მარი ჩიტაია
17.11.2015

ქართული წარმოების ფეხსაცმლის ექსპორტი შარშან, 2013 წელთან შედარებით, 41%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ნაწარმის მიმართ ინტერესი აშკარად არსებობს, ქართველ მეწარმეებს უცხოურ ბაზრებზე ფეხის მოკიდება უჭირთ. ისინი ექსპორტის შემცირებას, გარკვეულწილად, მარკეტინგული კამპანიის ნაკლებობას აბრალებენ.

მაკა ხარაზიშვილი
17.11.2015

 ქვეყანაში ძვირი ელექტროენერგიის მოცულობა სწრაფად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ენერგეტიკას ბოლო 5 წლის განმავლობაში 10-ზე მეტი მცირე და საშუალო ზომის ჰესი შეემატა, ენგურჰესის მიერ ელექტროენერგიის შემცირებული წარმოების გამო, ქვეყანა, გარკვეულწილად, ისევ თბოსადგურების მიერ წარმოებულ დენზე და ძვირ იმპორტზეა დამოკიდებული.

მაკა ხარაზიშვილი
14.11.2015

 პარლამენტში ძველი და ახალი ბიუჯეტების პროექტები ერთმანეთს ენაცვლება. ეკონომიკური ზრდის არასწორმა პროგნოზებმა საბიუჯეტო ქაოსი შექმნა. ფინანსთა სამინისტრო ივნისში შემცირებული საგადასახადო შემოსავლების გეგმას ნოემბერში ისევ ზრდის. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი 2016 წლის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი და შესაბამისად, საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემა, პენსიის გაზრდა.

მარი ჩიტაია
14.11.2015

 დასავლეთ საქართველოში დაფნის ნერგისა და თესლის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. შარშანდელთან შედარებით, მისი ღირებულება თითქმის გაორმაგდა, რასაც ადგილობრივი მეწარმეები მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ. სენაკისა და ხობის სანერგე მეურნეობებში ამბობენ, რომ ხალხი მასობრივად ცდილობს დაფნის მოშენებას, რის გამოც ერთხანს ნერგი დეფიციტიც გამხდარა.

მაკა ხარაზიშვილი
13.11.2015

 რუსეთის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე სიდიდით მესამე კომპანია "ვიმპელკომს" აქციონერები უჩივიან. ისინი კომპანიას შეცდომაში შეყვანასა და ინფორმაციების დამალვაში ადანაშაულებენ. "ვიმპელკომის" მიმართ საქართველოში ინტერესი ძალიან დიდია, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია "კავკასუს ონლაინის" ყიდვას აპირებს. თუ ეს გარიგება შედგა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ინტერნეტ სივრცის გაკონტროლებას შეძლებს.

მაკა ხარაზიშვილი
13.11.2015

წლის ბოლოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. ეკონომისტების პროგნოზით, მე-3-მე-4 კვარტალის მონაცემებში ინვესტიციების ზრდა განსაკუთრებით თვალში საცემი ენერგეტიკის სექტორსა და მშენებლობაში უნდა იყოს.

მაკა ხარაზიშვილი
12.11.2015

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა დევალვაციის გზას დაადგა. სწორედ შარშან ნოემბერსა და დეკემბერში მკვეთრად გაუფასურდა საგადასახდელო ბალანსიც. ზოგადად წლის ბოლო ყოველთვის რთული და დაძაბულია. რა იქნება წელს, განმეორდება თუ არა შარშანდელი სცენარი? ამჯერად ანალიტიკოსები წლის ბოლომდე შედარებით მშვიდ ვითარებას პროგნოზირებენ.

მარი ჩიტაია
12.11.2015

 ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება. დიდი ალბათობით, პროექტის განხორციელებას საბოლოოდ დაუჭერენ მხარს. სამაგიეროდ, სვანეთის მოსახლეობის უმეტესობის პოზიცია არ შეცვლილა. ადგილობრივების განცხადებით, ხუდონჰესის მშენებლობას პრინციპულად დაუპირისპირდებიან, რადგან მიცემული ფიცის გატეხვას არც ამჯერად აპირებენ.

მაკა ხარაზიშვილი
11.11.2015

მალე შავ ზღვაზე პორტების ბუმი იქნება. სპეციალისტებს კი უკვირთ, რისთვის შენდება ამდენი სანაოსნო, როდესაც სრული დატვირთვით არსებული პორტებიც კი ვერ მუშაობენ.

მარი ჩიტაია
11.11.2015

 ხუთ წელიწადში გაყინული ძროხის ხორცის იმპორტი 43%-ით, ღორის ხორცის იმპორტი კი 184,2%-ით გაიზარდა. ქვეყანა დაახლოებით 140 ათას ტონამდე ხორცს მოიხმარს. ამ მაჩვენებლების საპირისპიროდ, ხორცის წარმოება დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული.

მაკა ხარაზიშვილი
10.11.2015

 გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში მემკვიდრედ მის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს დატოვებს. სრულყოფილი, 7-წლიანი ვადით ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს 2017 წლამდე ვერ აირჩევენ. სპეციალისტები არჩილ მესტვირიშვილს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, პროფესიონალ ადამიანად ახასიათებენ, თუმცა, ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ იგი იქნება ქადაგიძის "ინტერესების" გამგრძელებელი.

ელზა წიკლაური
10.11.2015

ცოტა ხნის წინ 140 მლნ ლარით შემცირებული საბიუჯეტო ხარჯი ახლა 120 მლნ ლარით იზრდება. ფინანსთა მინისტრმა მთავრობას 2015 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირების თხოვნით უკვე მიმართა. ნოდარ ხადურმა მიზეზად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი და გადასახადების მობილიზების ტენდენცია დაასახელა. გაზრდილი ბიუჯეტიდან 96 მლნ ჯანდაცვის სამინისტროს დაემატება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×