მაკა ხარაზიშვილი 13.02.2016
აფხაზეთს რამდენიმე დღეში ჩაბნელება ემუქრება. ენგურის წყალსაცავში წყლის დონე 440 მეტრის ნიშნულზე დავიდა, 420-ზე კი ტურბინები უნდა გაჩერდეს. საქართველოს ელექტროსისტემას აფხაზეთის ელექტრომომარაგება წელიწადში დაახლოებით 35 მილიონი ლარი უჯდება. შესაბამისად, ქართულ მხარეს რეგიონის დამატებითი ელექტროენერგიით მომარაგების შესაძლებლობა, თანაც სრულიად უსასყიდლოდ, აღარ აქვს. ქართველ ენერგეტიკოსებს რეგიონში შესვლის და მწყობრიდან გამოსული გადამცემი ხაზების რეაბილიტაციის უფლებაც არ აქვთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.02.2016
"საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში უნდა გადაეგზავნოს და ზაფხულიდან შემოსვლების სამსახური უკვე ახალი კოდექსით შეუდგება ბიზნესმენთა გაკონტროლებას. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ბიზნესის მაქსიმალურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბიზნესმენებს ჯერჯერობით მთავრობის ინიციატივა მოსწონთ და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს ელოდებიან.
|
მარიამ აფციაური 12.02.2016
შეჩერებული მშენებლობების პროცესის დარეგულირების სწრაფი მეთოდი არ არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, სამშენებლო სექტორში რთული ვითარების გამოსწორებას მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანა ვერაფერს უშველის. პარალელურად უნდა მოხდეს ზედამხედველობის სამსახურის გააქტიურება და მშენებლობის დაზღვევის შემოღება. დაზღვევის ამოქმედებისას აქცენტი მშენებლობის დასრულების, ჩაბარებისა და ექსპლოატაციაში შესვლის ვადებზე უნდა გაკეთდეს.
|
მარი ჩიტაია 11.02.2016
დასავლეთ საქართველოში სიმინდმა გაძვირება დაიწყო. ამჟამად სამეგრელოსა და გურიაში 1 ფუთი სიმინდის ფასი 16 ლარს შეადგენს, როცა იანვარში მომხმარებელს მისი ყიდვა 13-14 ლარადაც შეეძლო. გურიაში მარაგის მხრივ პრობლემა უკვე შესამჩნევია, რის გამოც რეგიონში პროდუქტი შესაძენად ძნელი საშოვარია.
|
მაკა ხარაზიშვილი 11.02.2016
ექსპორტის მაჩვენებელი 2011 წლის დონეს დაუბრუნდა. ფაქტობრივად ქვეყანას, ამ მიმართულებით 5-წლიანი უკუსვლა აქვს. მიზეზად კი, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტების დევალვაცია და ეკონომიკური ვარდნა განიხილება. სპეციალისტების აზრით, თუკი მთავრობა ბიზნესთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, წელს ექსპორტი მცირედით გაიზრდება, თუმცა სერიოზული წინსვლა მოსალოდნელი არ არის.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.02.2016
ბანკები არაპროფილური ბიზნესის მართვას ისევ თამამად აგრძელებენ. უფრო მეტიც, სპეციალისტების განცხადებით, მათ მთელი ქართული ბიზნესი გირაოში აქვთ ჩადებული, ხოლო ეროვნული ბანკი მათი "ოფიციალური აგენტია". ამგვარ მდგომარეობაში, რომელსაც არაჯანსაღი კონკურენციაც ემატება, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.
|
მარი ჩიტაია 10.02.2016
მედიკამენტები საქართველოში უმართებულოდ ძვირი ღირს. დრო და დრო ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს წამლების მოსალოდნელი გაიაფების შესახებ ფარმაცევტული ბაზარი ყოველთვის საწინააღმდეგოდ პასუხობს. აღმოჩნდა, რომ წამლის ფასი მუდმივად მატულობს და ნებისმიერი დაკვირვებული მომხმარებელი ამ პროცესს ადვილად ამჩნევს.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.02.2016
ქვეყნის საგარეო ვალმა 35,5 მილიარდ ლარს (14,354 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა. აქედან 2 მილიარდ დოლაზე მეტი მოკლევადიანი ძვირადღირებული სესხია. ამ ვალის მომსახურებას უმოკლეს დროში ასეულობით მილიონი დოლარი სჭირდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტას არასახარბიელო პერსპექტივას უქმნის. ფაქტობრივად, კომპანიები მოგების უდიდესი ნაწილით ვალს ისტუმრებენ, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა ვალის მომსახურებას ხმარდება.
|
ელზა წიკლაური 09.02.2016
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს. საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული პორტის მშენებლობას ეკონომიკის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
|
მარი ჩიტაია 09.02.2016
უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელები აღარ აქტიურობენ. აზიისა და ევროპის ქვეყნების მოქალაქეებმა დატოვეს საქართველო და შესაბამისად, საოფისე და საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნაც შემცირდა. ცვლილება ყველა კატეგორიის სეგმენტს შეეხება, მათ შორის, მაღალშემოსავლიანსაც, რომელსაც 3-4 წლის წინ ბაზარზე წამყვანი პოზიციც კი ეკავა.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.02.2016
სახელმწიფომ ენერგეტიკული სექტორი ისევ "სუბსიდირების" იმედზე დატოვა. კახა კალაძის უწყებაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე ტარიფის დაბალანსების გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებენ. რეალურად ნავთობისა და გაზის კორპორაცია დისტრიბუტორ კომპანიებს 1000 კუბურ მეტრ გაზს 6 დოლარით იაფად აძლევს და სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება 40 მილიონ ლარამდე უჯდება.
|
ელზა წიკლაური 06.02.2016
ჯანდაცვაში ფასის ზრდა ინფლაციის საერთო მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფასის საერთო დონე დაახლოებით 8%-ით გაიზარდა, ჯანდაცვაში კი ამ მაჩვენებელმა 24,4% შეადგინა. არაოფიციალურად კი, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტების ჩათვლით, მთლიანად 40-45%-ით გაძვირდა.
|