რეზონანსი 10.03.2016
9 მარტს, სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგ-ცენტრში გაიმართა შეხვედრა დედაქალაქის ათივე რაიონული გამგეობის აპარატის უფროსისა და
|
ელზა წიკლაური 09.03.2016
ლარის დევალვაციისა და გაძვირებული ცხოვრების გამო, ხალხის მსყიდველუნარიანობა ყოველდღიურად მცირდება. 1,5 წელში 45%-ით გაუფასურებულმა ლარმა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში მსყიდველობითი უნარი 30%-ით შეამცირა. ანალიტიკოსების პროგნოზით, წლეულს საქართველოში სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რისი ერთ-ერთი მათავრი მიზეზი გარე ფაქტორები, კერძოდ კი, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო შენელება გახდება.
|
მარი ჩიტაია 09.03.2016
დიდი ალბათობით ერთ კვირაში საქართველოში საწვავი გაძვირდება. ცვლილება, სავარაუდოდ, 5-10 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. როგორც იმპორტიორები განმარტავენ, გაძვირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათ საერთაშორისო ფასების გამო მოუწევთ. კომპანიები ამჟამინდელი ფასის დაჭერას ჯერჯერობით ძველი მარაგის საშუალებით ახერხებენ.
|
მარიკა გოგოხია 08.03.2016
ზედიზედ რამდენიმე წელია, საქართველოში ზამთრის ტურიზმს, უამინდობის თუ სახელმწიფო სტრუქტურების დაუდევრობის გამო, პრობლემა აქვს. მართალია, ოფიციალურად სეზონი ჯერაც გრძელდება, მაგრამ შედეგზე საუბარი უკვე შეიძლება, რადგან აქტიურმა პერიოდმა უკვე ჩაიარა. სასტუმროების უმეტესობა წლევანდელი სეზონსაც დანაკარგით ამთავრებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.03.2016
ნავთობის გაძვირების პარალელურად, საერთაშორისო ბირჟებზე სურსათიც ძვირდება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში იაფი პროდუქტის ხანა დასრულდა. ეს პროცესი ძალიან ცუდად იმოქმედებს იმ ქვეყნებზე, სადაც ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი დევალვაცია მოხდა. მათ რიცხვშია საქართველოც. თუ ლარის გამყარების ტემპი არ დაჩქარდა, ქვეყანა დიდი ინფლაციის წინაშე დადგება. საარჩევნო წელს მმართველი პარტიის მიმართ მოსახლეობის განწყობაზე ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
|
მარი ჩიტაია 08.03.2016
სავალდებულო ეტიკეტირების წესი მომავალი წლიდან ხორცსა და ხორცპროდუქტებზეც ამოქმედდება. სასაკლაოდან დაწყებული, სამომხარებლო დახლამდე, ხარისხთან და პროდუქტის უვნობლობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტო უხელმძღვანელებს.
|
ნატა გიორგაძე 08.03.2016
საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ისევ პრობლემებია. გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაურკვეველი ხასიათის პროცედურულ შეფრხებას სწორედ ქართველი მებაჟეები უქმნიან. შემოსავლების სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ საზღვარზე დაბრკოლება არა საქართველოს, არამედ აზერბაიჯანული საბაჟოს მიზეზით წარმოიშობა.
|
რეზონანსი 08.03.2016
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ სასწავლო ცენტრში (მისამართი: კოსტავას #33ა) პროექტის "პროფესიულისამყარო" 2016 წლისმესამე ნაკადისთვისტრენინგიმიმდინარეობს. დედაქალაქის სტუდენტთა უფასო სწავლება მარტის შუა რიცხვებამდე გასტანს.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.03.2016
ამიერიდან საქართველო აზერბაიჯანიდან 2,656 მლრდ კბ/მ გაზს მიიღებს. საქართველოს მთავრობა დამატებითი გაზის მიღებაზე ისევ "სოკარს" შეუთანხმდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანული კომპანია გაზგასამართი სექტორებისთვის ბუნებრივი აირის ფასს შეამცირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება სხვა კომპანიებთანაც გრძელდება. მცირდება სოციალური გაზის საფასურიც, თუმცა ხელისუფლება ლარის დევალვაციის მომიზეზებით ტარიფის სუბსიდირებას ისევ ძალაში ტოვებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.03.2016
იანვარის მშპ-ის მაჩვენებელმა საქართველოს ეკონომიკის 3%-მდე გაზრდა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეკონომისტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ - თუ დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები შემოვიდა, შეიძლება ეკონომიკა 5%-მდეც გაიზარდოს, ხოლო თუკი მთავრობის იმედებმა ამჯერადაც არ გაამართლა, დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებაც კი პრობლემა იქნება.
|
მარი ჩიტაია 05.03.2016
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას კანონმდებლობა დაარეგულირებს. ცვლილება, პირველ რიგში, საპროცენტო განაკვეთების მოცულობაზეც აისახება. სპეციალისტების ვარაუდით, მიკროსაფინანსოებს არ ექნებათ ზემოგების შესაძლებლობა. არ არის გამორიცხული, რეგულაციები კერძო გამსესხებლებსაც დაუწესდეთ.
|
რეზონანსი 05.03.2016
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ FabLab-ბიზნესინკუბატორები -FabLab GTU და FabLab TSU,FabLab-ების საერთაშორისო გაერთიანების http://www.fabfoundation.org/fab-labs/ წევრები ხდებიან.
|