ელზა წიკლაური
08.09.2015

ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა უკვე სერიოზულ ეჭვს ბადებს. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა, როდესაც სებ-მა დოლართან მიმართებაში ლარის შეუსაბამო კურსი დაადგინა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გუშინაც დაფიქსირდა. მართალია, სებ-ს ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესში განმარტებული აქვს თუ როდის არ ცვლის კურსს, თუმცა სპეციალისტები ამას არასაკმარისად მიინჩევენ.

მარი ჩიტაია
08.09.2015

 ქართველი მეცხვარეების რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მთავრობა ამ დარგითაც დაინტერესდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო წვრილფეხა საქონლის, მათ შორის, ცხვრის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესისთვის ემზადება. მეცხვარეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო და პროექტში ბევრი ხარვეზი შეიმჩნევა.

მარი ჩიტაია
08.09.2015

 ფასების ზრდის ტენდენციას, რაც საზოგადოებრივი მომსახურების სხვადასხვა სეგმენტში შეიმჩნევა, არც სადაზღვევო კომპანიები ჩამორჩნენ. სადაზღვევო მომსახურება, სულ მცირე, 15-20%-ით გაძვირდა. მართალია, სულ რამდენიმე თვის წინათ დაზღვევის კერძო კომპანიებში მოქალაქეებს 6-8-ლარიან სერვისს ჰპირდებოდნენ, დღესდღეობით 15-20 ლარზე ნაკლები ტარიფი არც ერთ მათგანს არ მოეპოვება.

მარი ჩიტაია
05.09.2015

 დასავლეთ საქართველოში თხილი ერთბაშად 2,5-3 ლარით გაიაფდა. ზუგდიდში მდებარე თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ ბაზარზე ნასაყიდი პროდუქტი ერთბაშად გამოჩნდა და ეს პროცესი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ახალ თხილს გადამამუშავებელი ქარხნები 5-5,50 ლარის ფარგლებში იბარებენ, როცა რამდენიმე დღის წინ 7,50 ლარი ღირდა.

მარი ჩიტაია
05.09.2015

 დენის გადასახადთან ერთად, საქართველოს მოსახლეობას ცხოვრებაც გაუძვირდება. თითქმის არ რჩება სამომხმარებლო ბაზრის ისეთი მიმართულება, სადაც გაძვირება არ იგეგმება. მეწარმეები პროდუქტებზე ფასის გაზრდისთვის უკვე ემზადებიან.

ელზა წიკლაური
05.09.2015

 ხუდონჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოში დარჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჰესის პროექტში ცვლილებები უახლოეს მომავალში შევა. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

მარი ჩიტაია
04.09.2015

  სემეკმა "თელასის" განაცხადი ელვის უსწრაფესად დააკმაყოფილა და თბილისის მოსახლეობას დენი გაუძვირა. საფეხურების მიხედვით, გადასახადი 3-4 თეთრით გაიზარდა და აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა. ელექტროენერგიის ახალი გადასახადი ოქტომბრის ქვითრებში აისახება.

ელზა წიკლაური
04.09.2015

ინფლაციამ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში ფასები 5,4%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 4 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლარის დევალვაციისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების ფონზე, ფასთა მატება მომავალშიც გაგრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელსაც კი მიაღწიოს. ამით კი ბოლო 4 წლის რეკორდი მოიხსნება.

მარი ჩიტაია
04.09.2015

 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ სტატისტიკამ, რომელიც ეკონომიკის ახალმა მინისტრმა დაასახელა, საზოგადოებას თავსატეხი გაუჩინა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში, 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 60 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება კი 1,3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

მარი ჩიტაია
03.09.2015

 რძე და რძის ნაწარმი 15-20%-ით გაძვირდა. მეწარმეების ინფორმაციით, ფასის ზრდა რეგულაციების შემოღებას უკავშირდება, რადგან ნატურალურ რძეზე მოთხოვნის ზრდამ წარმოებული პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. არადა, ახლა თითქმის ყველა პირობაა, რომ რძის პროდუქტების ფასი შენარჩუნებულიყო: სეზონი ჯერ კიდევ აქტიურია, წველადობაც მაღალია და საზამთროდ არც საქონლის საკვების ფასი გაზრდილი, პირიქით, შარშანდელთან შედარებით გაიაფდა კიდეც.

ელზა წიკლაური
03.09.2015

იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა წლის განმავლობაში "სოკარ ჯორჯია გაზმა" ორჯერ, "ყაზტრანსგაზმა" კი ერთხელ დააანონსა. მალევე საკუთარი გადაწყვეტილება ორივე კომპანიამ შეცვალა. წლის დასაწყისში "სოკარ გაზმა" ტარიფის ზრდა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც პრემიერმა მას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა. ამჯერადაც ტარიფის გაზრდა კომპანიამ სწორედ მთავრობის ჩარევით გადაიფიქრა. "სოკარში" განმარტებებს არ აკეთებენ, ენერგეტიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ "საქმის კურსში არ არიან".

მარიამ აფციაური
03.09.2015

საშინაო და საგარეო ფაქტორებმა სასტუმროები აზარალა. მათი ინფორმაციით, შარშანდელ ზაფხულთან შედარებით, წლეულს სტუმრების ნაკადი შემცირებული იყო. კერძო ბიზნესის წარმომადგენლები მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ. ამას ემატება გაზრდილი კონკურენცია, რაც ახალი სასტუმროების გახსნამ გამოიწვია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×