გვანცა ღვედაშვილი
02.09.2015

 ირანს სურს ურმიის ნახევრად დამშრალი ტბის აღდგენა საქართველოდან მტკვრის, ხოლო სომხეთიდან სევანის ტბის წყლის ექსპორტის საშუალებით მოახდინოს.

ელზა წიკლაური
02.09.2015

 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობა შეჩერებულია. ამის მიზეზი კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან დაგეგმილ სამუშაოზე უარის თქმა გახდა. ანკარაში ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარდება. პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ბინალი ილდიმირი ირწმუნება, რომ თურქული მხარე "მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტის" შეჩერებას არ დაუშვებს.

ელზა წიკლაური
01.09.2015

 ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე დედაქალაქის მოსახლეობის 90%-ზე მეტი ენერგოვაუჩერისა და სუბსიდიის გარეშე დარჩება. თბილისის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახმარებას მხოლოდ სოცდაუცველები მიიღებენ, თუმცა კონკრეტულად, რომელი კატეგორია მოხვდება ამ სიაში, ჯერჯერობით უცნობია.

მაკა ხარაზიშვილი
01.09.2015

 ეკონომიკის სამინისტრომ ორი წლის განმავლობაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საქმიანობის საკითხის შესწავლას თავი ვერ მოაბა. არადა ინვესტიციების მოსაზიდად თიზ-ების განვითარება დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პროექტად განიხილება.

მარი ჩიტაია
01.09.2015

 ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები შეიცვლება, ოღონდ 4 თვის შემდეგ. მთავრობამ ახალი რეგლამენტის ამოქმედება გადაავადა და 1-ლი სექტემბრის ნაცვლად, იგი ახალი წლიდან შევა ძალაში. ცვლილება ხორბლის ფქვილის ბაზარზე განთავსების პირობებს, ხორბლის ფქვილისა და ბიზნესოპერატორის მიმართ ჰიგიენის მოთხოვნებს ეხება. ცოტა ადრე ტექნიკური რეგლამენტი რძის პროდუქტებზე, უფრო ადრე კი თაფლსა და თხილზე გავრცელდა.

მაკა ხარაზიშვილი
01.09.2015

 ბანკების ზედამხედველობის სააგენტოს შესაქმნელად პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კვირის ბოლომდე შეეცდება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ამ პროცესს მხარს არ დაუჭერს. "თავისუფალი დემოკრატები" კი ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ ჩივილს. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, ბანკების ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელებად ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე განიხილებიან.

მარი ჩიტაია
29.08.2015

 "რთველი 2015" ოფიციალურად მომავალ კვირას დაიწყება. კახელი გლეხების დახმარებას სახელმწიფო წელსაც ყურძნის სუბსიდიით ცდილობს. რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 10 საწარმო, რომელიც ყურძენს მიიღებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ აგვისტოს სტიქიის მიუხედავად, კარგი მოსავალია და ხელისუფლებას აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმაც ორგანიზებულად ჩაიაროს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, "მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნება".

ელზა წიკლაური
28.08.2015

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით ისევ პრეტენზიები ისმის. ნაცმოძრაობაში კვლავ ამტკიცებენ, რომ პროგრამას ფული არ ყოფნის და წლის ბოლოს ბენეფიციარებს ჯანდაცვაზე ხარჯის გაწევა საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. სერგეენკოს უწყებაში კი ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს და თუ მომავალში საყოველთა ჯანდაცვას ფული დააკლდა, პრობლემა არც დამატება გახდება.

მარი ჩიტაია
28.08.2015

კომერციული ბანკების მოგება ისევ მნიშვნელოვნად იზრდება. 2015 წლის იანვარი-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბანკების მოგება 31%-ით გაიზარდა. საბანკო სფეროს ექსპერტების შეფასებით, ლარის მერყეობამ საბანკო სექტორს დიდი მოგება მოუტანა. მართალია, საბოლოო შედეგის განსაზღვრისას გავლენა რამდენიმე სხვა ფაქტორმაც მოახდინა, თუმცა სავალუტო კურსს ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მაკა ხარაზიშვილი
27.08.2015

 წელს სტიქიისგან მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწევს. საქართველოში სტიქიური მოვლენები უცხო არ არის, მაგრამ წლევანდელი წელი მასშტაბით გამოირჩევა. ჯერ სამეგრელოში ქარიშხალმა თხილის პლანტაციების ნაწილი გაანადგურა და მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. შემდეგ იყო თბილისის სტიქია, მოგვიანებით შიდა ქართლში მოსულმა სეტყვამ დააზიანა ხეხილის ბაღები, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა პომიდვრის მოსავალი. ახლახან კახეთში ანომალიურმა სეტყვამ მიწასთან გაასწორა ყვარელი, ასევე დაისეტყვა ლაგოდეხი და ახმეტა. ზვავი ჩამოწვა თუშეთსა და რაჭაში. გუშინ კი შავი ზღვის სანაპიროს წყალდიდობა დაატყდა თავს.

მარი ჩიტაია
27.08.2015

სექტემბრიდან საქართველოში კვერცხი გაძვირდება. პროდუქტის საბითუმო ფასი დაახლოებით 1,5-2 თეთრის ფარგლებში მოიმატებს, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება 33-35 თეთრს მიაღწევს. მეფრინველეობის ქარხნების წარმომადგენლები მოსალოდნელ ცვლილებას დოლარის კურსს უკავშირებენ და ამბობენ, რომ სავალუტო კრიზისის გამო წარმოების შენარჩუნება უჭირთ.

მაკა ხარაზიშვილი
26.08.2015

 კახეთში რთველი იწყება. გუშინ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა. შტაბს წარმომადგენლობა ექნება გურჯაანშიც. რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო წელს ყურძენზე მოთხოვნა შემცირდება. თუმცა მთავრობას იმედი აქვს, რომ გლეხებს მოსავლის ჩაბარების პრობლემა არ ექნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×