მაკა ხარაზიშვილი 25.08.2015
ლარი 16 წლის წინანდელ ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი 2,3640 ლარი ღირს. ასეთი კურსი ბოლოს 1999 წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც რუსეთში ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა. თუმცა, ეროვნული ბანკის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ კურსის სწრაფად დასტაბილურება მოახერხა და რამდენიმე თვეში დოლარის ღირებულება 2 ლარს ჩამოსცდა. ეკონომისტების განცხადებით, საერთაშორისო პროცესები, მათ შორის რუსული რუბლის გაუფასურება ქართულ ლარზე უარყოფით გავლენას ახლაც ახდენს, თუმცა დღეს საქართველოს ეკონომიკა გაცილებით დივერსიფიცირებულია და რუსეთზე ისე მჭიდროდ მიბმულიც აღარ არის. შესაბამისად, სპეციალისტების განმარტებით, ეროვნული ბანკი და მთავრობა თანმიმდევრულ, შეთანხმებულ პოლიტიკას რომ აწარმოებდნენ, ქვეყანა ლარის კატასტროფულ გაუფასურებას თავიდან აიცილებდა. გარდა ამისა, ეკონომისტები მთავრობას ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ არარეზიდენტი ბანკების მიერ დიდი რაოდენობით დოლარის შესყიდვის ფაქტებს, რომელიც ქვეყნის გარეთ გაედინება.
|
მარი ჩიტაია 25.08.2015
უალკოჰოლო სასმელების მარკირების თანხას შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს. ეს ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელი არ გაძვირდება. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ბიზნესმენებისთვის ფინანსთა მინისტრისგან გახდა ცნობილი და მაშინვე მორიგი უკმაყოფილების საბაბად იქცა.
|
მაკა ხარაზიშვილი 22.08.2015
ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის კინკლაობის ფონზე ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში უკვე 1,3336 ლარს მიაღწია. ეს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსია. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი ერთი დოლარი 2,35 ლარად იყიდება.
|
მარი ჩიტაია 22.08.2015
საგარეო სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს პოზიცია შესუსტდა. 2015 წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14%-ით ჩამორჩება. სპეციალისტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ქვეყანა ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებას შეძლებს. ეროვნული ვალუტის სტაბილურობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა, სამომხმარებლო ტარიფი ძვირდება და დიდად სახარბიელო არც საერთაშორისო ტენდენციებია, რაც მცირე ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლებზე უარყოფით ასახვას პოულობს.
|
მარი ჩიტაია 21.08.2015
კომერციულ ფართებზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის. პრობლემაა როგორც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე პერიფერიებშიც, სადაც კომერციული ფართის გაქირავება-გაყიდვა მინიმუმამდე შემცირდა. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა განახევრებულია. პრობლემის მიზეზად დილერები უძრავი ქონების მაღალ ფასს ასახელებენ.
|
ელზა პაპოშვილი 20.08.2015
ჩინური ტვირთი ევროპაში, შესაძლოა, რუსეთის გვერდის ავლით, "ახალი აბრეშუმის გზით" შევიდეს. როგორც ჩინური მედია წერს, საექსპორტო პროდუქციით დატვირთული პირველი სატესტო მატარებელი ჩინეთიდან ყაზახეთის გავლით ბაქოში უკვე ჩავიდა. მეორე მატარებელი კი სექტემბერში აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარს გადაკვეთს და თურქეთში ჩავა.
|
მარი ჩიტაია 20.08.2015
ქართულ ბიზნესში არსებულ ვითარებას ქვეყნის პრემიერი და ბიზნესსექტორი განსხვავებულად აფასებენ. პრემიერი თვლის, რომ საქართველოში ბიზნესი, საუკეთესო პირობების მიუხედავადაც, პასიურია. ღარიბაშვილი ქართველი მეწარმეების მიღწევებით აშკარად უკმაყოფილოა, რასაც ბიზნესსექტორში არ იზიარებენ.
|
მარიამ აფციაური 20.08.2015
ავიაკომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, ყველაზე დატვირთული მუშაობა ზაფხულშია, სწორედ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბილეთზე ფასი ცხელ სეზონზე განსაკუთრებით მაღალია. როგორც "რეზონანსს" ავიაკომპანიებში განუცხადეს, მგზავრობა ყველაზე ძვირი აგვისტოში ჯდება.
|
მარიამ აფციაური 20.08.2015
წლევანდელ ზაფხულის სეზონზე შიდა ავიამომისვლა აქტიურ ფაზაში შედის. მოთხოვნა და ამასთანავე მიწოდებაც გააქტიურებულია. დაემატა ახალი აეროდრომები. ავიაკომპანიებმა, მათ შორის ეროვნულმა ავიალაინერმა, გაზარდა შიდა რეისების სიხშირე. ამასთან, მოიმატა მგზავრთა ნაკადმაც. მოთხოვნა ყველა მიმართულებით გაზრდილია, თუმცა მგზავრთა აქტიურობით ბათუმი გამოირჩევა, რადგან აჭარის მიმართ ტურისტების ინტერესი ცხელ სეზონზე განსაკუთრებით მაღალია. ამაზე მეტყველებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებიც. ჯერ მარტო მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აჭარაში 38 ათას 546 ვიზიტორი იმყოფებოდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 19.08.2015
ქართული ატამი რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის. თუმცა ოპერატიული მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა შარშანდელთან შედარებით არ გაზრდილა. მიუხედავად ამისა, წელს ატმის ფასმა რეკორდი მოხსნა. ამ ფაქტს, კახელი ფერმერები შემცირებული მოსავლითა და დიდი მოთხოვნით ხსნიან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი კარგი ხარისხით.
|
ელზა წიკლაური 18.08.2015
იმპორტირებულ პროდუქციაზე დღეს არსებული ფასის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ეროვნული ვალუტა 2,20-2,25-ის ფარგლებში იმერყევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მსხვილი იმპორტიორები აცხადებენ, ბაზარზე პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება. ეროვნული ვალუტის კურსი 2,25-ის ნიშნულს უკვე რამდენიმე დღეა ასცდა, თუმცა იმპორტიორები იძულებულები არიან, რომ შემცირებული მოთხოვნის ფონზე, ფასები არ გაზარდონ. შემოდგომიდან კი არსებული ფასის შენარჩუნება პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება.
|
მაკა ხარაზიშვილი 18.08.2015
ერთ წელიწადში კომერციული ბანკების ვალი 162 მილიონ დოლარით გაიზარა. ზოგადად, მთლიანმა საგარეო ვალმა 13 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეკონომისტები ამ პროცესში საგანგაშოს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ქვეყნის საგარეო ვალს, კომერციული ბანკების ვალთან ერთად, სახიფათო ნიშნულამდე არ მიუღწევია.
|
|