მარი ჩიტაია 11.12.2015
რუსეთში თურქეთის მიმართ დაწესებულმა ემბარგომ ქართული პროდუქტის ექსპორტზე საგრძნობლად იმოქმედა. გადამზიდავების ინფორმაციით, ბოლო 1 კვირაში რუსეთის მიმართულებით ექსპორტი 25-30%-ით გაიზარდა. ცვლილება, ძირითადად, აგრარულ პროდუქციას შეეხო. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ რუსი იმპორტიორები უკვე თავად ჩამოდიან საქართველოში და ადგილზე ცდილობენ გასატანი საქონლის მოძიებას.
|
მაკა ხარაზიშვილი 11.12.2015
"ყაზტრანსოილი" ბათუმის ნავთობტერმინალს ისევ ყიდის. "რეზონანსს" ტერმინალში განუცხადეს, რომ ყაზახ ინვესტორებს არსად ეჩქარებათ და აქტივებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდიან, თუკი გარიგება სარფიანი იქნება. გარდა იმისა, რომ ბათუმის ნავთობტერმინალს ტვირთბრუნვა შეუმცირდა, მისთვის ეს წელი გადამზიდავებთან დაპირისპირებითაც იყო გამორჩეული.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.12.2015
ენერგეტიკასა და დამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციები მცირდება. ეს ის დარგებია, რომლებზედაც უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით, მთავრობა ყველაზე მეტ იმედს ამყარებდა. მთლიანობაში, სამ კვარტალში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 17%-ით ჩამორჩება შარშანდელ მაჩვენებელს და 92%-ით აღემატება შარშანწინდელს.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.12.2015
გუშინ ნავთობის გაიაფების 11-წლიანი ანტირეკორდი მოიხსნა. 1 ბარელი ნავთობის შეწონილმა ფასმა, ოპეკის კალათის მიხედვით, 35,3 დოლარი შეადგინა. ბოლოს "შავი ოქრო" ასეთი იაფი 2004 წელს იყო - 36,05 დოლარი. ირანის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნების შიშით, მენავთობეები ფასის 30 დოლარამდე დაცემას ელოდებიან.
|
მარი ჩიტაია 10.12.2015
წელს საახალწლოდ მომხმარებელი ხარჯს მკვეთრად ამცირებს. შარშანდელთან შედარებით სადღესასწაულო ბიუჯეტი 30-35%-ით შიკვეცება. სავაჭრო ობიექტის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს, რომ სურსათის სეგმენტში რეალიზაციის კლებაა მოსალოდნელი.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.12.2015
გუშინ ლუქსემბურგში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "გაზპრომის" ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან მორიგი შეხვედრა გამართა. ოფიციალური ინფორმაციით, თემა - კომერციულ სექტორისთვის რუსული გაზის ხელმისაწვდომობა იყო. მთავრობა გაზის იმპორტის დივერსიფიცირებაში სახიფათოს ისევ ვერაფერს ხედავს. მინისტრები აცხადებენ, რომ კომერციული ობიექტებისთვის ნებისმიერი ბაზარი ღია უნდა იყოს, რათა მათ არჩევანი ფასისა და პირობების მიხედვით გააკეთონ.
|
მარი ჩიტაია 09.12.2015
თხილის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. წინა კვირას თხილი ერთბაშად 3 ლარით გაიაფდა, თუმცა ორ-სამ დღეში ფასმა დაახლოებით 1,50 ლარით მოიმატა. ერთ-ერთი ვერსიით, თხილის გაიაფება მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. იმპორტიორების ინფორმაციით, ფასზე გავლენა ხარისხმაც მოახდინა, რადგან მოგება 30-33%-ით შეუმცირდათ.
|
ელზა წიკლაური 09.12.2015
თურქეთში რუსული ემბარგოსგან მოსალოდნელი ზარალი უკვე დაითვალეს. მთავრობაში ფიქრობენ, რომ ეს წლიურად 9 მლრდ დოლარი იქნება, უფრო მეტს ასახელებენ თურქი დეპუტატები და აცხადებენ, რომ ემბარგოსგან ქვეყანა წლიურად დაახლოებით 20 მლრდ-ით დაზარალდება, რაც მთლიანი მშპ-ს 3%-ს შეადგენს. მოსკოვის კვალდაკვალ სანქციების დაწესებას ანკარაც გეგმავს, თუმცა რა სახის იქნება ეს სანქციები, თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავითოღლუ ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
|
მარი ჩიტაია 08.12.2015
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვამ ფასზეც იმოქმედა. იმპორტიორების ინფორმაციით, ამ კატეგორიის მანქანები მოულოდნელად 10-15%-ით გაძვირდა, რადგან მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა. მომხმარებელი ფიქრობს, მარტამდე მოასწროს ყიდვა. უკვე შეკვეთილი პარტიის ჩამოსვლას იმპორტიორები თებერვალში ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანებს ერთ-ორ თვეში მეტი მოგებით გაყიდიან.
|
ელზა წიკლაური 08.12.2015
საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს უკვე ვეღარ უმკლავდება. 2015 წლის 11 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 141,4 მლნ ლარით, ანუ 56,2%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი დაახლოებით 50% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შარშან იანვარ-ნოემბერში ასეთი სესხების მოცულობა მხოლოდ 14,1%-ით იყო გაზრდილი.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.12.2015
წლის ბოლოსთვის ლარი კიდევ გამყარდება. ამ დროისთვის ეროვნულ ვალუტაზე საგარეო ფაქტორების ზეწოლა ამოწურულია. მისი ბედი მთლიანად მთავრობისა და ეროვნული ბანკის სწორი ფინანსური პოლიტიკის განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული.
|
მარი ჩიტაია 08.12.2015
რესტორნების მომსახურება საახალწლოდ, შარშანდელთან შედარებით, 20-30%-ით გაძვირდა. მომხმარებლის აქტიურობაზე ფასს გავლენა დიდად არ მოუხდენია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, სადღესასწაულოდ თბილისურ რესტორნებს მომხმარებლის მიზიდვა არ უჭირთ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|