მაკა ხარაზიშვილი
15.09.2015

 მოსახლეობას ეროვნული ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებას ეშმაკურად აგუებენ. 2-3 კვირაში ერთხელ ლარი ნახტომისებურად უფასურდება, შემდეგ ცოტათი გამყარდება და რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცვა-ხოხვით ისევ წინასწარ შერჩეულ ნიშნულამდე ადის. კურსი გარკვეული დროით ამ დონეზე ჩერდება და შემდეგ პროცესი მეორდება. ამ მეთოდით ზახულის განმავლობაში ლარის კურსი 2.24-დან 2,42-მდე გაუფასურდა. პროცესი არ შენელებულა, ამიტომ ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2,6-ის დამანგრეველ ზღვარს გადასცდეს.

მარი ჩიტაია
15.09.2015

 მსოფლიოში საკვები დიდი სისწრაფით იაფდება. საპირისპირო ტენდენციაა საქართველოში. დოლარის კურსის გამო, ჩვენთან საფასო დინამიკა ყირაზეა. სურსათის ყველა სეგმენტში სიძვირეა, განსაკუთრებით კი, იმპორტული პროდუქციის მიმართულებით, რომლის შესასყიდადაც ბიზნესმენებისთვის, წესით, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია.

ეკატერინე ბასილაია
12.09.2015

 რას მოუტანს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზრის მქონე, 1.3-მილიარდიან ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს? პეკინში ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ნიშნავს უარმაზარ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისთვის.

მაკა ხარაზიშვილი
12.09.2015

2015 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა 40 მილიონი დოლარით მოიმატა, თუმცა დეკემბერთან შედარებით, 17 მილიონი დოლარით არის შემცირებული. განსაკუთრებით გაზრდილია ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი და 13,4 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

მარი ჩიტაია
12.09.2015

 სამშენებლო კოდექსის საბოლოო ვარიანტი მზადაა. სპეციალისტების შეჯერების შემდეგ პროექტი განსახილველად მთავრობის ადმინისტრაციას გადაეგზავნა. სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს კანონის აღსრულება აფიქრებთ. ისინი შიშობენ, რომ ახალი კადრების შერჩევა პოლიტიკური ნიშნით არ მოხდეს.

მაკა ხარაზიშვილი
11.09.2015

 მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად უმჯობესდება, ეროვნული ვალუტა კი თვალდავალ ეცემა. სავალუტო სპეკულაციების შედეგი სახეზეა. სპეციალისტების განცხადებით, არსებულ სიტუაციაში ლარის გადარჩენის ბერკეტები მხოლოდ ეროვნულ ბანკს გააჩნია, თუმცა სებ-ის პოლიტიკა ლარის კურსზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს.

მაკა ხარაზიშვილი
10.09.2015

 ბოლო რამდენიმე თვეა ქვებანაში უცხოური ინვესტიციები, ტურისტული ნაკადი გაიზარდა, ექსპორტის ვარდნა მცირდება, საგადასახდელო ბალანსი უმჯობესდება, ლარს კი საშველი არა და არ დაადგა. ამიტომაც ხალხში, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხელისუფლებისადმი ნდობა სულ უფრო და უფრო ეცემა.

მაკა ხარაზიშვილი
10.09.2015

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე-2 კვარტალში ქვეყანამ ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია მიიღო - 355 მილიონი დოლარი. საერთო ჯამში, წლის საინვესტიციო მონაგარი 530 მილიონ დოლარს გაუტოლდა. საზოგადოების ნაწილი სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს ეჭვის თვალით უყურებს, ვინაიდან ინვესტიციური წინსვლა ეროვნული ვალუტის სტაბილურობას არ დასტყობია. ხელისუფლება კი წლის ბოლოს 1,2 მილიარდ დოლარს ელოდება.

მარი ჩიტაია
10.09.2015

 ივლის-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ავტომობილები 5-10%-ით გაიაფდა, ხოლო რეალიზაცია 40-45%-ის ფარგლებში შემცირდა. ავტომობილების ბაზარზე არასახარბიელო ტენდენცია სავალუტო რყევას უკავშირდება. დილერები არ მალავენ, რომ ნაწილმა ფარხმალი დაყარა. მათი შეფასებით, ავტომობილების ჩამოყვანამ აზრი დაკარგა და მოგების ნაცვლად, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ.

მარიამ აფციაური
09.09.2015

 ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი კერძო და სახელმწიფო კომპანიების შემოწებას აგრძელებს. ახლო მომავალში ისინი მსხვილ კომპანიებსა და საწარმოებს მიადგებიან. ამ დრომდე შემოწმებულია 30 კომპანია, წლის ბოლომდე კი 150 კომპანიაა მიზანში. პროფკავშირები პროცესს არასაკმარისად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამას შრომის ინსპექციასთან საერთო არ აქვს. შედეგის მისაღებად კი სანქციების ამოქმედებაა საჭირო. მკაცრ მიდგომას და ჯარიმების დაწესებას არც კომპანიების ნაწილი ეწინააღმდეგება.

მარი ჩიტაია
09.09.2015

ბანკებმა კლიენტების მისაზიდად ახალი აგრესიული ტაქტიკა შეარჩიეს. რამდენადაც საფინანსო ინსტიტუტებმა კრედიტებზე ხელმისაწვდომობა გაართულეს, საბანკო სექტორის სამიზნე განვადების სერვისი გახდა, თანაც საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით. სპეციალისტთა აზრით, ბანკები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობის რეჟიმში გადადიან და თავის უშუალო ფუნქციას კარგავენ.

ელზა წიკლაური
08.09.2015

 ლარის დევალვაციის, გაძვირებული პროდუქტის, ენერგოტარიფებისა თუ სხვა მომსახურების გამო, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ყოველდღიურად მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ ფასების ზრდა არ შეჩერდა და ინფლაციის მაჩვენებელმა 10%-ს მიაღწია, მაშინ ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა ერთბაშად გაიზრდება. ეკონომისტების გათვლებით, ასეთ შემთხვევაში საშუალო ფენის 10-12% ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს საშუალო ფენა მოსახლოების 1/4-ს ჩამოცდება და დაახლოებით 1/6 იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×