ელზა წიკლაური
03.11.2015

 მოლდოვას ყოფილი პრემიერი, საბანკო "აფიორის" ბრალდებით, დააკავეს; ისლანდიაში, ფინანსურ კრიზისთან კავშირის გამო, 26 ბანკირი დააპატიმრეს; ორიოდე წლის წინ ამერიკის ფედერალური რეზერვებიდან რამდენიმე ტრილიონი დოლარი დაიკარგა, სულ ახლახანს კი "საქართველოს ბანკიდან" 10 მლნ გაქრა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საბანკო მაქინაციებისა, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი აფიორისგან არც განვითარებული და მით უფრო, არც განვითარებადი ქვეყნები დაცულები არ არიან. აუცილებელია, საქართველოში გამკაცრდეს უსაფრთხოების წესები და ამოქმედდეს მომხმარებელთა დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა.

მაკა ხარაზიშვილი
03.11.2015

ხაზინის მომსახურებაზე 563 სსიპ-ი და ააიპ-ია, რომელთა ჯამური შემოსავალი 800 მილიონამდეა. ახალი წლიდან, ხაზინის ანგარიშზე გადასული სსიპ-ებისა და ააიპ-ის რაოდენობა 1200-ს მიაღწევს. ამ მაჩვენებელში არ შედის, მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, სსიპ-ბისა და ა(ა)იპ-ების 2 ათასს აღწევს, მათი საერთო შემოსავალი კი მილიარდზე მეტია. სპეციალისტების განცხადებით, ეს არის გაუმჭვირვალე, მახინჯი სისტემა, რომელსაც ყველა ხელისუფლება კომფორტულად მოერგო.

მარი ჩიტაია
03.11.2015

 სარეკლამო ბაზარზე ისევ კლებაა. ამ მხრივ პრობლემა განსაკუთრებით ტელევიზიებში იგრძნობა, რადგან ამ სექტორს მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მომხმარებელი მოაკლდა. კომპანიების უმეტესობამ რადიოსა და ბეჭდურ მედიაში გადაინაცვლა, თუმცა სტაბილურ პარტნიორობას ვერც მათ უწევს, რადგან რეკლამის ხანგრძლივი პერიოდით განთავსება რეალურად ვერ ხერხდება.

მარი ჩიტაია
31.10.2015

 საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი დიდ გასაჭირშია. სპეციალისტების შეფასებით, სამეწარმეო სფეროში რისკი გაზრდილია, რასაც ახლადდარეგისტრირებული საწარმოების კლებაც ადასტურებს. 2015 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი რიცხვი 14%-ით შემცირდა და 3466 ერთეული შეადგინა.

მაკა ხარაზიშვილი
31.10.2015

წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე მეტი იქნება. სტატისტიკური მონაცემებით, 9 თვეში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 2,7%-ია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ივლისიდან ეს მაჩვენებელი მცირდება, წლის ბოლოს ეკონომიკის 2,5%-იან ზრდას უნდა ველოდეთ.

მარი ჩიტაია
31.10.2015

 ხილისა და ყურძნის მასალაზე დამზადებული სპირტიანი სასმელი 10%-ის ფარგლებში გაიაფდება. მოსალოდნელი ცვლილება აქციზის გადასახადის შემცირებას უკავშირდება, რომელიც მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ ამ ტიპის სასმელების სეგმენტისთვის დააწესა. მიღებული გადაწყვეტილებით, აქციზის გადასახადი დაახლოებით 35%-ით შემცირდება.

ელზა წიკლაური
30.10.2015

 "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" ვეღარ გაერთიანდებიან. კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ მათი შერწყმის საკითხი დროებით შეაჩერა. "კავკასუს ონლაინისა" და "მაგთიკომის" შესაძლო გაერთიანებაზე კი მარეგულირებელი კომისია 5 ნოემბერს იმსჯელებს, აღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა სწორედ ამ დღეს გაიმართება.

მარიამ აფციაური
30.10.2015

სპეციალისტები და ქართული ავიაკომპანიების ნაწილი ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებას მხარს უჭერს. მათი აზრით, მსგავსი ცვლილება ბიზნესის განვითარებას, ავიაბილეთების გაიაფებას შეუწყობს ხელს. ექსპერტთა ნაწილი კანონპროექტს უარყოფითად აფასებს და მიაჩნიათ, რომ ეს ბიზნესის გასაყვლეფად კეთდება. მათივე განმარტებით, მსგავსი რეგულაცია ბიზნესს შეაფერხებს, რაც საქართველოში ისედაც მძიმე ეკონომიკურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.

მაკა ხარაზიშვილი
29.10.2015

 მთავრობა რუსული გაზის იმპორტის პარალელურად, ირანული გაზის დაბევებაზეც იწყებს ფიქრს. რამდენად საინტერესოა ირანისთვის საქართველოს ბაზარი, ეს სხვა საკითხია, თანაც, ირანული გაზის საქართველოში ტრანსპორტირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არ არის. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ბუნებრივი აირის ფასს უკავშირდება. ამჟამად 1000 კბ/მ აზერბაიჯანული (კომერციული) გაზის ფასი 240 დოლარია, რუსულის - 200 დოლარი, ხოლო ირანულის - 400 დოლარი.

მაკა ხარაზიშვილი
28.10.2015

 ერთ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 85,3 მილიონი ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა პროცენტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა. საბანკო სფეროს სპეციალისტთა აზრით, ბანკების რეკორდული მოგება პირდაპირ უკავშირდება ლარის გაუფასურებას.

მარი ჩიტაია
28.10.2015

სავალუტო რყევის გამო იმპორტიორებს შემოტანილ პროდუქტზე ფასის შენარჩუნება უჭირთ. ისინი შიშობენ, რომ ლარის არასტაბილურობა მათ ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს. არ არის გამორიცხული, ფასის გადახედვაც დასჭირდეთ. ლარის კიდევ 2-3 პუნქტით გაუფასურების შემთხვევაში კი პროდუქტის გაძვირება მოუწევთ.

ელზა წიკლაური
28.10.2015

 რუსული გაზის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. საკითხი როგორც მოსკოვში და თბილისში, ასევე ბაქოშიც აქტუალობას არ კარგავს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი "გაზპრომის" ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ შეხვდა და რუსული აირის მოცულობის გაზრდაზე და კომერციული გაზის მოწოდებაზე ესაუბრა. "სოკარი" ამ ურთიერთობაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ "საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში არავითარი პრობლემა არ არსებობს".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×