მაკა ხარაზიშვილი 15.10.2015
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების ვადამ ისევ გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, რკინიგზა ექსპლუატაციაში ამჯერად 2016 წლის ბოლოსთვის უნდა შევიდეს.
|
მარიამ აფციაური 15.10.2015
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქტომბრის ბოლოს ახალ ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. როგორც "რეზონანსს" ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, ასეთი აქტიურობა, ზამთრის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. თავად სპეციალისტები კი საკითხს სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომა საკმარისი არ არის. მათი აზრით, საჭიროა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაჩქარება. ასევე, აუცილებელია ბაზრის კვლევა იმის გასარკვევად, თუ რამდენად სწორად იხარჯება ბიუჯეტიდან თანხა.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.10.2015
ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინვესტორი ჯერ კიდევ ვერ შეირჩა. ეკონომიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება, თუმცა ჯერ კიდევ პირი არ უჩანს. საბოლოო ვადა მშენებელი კომპანიის გამოსავლენად სექტემბრის ბოლომდე იყო განსაზღვრული.
|
მარი ჩიტაია 14.10.2015
ქართველ ბიზნესმენთა ინფორმაციით, წლის პირველი ორი კვარტალი უკრაინასა და რუსეთში განსაკუთრებით პრობლემური იყო. მსხვილ კომპანიებში ექსპორტი თითქმის განახევრდა, თუმცა ზაფხულიდან მდგომარეობა ცოტათი გამოსწორდა, რასაც კომპანიებმა დამატებითი აქტივობით მიაღწიეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.10.2015
ლარის კურსი გამყარებას იწყებს. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და საგარეო ფაქტორები მხოლოდ დადებითი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ისინი მოსახლეობას ურჩევენ, რომ არსებული ვითარებაში დანაზოგი ლარში გააკეთონ და არა-დოლარში.
|
ელზა წიკლაური 13.10.2015
საქართველოს ბიუჯეტის 1/3-ზე მეტი ხელფასებს, პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს ხმარდება. 2016 წლის 9,9 მლრდ-იანი ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო გასაცემლების ამ კომპონეტზე თითქმის 3,6 მლრდ ლარია გათვალისწინებული. იმის გამო, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე წლებია სოციალურად ორიენტირებულია, ეკონომისტები ბიუჯეტიდან აღნიშნულ მიმართულებებზე გასაცემი თანხის ასეთ დიდ მოცულობაში უცნაურს ვერაფერს ხედავენ. უბრალოდ, მთავრობამ ბიუჯეტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს, რათა სოციალური გასაცემლებისთვის ყოველთვის მუდმივი წყარო ჰქონდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.10.2015
ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძესა და "გაზპრომის" წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოში, შესაძლოა, რუსული გაზის იმპორტი დაიწყოს. აქტიურად განიხილება ირანიდან გაზის ტრანზიტის საკითხიც. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს გაზის მიღების 5 დივერსიფიცირებული წყარო ექნება - პირდაპირი შესყიდვა "გაზპრომიდან" და "სოკარიდან", ამას დაემატება "შაჰ-დენიზის", რუსეთიდან სომხეთში და ირანიდან ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზი. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი საქართველოსთვის ოკუპანტი და აგრესორი ქვეყანაა, საზოგადობის ნაწილი არსებულ მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.10.2015
გაისად საქართველოს მთავრობა 1,07 მილიარდ საგარეო ვალს აიღებს, ხოლო 640 მილიონ ლარს გაისტუმრებს. ვალების მოცულობა ლარის კურსის 2,4-იან ნიშნულზეა გაანგარიშებული. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ლარის დევალვაციასთან ერთად, საგარეო ვალების მოცულობაც იმატებს და მათი მომსახურებისთვის სამინისტროს უფრო მეტი თანხის მობილიზება სჭირდება.
|
ელზა წიკლაური 09.10.2015
სირიის მოვლენებმა, შესაძლოა, რუსულ-თურქული პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოს. რუსეთის ავიაციის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღევას ანკარაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, პრეზიდენტი ერდოღანი მოსკოვს გაზის შესყიდვის შეწყვეტით დაემუქრა. მოსკოვში კი იმედოვნებენ, რომ უთანხმოება მალე ჩაივლის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაც "დასახული გეგმის" მიხედვით გაგრძელდება.
|
მარი ჩიტაია 09.10.2015
თუვზისა და თევზპროდუქტების რეალიზაცია მკაცრად გაკონტროლდება. მთავრობამ უკვე შეიმუშავა ახალი რეგულაცია, რომელიც ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე გავრცელდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თევზის რეალიზაციის მხრივ სერიოზული პრობლემებია და ახალი რეგულაციის შემოღება აქამდეც აუცილებელი იყო.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.10.2015
ბოლო 10 წელიწადში საჯარო უწყებებში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 1,1 მილიარდი ლარით გაიზარდა. არადა, ამ პერიოდის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, დასაქმების მაჩვენებელი, სიღარიბის დონე. შესაბამისად, საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის მაჩვენებელი ქვეყნის განვითარების დონეს საერთოდ აცდენილია.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.10.2015
2016 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ 6 სახეობა დარჩება. თანაც, ეს ისეთი კატეგორიებია, რომელთა ადმინისტრირება და პროგნოზირება ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც რთულია. ამიტომ, გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ თვითმმართველობების დეცენტრალიზაცია ეფექტურად ვერ ხორციელდება და მთავრობის მიზანი ცენტრალური ბიუჯეტის შევსებაა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|