მარი ჩიტაია
04.03.2016

ბოლო 3 თვეში მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი 70-80%-ით შემცირდა. ეს არ გახლავთ ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც ამ ბიზნესშია. მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენასაჭიანების აკძალვა 2017 წლამდე გადაიდო, ჯერჯერობით იმპორტის მიმართულებით უკეთესობა არ შეიმჩნევა.

ელზა წიკლაური
04.03.2016

საქართველოს სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი დიდი სისწრაფით გაიზარდა. უკრაინასა და რუსეთში ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, ფასების მატება საკმაოდ შესამჩნევი იყო აზერბაიჯანსა და თურქეთშიც. საქართველოსა და სომხეთში კი წლიურ ინფლაციას 5 პროცენტისთვისაც არ გადაუჭარბებია.

მარი ჩიტაია
03.03.2016

გაზის მაღალი ფასი საქართველოში წარმოების განვითარებას მკვეთრად აფერხებს. პრობლემა აქვს თითქმის ყველა საწარმოს, რომელიც ბუნებრივი აირის მსხვილი მომხმარებელია. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში გაზის ბუნებრივი აირი არაადეკვატურად ძვირია და ამ პირობებში საწარმოო საქმიანობა აზრს კარგავს.

მაკა ხარაზიშვილი
03.03.2016

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი ძვირდება. ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ინიციატივამ მოპოვების "გაყინვაზე" პირველი შედეგი უკვე გამოიღო. მარტის შუა რიცხვებში "დიდი მენავთობეების" შეხვედრა იგეგმება, სადაც ნავთობის ფასის ბედი საბოლოოდ გადაწყდება.

მარიამ აფციაური
03.03.2016

 იტალიურმა ავიაგიგანტმა "ალ-იტალიამ" საქართველოს ავიაბაზარი დატოვა, ბელარუსის ავიაკომპანია "ბელავიამ" ქუთაისიდან მინსკის მიმართულებით ფრენა შეაჩერა. ასევე შეამცირა თბილისის აეროპორტიდან ე.წ. ბორტის მოცულობა (127-დან 50-100-მდე ჩამოვიდა). ფინანსური ზარალი განიცადა ქართულმა ავიაკომპანია "აირზენამ". კომპანიამ ევროპასა და რუსეთში რამდენიმე მიმართულებით ფრენა შეაჩერა. სპეციალისტების, ნაწილი კომპანიების მუშაობის შესუსტებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების გააქტიურებით და რუსული "აეროფლოტის" დემპინგით ხსნის.

ელზა წიკლაური
02.03.2016

 ენერგეტიკის სამინისტროსა და "გაზპრომს" შორის მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დასრულდება და თანაც "საქართველოსთვის სასურველი შედეგით". როგორც კახა კალაძე აცხადებს, საბოლოოდ "მივიღებთ, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ქვეყანას". საქართველოსთვის მისაღები კი არსებული სტატუს-კვოს მეტ-ნაკლებად შენარჩუნება იქნება.

მარიამ ხიდაშელი
02.03.2016

სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიმართ პრეტენზიები მატულობს. ერთია ის, რომ მოსახლეობაში საკუთარი უფლებების დაცვის კულტურა იზრდება. ამასთანავე, მომხმარებელმა უკეთ გაიგო, რომ სხვადასხვა სფეროში არსებობს მომხმარებელთა უფლებების დამცველი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პრობლემით მიმართოს და დახმარების აღმოჩენა სთხოვოს.

ელზა წიკლაური
01.03.2016

 გაუფასურებული ლარი, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული საბანკო სექტორი, ხშირად მოთხოვნის არარსებობის მიუხედავად ბაზრისთვის ლარის დიდი ოდენობით მიწოდება, გადაწყვეტილების პოლიტიკური შეხედულების მიხედვით მიღება - ეკონომისტების შეფასებით სწორედ ასეთი იყო ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მმართველობის ბოლო 3 წელი. ქადაგიძე წავიდა, რა ელის ლარს და რა შეიცვლება ფინანსურ ბაზარზე? კონკრეტული პასუხის გაცემა სპეციალისტებს უჭირთ. ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება ისაა, რომ ეროვნული ვალუტა აღარ გაუფასურდება და გამყარებისკენ წავა.

მაკა ხარაზიშვილი
01.03.2016

უკვე მეორე თვეა ბიუჯეტის შემოსულობები მკვეთრად ჩამორჩება გადასახდელებს. აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში პრობლემებია, თუმცა ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ შეექმნება.

მაკა ხარაზიშვილი
27.02.2016

 "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ტყიბულელი მაღაროელების მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნახშირის გაიაფების გამო, ხელფასის 40%-ით გაზრდა არ შეუძლიათ. მაღაროელები კი გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. გუშინ მათ თბილისიდან სტუდენტებიც შეუერთდნენ.

მარი ჩიტაია
27.02.2016

 თხილის ნერგი გაძვირდა და ამჟამად ლამის პროდუქტის ფასს გაუტოლდეს. სანერგე მეურნეობებში თითო ნერგი 3 ლარად იყიდება, ხოლო 1 კგ თხილის ღირებულება 4,5 ლარის ფარგლებშია. სულ ცოტა ხნის წინ თხილი ერთბაშად 6 ლარამდე გაძვირდა, მაგრამ ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

ელზა წიკლაური
27.02.2016

რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების შემდეგ საბჭოური ანაბრების გაცემას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაც აპირებს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამისათვის "რესპუბლიკის" ბიუჯეტში 30 მლნ რუბლი (დაახლოებით 90 ათასი ლარი) უკვე გამოყოფილია. ამ დროს კი, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე საბჭოური ანაბრების საკითხი არც კი განიხილება. არც წინა და არც მოქმედ ხელისუფლებას საბჭოური ანაბრების კომპენსირებაზე მუშაობა არ დაუწყია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×