მაკა ხარაზიშვილი 31.12.2015
საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი არ გამართლდა. ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ მაჩვენებელს უკვე 1%-ით აჭარბებს. ნოემბერში ამ მიმართულებით ნახტომისებური ზრდა აღინიშნა. თუკი დეკემბერიც წარმატებული აღმოჩნდა, არ არის გამორიცხული, წელს ეკონომიკის ზრდამ 3%-საც გადააჭარბოს.
|
მარი ჩიტაია 31.12.2015
საქართველოს კიდევ ერთი რთული წელი ელის. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2015 წელს ქვეყნის ეკონომიკაში თითქმის არც ერთი სისტემური პრობლემა არ გადაჭრილა, სავარაუდოდ, ის მომავალ წელსაც გამოწვევად დარჩება ქვეყნისთვის. ასეთია ინფლაცია, ლარის კურსი, ეკონომიკური ზრდა და სხვა, რომლის მოგვარების პერსპექტივა ნაკლებად ჩანს, მით უმეტეს, წინ არჩევნებია და პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური რისკებიც გაიზრდება.
|
ელზა წიკლაური 31.12.2015
ერთწლიანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე კვირაა სტაბილურობას ინარჩუნებს. გუშინ ლარი მცირედით გამყარდა კიდეც და ერთი დოლარი 2,3949 ნიშნულზე დაბალანსდა. სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს და სავალუტო ინტერვენციებსაც განახორციელებს, ეროვნული ვალუტა აღარ გაუფასურდება. თუმცა რა ნიშნულზე დაბალანსდება ლარი მომავალი 2-3 თვის განმავლობაში, ამის ზუსტი პროგნოზირება საბანკო სფეროს სპეციალისტებს უჭირთ.
|
მარიამ აფციაური 31.12.2015
ავიაკომპანია "ბელავიას", წინა წელთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი წელს 40%-ით შეუმცირდა. საქართველოში "ბელავიას" წარმომადგენლობის დირექტორი ვახტანგ მეზურნიშვილი ამ ფაქტს ეკონომიკური კრიზისით და კონკურენციით ხსნის. ავიაკომპანია 2016 წელს გაუქმებული რეისების განახლებას გეგმავს.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.12.2015
რამდენიმე დღეში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის კონცეფცია მთავრობას გადაეგზავნება. თუკი მთავრობა ამ კონცეფციას მოიწონებს, შემდეგ მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ კანონში გახდება ცალილებები საჭირო.
|
მაკა ხარაზიშვილი 29.12.2015
ნამახვანის ჰესების კასკადის ახალი პროექტით კასკადის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი აღარ დაიტბორება, ხოლო ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 17 მეგავატით შემცირდება. გარემოს დამცველები და ენერგეტიკოსების ნაწილი "ხუდონის" პროექტის შეცვლასაც ითხოვენ, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში პროექტის გადაკეთებას კატეგორიულად გამორიცხავენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 29.12.2015
2015 წელი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. განსაკუთრებით მძიმე დაღი მთელ ქვეყანას ლარის 36%-იანმა გაუფასურებამ დაასვა. შესაბამისად, ეკონომისტები წლის ყველაზე ნეგატიურ მოვლენად ეროვნული ვალუტის დევალვაციას ასახელებენ, შედარებით პოზიტიურად კი სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებს მიიჩნევენ.
|
ელზა წიკლაური 29.12.2015
რუსულმა რუბლმა 2014 წლის დეკემბრის რეკორდი მოხსნა. გუშინ მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ერთმა დოლარმა 72, ევრომ კი 78 რუბლს გადააჭარბა. ეკონომისტების პროგნოზით, 2016 წელს რუსეთის ეკონომიკა დამოკიდებული იქნება როგორც ნავთობის ფასზე, ასევე მოსახლეობის ქცევაზე. გაიაფებული ნავთობი, გაზი და მაღალი ინფლაცია ქვეყანას არ მისცემს საშუალებას, რომ რეცესიას თავი დააღწიოს.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.12.2015
ნავთობის ფასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჯერ კიდევ არ არსებობს. ანალიტიკოსთა ნაწილი 2016 წელს კიდევ უფრო გაიაფებას ვარაუდობს, ნაწილის აზრით კი გაისად "შავი ოქროს" ღირებულება ცოტათი გაიზრდება. საბოლოოდ, ყველა ერთ რამეზე თანხმდება, კიდევ 5 წელი ნავთობზე დაბალი ფასი შენარჩუნდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.12.2015
ორხევში ახალი ფარმაცევტული საწარმო აშენდება. საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით საწარმოს ავსტრიული კომპანია "ჰუმანითი ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "ჰუმანითი ჯორჯია" ააშენებს. კომპანია მედიკამენტების მსხვილი იმპორტიორიც იქნება და იგი ბაზარზე თავის დამკვიდრებას დაბალი ფასებით გეგმავს. შეიძლება ითქვას, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მონოპოლიის დასანგრევად "ჰუმანითი ჯორჯია" მთავრობის მთავარი თულფია და ამ ფაქტზე მიუთითებს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადება, როდესაც მინიმუმ 200 მედიკამენტის გაიაფებაზე საუბრობდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 25.12.2015
ლარის მკვეთრი მერყეობა ეროვნული ბანკის ინტერვენციამ შეაჩერა. მთელი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდებოდა. გუშინ, შუადღისას, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,435 ლარი ღირდა, ხოლო ბანკებში ამერიკული ვალუტის ღირებულებამ 2,46 ლარს მიაღწია.
|
ელზა წიკლაური 25.12.2015
მანათის დევალვაციამ და ბაქოს მიერ სხვადასხვა პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესებამ, გამორიცხული არ არის, რომ ქართულ ექსპორტს დამატებითი ბარიერი შეუქმნას. ავტომანქანების ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემა უკვე არსებობს და ის წლის განმავლობაში თითქმის 5-ჯერ შემცირდა.
|