მაკა ხარაზიშვილი
30.01.2016

ლარის საკითხზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარეშე ჩაიარა. გიორგი ქადაგიძემ თამაზ მეჭიაურის კომიტეტში საკუთარი მრჩეველი გიორგი ბაქრაძე და ბანკის წარმომადგენელი გიორგი მელაძე გაგზავნა. დეპუტატებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მჭიდრო ურთიერთობაა და ლარი გამყარდება.

მარი ჩიტაია
30.01.2016

 ქართველი ფერმერებისთვის აზერბაიჯანის ბაზარი დროებით დაიხურა. მეზობელ ქვეყანაში ცოცხალი საქონლის შეყვანა აიკრძალა. ამჯერად ფერმერების საფიქრალი ხორცის ფასია. ისინი შიშობენ, რომ აკრძალვა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის გაიაფებას გამოიწვევს, რადგანაც კარგავენ რეალურ საექსპორტო ბაზარს. ადგილზე კი ხორცის ჭარბი რაოდენობა შეიქმნება და პროდუქტის ფასი დაეცემა.

მარი ჩიტაია
29.01.2016

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზს, რომ კურსი 2,4 ნიშნულამდე დაბალანსდება, ექსპერტებიც იზიარებენ. ოპტიმიზმის საფუძველი ამჯერად საგარეო ფაქტორია. კერძოდ, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი ბაქოში, რომლის ფარგლებშიც მხარეები 4-მილიარდიანი დახმარების მიღების საკითხს განიხილავენ.

მაკა ხარაზიშვილი
29.01.2016

 ანაკლის პორტის ასაშენებლად გამარჯვებული ინვესტორის გამოცხადება მეხუთედ გადაიდო. ეკონომიკის მინისტრის 12-დღიანმა ვადამ ისევ არ გაამართლა. სამინისტროში ჩინურ კომპანიებთან გამალებული "ვაჭრობა" მიმდინარეობს. როდის დასრულდება ეს პროცესი, სამინისტროში უკვე თარიღსაც ვეღარ ასახელებენ. არადა ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც ეკონომიკის ზრდასა და ლარის კურსის გამყარებას შეუწყობდა ხელს, ამ პროექტის დაწყებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მაკა ხარაზიშვილი
29.01.2016

ფინანსთა სამინისტრო, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით, მასშტაბური მოცულობის ფასიან ქაღალდებს ყიდის. ემისიის გაქტიურების მიზეზი მიმოქცევიდან ლარის მასის ამოღებაა. გამორიცხული არ არის, სამინისტროს ბანკებიდან მაღალპროცენტად აღებული ვალი მიმდინარე ხარჯის დასაფინანსებლად სჭირდებოდეს. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პირველ კვარტალში ადრე გამოშვებული 372 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდებით აღებული ვალი აქვთ დასაფარი და გაზრდილი ემისია სწორედ ამას ემსახურება.

ელზა წიკლაური
27.01.2016

არაპროგნოზირებადმა ეკონომიკურმა გარემომ და მოკლე პერიოდში რამდენიმე პუნქტით ერთბაშად გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ ადგილობრივ ბიზნესს გარკვეული ბარიერები შეუქმნა. მათი ნაწილი არათუ გაფათროებას და განვითარებას, არსებულის შენარჩუნებასაც ძნელად ახერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ლარი სტაბილურობას არ დაიბრუნებს, ქართულ ბიზნესს კიდევ უფრო გაუჭირდება და, შესაძლოა, შარშანდელის მსგავსად სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტები ერთიმეორის მიყოლებით დაიხუროს.

მარი ჩიტაია
27.01.2016

 ლარის მკვეთრი გაუარესების გამო იმპორტიორები პროდუქტებზე ფასს ვეღარ ინარჩუნებენ. ისინი არ მალავენ, რომ გაძვირებას გეგმავენ. თვის ბოლოს თითქმის ყველა დასახელების უცხოური საქონლის ფასი მოიმატებს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ შაქრის სავარაუდო ფასი. შემდეგი კვირიდან იგი 10%-ით გაძვირდება.

მაკა ხარაზიშვილი
27.01.2016

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება მხოლოდ ნეგატიური მოლოდინით არის გამოწვეული. სებ-ის დაგვიანებული რეაქცია კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საბაბს, რომ ლარის გაუფასურების პროცესში დიდი წილი სპეკულაციაზე მოდის. აბსულუტურად გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენლთა განცხადებები, რამაც ლარზე ფსიქოლოგიური წნეხი არათუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა. ხელისუფლება თავს იმშვიდებს ან იტყუებს, რომ ქართული ვალუტა რეგიონში ყველაზე ჯანსაღია. სინამდვილეში იანვარში ლარი უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე თურქული ლირა და სომხური დრამი.

მაკა ხარაზიშვილი
26.01.2016

 მაშინ, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი თბოსადგურებისთვის გაზის საშოვნელად "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს მართავს, "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად სეპარატისტებს მიაქვთ, თანაც უფასოდ. უფრო მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ "ენგურის" დენით სტავროპოლის მხარეც მარაგდება. საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, "ენრგურჰესი" დოტაციაზე ჰყავდეს და ზამთარში ელექტროენერგიის იმპორტი გაზარდოს.

ელზა წიკლაური
26.01.2016

 2015 წელს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კურსთა ცვალებადობისა და ინფლაციის შედეგად ბანკებმა შარშან 537 მლნ ლარის მოგება მიითვალეს. ასეთი მაღალი მოგების მიუხედავად, ბიუჯეტში საბანკო სექტორმა გადასახადის სახით მხოლოდ 67 მლნ ლარი შეიტანა. ბანკები დღემდე განსაკუთრებული პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ. შესაბამისად, სხვა კომპანიები, მომხმარებელი და სახელმწიფოც კი, ზარალდებიან.

მარი ჩიტაია
26.01.2016

ერთდროულად ორი ვალუტის - რუბლის და ლარის გაუფასურებამ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დიდი პრობლემა შეუქმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერ კიდევ ზაფხულიდან მოყოლებული, ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდა, ხოლო დეკემბრიდან ფასმა პიკს მიაღწია.

მაკა ხარაზიშვილი
26.01.2016

თამარ ადუაშვილი

კომუნიკაციის ეროვნული კომისია საერთაშორისო ზარების დასრულებაზე ზღვრულ ტარიფს ზრდის. ეს გადაწყვეტილება სასათბურე პირობებს უქმნის ტრანზიტორ კომპანიებს, ხოლო ქსელის მფლობელ ოპერატორებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენებს. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, რომ კომპანიები ამ ბაზარს საერთოდ გამოეთიშონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×