქტზე აკეთებს არჩევანს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×