მაკა ხარაზიშვილი
29.09.2015

წლის ბოლოს ინფლაციის ხარჯზე სახელმწიფო ბიუჯეტი, დამატებით, 250 მილიონ ლარს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა შემცირდა, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა წარმატებით სრულდება. ცნობილი ფაქტია, რომ ინფლაციური პროცესებით საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება და ამას ოლივერ-ტანცის ეფექტს უწოდებენ.

მაკა ხარაზიშვილი
29.09.2015

"სასოფლო-სამეურნეო მიწების" შესახებ კანონს პარლამენტი ოქტომბრის ბოლომდე მიიღებს. ამ დროისთვის, კვლავ გაჩერებულია სახელმწიფოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია. ამიტომაც, მიწების ყიდვა არა მარტო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც შეუძლებელი ხდება.

მარი ჩიტაია
29.09.2015

 თაფლის წარმოებამ იკლო, შემცირდა მოთხოვნაც, მაგრამ გაიზარდა ფასი. ყველაზე ტკბილი პროდუქტის მწარმოებლები "რეზონანსთან" საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც დღეს მეფუტკრეობის დარგშია.

მაკა ხარაზიშვილი
26.09.2015

დოლარში გაცემული სესხების მოცულობა მკვეთრად იზრდება. ლარის გაუფასურების ფონზე ბანკები კრედიტებს დოლარში ისევ უხხვად არიგებენ. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზეა. ეროვნული ბანკი კი არ ასრულებს სავალუტო ფონდის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების წილის ზრდას ითვალისწინებს.

მარი ჩიტაია
26.09.2015

 რამდენიმე დღეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურობას ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარი 2.3854 ლარი ღირს. სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული უკვე იპოვა, ნაწილი კი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობს. ოპტიმისტურადაა განწყობილი მთავრობაც.

მარი ჩიტაია
26.09.2015

 ზამთრამდე ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტულით ჩანაცვლების საჭიროება დადგება. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გლეხები მოსავლის სიმცირეზე საუბრობენ. ისინი ფიქრობენ, რომ არსებული მარაგი 2-3 თვესაც არ ეყოფათ.

მაკა ხარაზიშვილი
25.09.2015

 ხაზინაში თავისუფალი ნაშთის ოდენობის ახალი რეკორდი დამყარდა. ფინანსთა სამინისტროს, ამ დროისთვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე 896 მილიონი ლარი აქვს მობილიზებული და ეს თანხა წლის ბოლოსთვის 1,140 მილიარდ ლარს გაადააჭარბებს. ეკონომისტების შეფასებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში გაირღვევა.

მაკა ხარაზიშვილი
24.09.2015

 საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გაუქმების საკითხი მინიმუმ 3-4 თვეში გადაწყდება. საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" სარჩელი უკვე შევიდა. ახლა განმწესრიგებელი სხდომა უნდა გაიმართოს, რომელიც სარჩელის არსებით განხილვაზე იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა ლარის კატასტროფული გაუფასურების შემდეგ გადაწყდა.

მარი ჩიტაია
24.09.2015

ლარის ერთბაშად გამყარებამ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს პროდუქტის გაძვირება გადააფიქრებინა. მათი უმეტესობა აღიარებს, რომ ჯერჯერობით საფასო პოლიტიკას არ შეცვლიან, რა თქმა უნდა, კურსის სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში. ერთხელ უკვე გაძვირებული პროდუქტის გაიაფებას კი დიდი დრო დასჭირდება.

მაკა ხარაზიშვილი
23.09.2015

 გუშინ, სავალუტო ბაზარზე მორიგი უცნაურობა გათამაშდა. კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზებული 40-მილიონიანი ინტერვენციის ათვისებაზე უარი განაცხადეს. ლარის კურსმა კი დიდი სისწრაფით დაიწყო გამყარება. ეს ხდება მაშინ, როდესაც მუდმივად გვესმის, რომ სავალუტო შემოდინება შემცირებულია, დოლარზე აჟიოტაჟური მოთხოვნაა.

მარი ჩიტაია
23.09.2015

 რეგიონებში სიმინდის მოსავალი განახევრდა, რაც ფასზე მეყსეულად აისახა. სამომხმარებლო ბაზრებსა და წისქვილებში 1 ფუთი სიმინდის ღირებულებამ 23 ლარს მიაღწია. ხალხს პრობლემა აქვს პროდუქტის მარაგთან დაკავშირებითაც და თითქმის განუწვეტლივ უწევს სიმინდის ყიდვა.

მაკა ხარაზიშვილი
22.09.2015

 რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ვალუტა 20 წლის გახდება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს საიუბილეო თარიღის აღნიშვნის განწყობა დღეს, ალბათ, არავის აქვს. ამ პერიოდში ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გაუფასურების კატასტროფულ მაჩვენებელს - 2,449 ლარს მიაღწია, ანუ 100%-ით გაუფასურდა, ხოლო 20-წლიან პერიოდში მისი მსყიდველობითი უნარი ოთხჯერ შემცირდა. მაგალითად, აშშ-ში დოლარის მსყიდველუნარიანობის 4-ჯერ შემცირებას 41 წელი დასჭირდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×