მარიამ ხიდაშელი
26.01.2016

აზერბაიჯანი დოლარში კრედიტების მქონე მსესხებლის დასახმარებლად ისევ გამოსავლის ძიებაშია. როგორც ცნობილია, "ვითიბი ბანკის" აზერბაიჯანის ფილიალმა, მომხმარებლის დასახმარებლად სპეციალური პროგრამა შექმნა. ასევე დაიწყო საუბარი მცირე კრედიტების ძველი კურსით დაბრუნების შესახებ.

მაკა ხარაზიშვილი
23.01.2016

 ეროვნულ ვალუტას რეზერვების გაყიდვამ არ უშველა. ისტორიული ანტირეკორდი მოიხსნა, ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2,4694 ლარია. ხალხში პანიკაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ გარე შოკის ზემოქმედებით ლარის გაუფასურება მოსალოდნელი იყო, თუმცა ასეთი მკვეთრი ვარდნა ეროვნული ბანკისა და მთავრობის უუნარობის შედეგია. სებ-მა ასეთ რთულ ვითარებაში შეწყვიტა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშზე მუშაობა, ხოლო მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა დღემდე არ გააჩნია.

ელზა პაპოშვილი
23.01.2016

 დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან მთავრობის მოლოდინი წელსაც ოპტიმისტურია. ქართულმა დელეგაციამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნესგარემო რამდენიმე უცხოურ კომპანიას უკვე გააცნო.

მაკა ხარაზიშვილი
22.01.2016

ღვინის, მინერალური წყლებისა და ავტომობილების ექსპორტი კატასტროფულად შემცირდა. გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ სავაჭრო პარტნიორებში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია, საქართველოდან ექსპორტს კარგი დღე არც წელს დაადგება. სპეციალისტების აზრით, მთავრობამ, მეწარმეებთან ერთად, მთავარი აქცენტი ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე უნდა გააკეთოს, რათა დსთ-ს ქვეყნებში ვარდნის დაბალანსება მცირედით მაინც შეძლოს.

მაკა ხარაზიშვილი
22.01.2016

 გაზსაცავის მშენებლობაზე კომპანია "ჯეოსტოკი" დასკვნას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. გაზსაცავისთვის ადგილი უკვე შერჩეულია - სამგორის სამხრეთი თაღის საბადო. ახლა სახელმწიფო ინვესტორის ძიებაშია. ცოტა ხნის წინ პროექტში მონაწილეობაზე ინტერესი უკვე გამოთქვა აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია "სოკარმა". ენერგეტიკოსები პროექტში კერძო კომპანიების მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ გაზსაცავის ასაშენებლად სახელმწიფომ სახსრები თავად უნდა გამონახოს.

მარი ჩიტაია
22.01.2016

 სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი წარუმატებლად დაიწყო. გუდაურის, ბაკურიანისა და მესტიის წამყვან სასტუმროებში დამსვენებლების სიმცირეა, რის მიზეზად მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი მიიჩნევა. სასტუმროს მენეჯერები აცხადებენ, რომ გარე ფაქტორების გარდა, პრობლემა არის სეზონურიც, რადგან იანვრის მეორე ნახევარი ყოველთვის პასიურია. მათი ვარაუდით, მდგომარეობა თებერვლიდან გამოსწორდება.

მარი ჩიტაია
21.01.2016

სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდა. მიზეზი ამჯერადაც ლარის გაუფასურებაა, თუმცა ფასებს ზრდისკენ საერთაშორისო ფაქტორმაც უბიძგა. ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ზეთის, შაქრის, თამბაქოს და სხვა პროდუქტის ღირებულებამ, რაც მომხმარებისთვის აშკარად თვალშისაცემი გახდა.

მაკა ხარაზიშვილი
21.01.2016

 დღეს ავსტრიიდან კახა კალაძე ისევ ხელცარიელი დაბრუნდება. მხარეები სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის ანგარიშსწორების პირობებზე ისევ ვერ შეთანხმდნენ. რუსეთიდან დამატებითი გაზის მოლოდინში საქართველომ შეიძლება ის მოცულობაც დაკარგოს, რასაც ამ ქვეყნიდან იღებს.

მაკა ხარაზიშვილი
20.01.2016

 ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ნეგატიური პროცესები ვითარდება, სპეციალისტები კურსის 2,4-ის ფარგლებში მერყეობას ვარაუდობენ. მთელი 2015 წლის განმავლობში, როდესაც ქვეყანა თითქმის იგივე გამოწვევების წინაშე იდგა, ეროვნული ბანკის ადეკავატური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ლარი ნაკლებად გაუფასურდებოდა.

მარი ჩიტაია
20.01.2016

თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ ემბარგოში აფხაზეთიც ჩაერთო. სეპარატისტულმა მთავრობამ გადაწყვეტილება ნაჩქარევად, მაგრამ ისე მიიღო, რომ ნაკლებად დაზარალებულიყვნენ. აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალში დიდ ადგილს იკავებს ისეთი ნაწარმი, რომლის ჩანაცვლებაც აფხაზური ბაზრისთვის ადგილობრივი ან ქართული პროდუქტითაც ადვილად შესაძლებელია.

ელზა წიკლაური
19.01.2016

 ლარმა დაგროვებითი ფუნქცია თითქმის დაკარგა, ქვეყანაში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი უკვე 70%-ს მიუახლოვდა. მიუხედავად ლარში განთავსებულ ანაბრებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთისა, მოსახლეობა ფულს მაინც დოლარში ინახავს, ნდობადაკარგულ ეროვნულ ვალუტას კი მხოლოდ წვრილი ოპერაციებისთვის იყენებენ. დოლარიზაციის გაზრდილ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტები და ეროვნულ ბანკს სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მაკა ხარაზიშვილი
19.01.2016

 ნედლი ნავთობის ექსპორტი თითქმის 500%-ით გაიზარდა და იგი საექსპორტო პროდუქციის ათეულში უკვე მე-8 ადგილზეა. შარშან საქართველოდან ნავთობის გადაზიდვა დაიწყო ბულგარეთსა და რუმინეთში. ამ პროდუქტის ექსპორტის ზრდაში დიდი წვლილი სწორედ ამ ქვეყნებს მიუძღვით. გარდა ამისა, პირველად საქართველოდან ნედლი ნავთობი პანამაშიც კი შევიდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×