მარიამ ხიდაშელი
18.12.2015

 ანალიტიკოსები 2016 წლის პირველ ნახევარში 1 ბარელი ნავთობის 30 დოლარამდე გაიაფებას ელიან. "შავი ოქროს" ამ მაჩვენებლამდე დაცემას აღარაფერი უკლია. გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და რეფინანსირების განაკვეთის 0,25%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, ამერიკის ფედერალური სისტემის გადაწყვეტილებამ იქონია.

მაკა ხარაზიშვილი
18.12.2015

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების კრახის შემდეგ, კიდევ ერთი ასეთი ზონა ამჯერად თბილისში, გლდანში გაიხსნა. როგორც წინა წლებში, ახალი ზონის გახსნასაც გრანდიოზული გეგმები ახლავს - უამრავი ადამიანის დასაქმება, მილიონობით ინვესტიციის შემოსვლა. სპეციალისტების აზრით, თუკი ხელისუფლებამ ზონების წარუმატებლობის კვანძი გახსნა, სჯობს, ასეთი პროექტები რეგიონებში განხორციელდეს, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

მარი ჩიტაია
17.12.2015

 ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%-მდე ზრდის. სებ-მა ასეთი გადაწყვეტილება ინფლაციის შიშით მიიღო. წინ საახალწლო პერიოდია და პროდუქციის გაძვირების რისკი დიდია. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ სებ-ის გადაწყვეტილება სწორი, მაგრამ დაგვიანებულია, თუმცა არიან ისეთებიც, რომელებსაც საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ.

მაკა ხარაზიშვილი
16.12.2015

ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ყოველთვე უმჯობესდება. თუკი ოქტომბერში გადმორიცხვები 27%-ით შემცირდა, ნოემბერში კლებამ 18% შეადგინა. ეკონომისტების გათვლით, 2016 წელს გზავნილების მოცულობა დაახლოებით ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

ელზა წიკლაური
16.12.2015

 რუსული რუბლი, ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, კვლავ ეცემა. მართალია, გუშინ მსოფლიო ბაზარზე "ბრენტის" ტიპის საწვავი მცირედით, 39 დოლარამდე გაძვირდა, მაგრამ რუბლმა ისტორიული რეკორდი მაინც მოხსნა, ერთმა დოლარმა - 70 რუბლს, ევრომ კი 78 რუბლს გადააჭარბა. პანიკა იყო რუსულ საფონდო ბირჟაზეც, როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეშინებული ბროკერები დახმარებისთვის ცენტრალურ ბანკს მიმართავდნენ. მალევე ბირჟაზე ვაჭრობაც შეწყდა.

მარი ჩიტაია
16.12.2015

 სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებელები ჯერჯერობით არ ჩანან. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, მთის კურორტებზე სიწყნარეა. გუდაურის წამყვან სასტუმროებში აცხადებენ, რომ საახალწლო სეზონის გარდა, ჩვეულებრივ პერიოდში შეკვეთების 1%-იც არ აქვთ.

მაკა ხარაზიშვილი
15.12.2015

 ბოლო წლებში ქვეყნიდან კაპიტალის გადინება ინვესტიციების შემოსვლის მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება. ეკონომისტები ამ ფაქტს საგანგაშოს უწოდებენ. ბოლო 5 წელიწადში ქვეყანაში 5,543 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და 6,307 მლრდ დოლარის კაპიტალი გავიდა, ანუ საინვესტიციო დისბალანსი 800 მლნ დოლარია.

მარი ჩიტაია
15.12.2015

სათამაშოების ბიზნესს წინასაახალწლო აქტიურობა ჯერ არ დატყობია. ბაზრობებსა და მაღაზიებში გამოცოცხლება შესამჩნევია, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, გაყიდვა დაახლოებით 35-40%-ითაა შემცირებული, ზოგ შემთხვევაში კი განახევრებულია. რაც შეხება ფასს, სათამაშოები დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდა. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ რეალიზაციაზე გავლენა ამ ფაქტორმაც მოახდინა.

მაკა ხარაზიშვილი
15.12.2015

 ბოლო 10 წლის განმავლობაში პენსია 470%-ით გაიზარდა, საშუალო ხელფასი კი - 300%-ით. თვალშისაცემია ჩინოვნიკების ხელფასების ზრდა, რომელიც დაახლოებით 2500%-ს უახლოვდება. ამასთანავე, პენსიონერებისგან განსხვავებით საჯარო სექტორში დასაქმებულები ყოველთვიურად პრემიებსა და დანამატებსაც იღებენ. მოხელეთა მაღალი ხელფასი პროფესიონალი კადრების შენარჩუნებით აიხსნება, პენსიების მცირედი ზრდა კი პენსიონერების სიმრავლით.

მაკა ხარაზიშვილი
12.12.2015

 შემოდგომის მიწურულს ღვინის ექსპორტი გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ეს ტენდენცია მთლიანი 2015 წლის დანაკლისს ვერ აღმოფხვრის. "რეზონანსის" გათვლით, წლის ბოლოსთვის ექსპორტი, შარშანდელთან შედარებით, 22-23 მილიონი ბოთლით ნაკლები იქნება.

მარი ჩიტაია
12.12.2015

 ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარებით მთავრობა ექსპორტის გაზრდას და წარმოების სტიმულირებას ცდილობს. ჯერჯერობით ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი ნაადრევია. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ეს პროცესი სამომავლოდ გარკვეულ მოგებას მოგვცემს. შიშს, რომ ჩინური პროდუქცია წაგვლეკავს, როგორც მთავრობა, ასევე ეკონომისტების ნაწილი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

ელზა წიკლაური
11.12.2015

2016 წლის მარტიდან საქართველოში ავტომანქანები, საშუალოდ, 30%-ით გაძვირდება, ამასთან, შემცირდება მანქანების რაოდენობა და კიდევ უფრო დაიკლებს რეექსპორტი. მარჯვენასაჭიანების რეგისტრაციის შეწყვეტის შემდეგ კი იაპონური ბიზნესი, პრაქტიკულად, მთლიანად "მოკვდება". სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ ახალ ავტომანქანებზე შეღავათების დაწესება სიტუაციას მეტ-ნაკლებად დააბალანსებს და ის არც ექსპორტსა და მით უფრო, არც ფასსზე უარყოფითად არ აისახება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×