ელზა წიკლაური
11.08.2015

2013 წელს საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 6,5% იყო, 2014-ში - 9,6%, 2015 წლის იანვარ-ივნისში - 6,5%. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს მორიგ ემბარგოს დაუწესებს, საქართველოს დაახლოებით 280 მლნ დოლარის საექსპორტო დანაკარგი ექნება. სპეციალისტები თვლიან, რომ ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის, განსაკუთრებით ეს იმ ცალკეულ კომპანიებს დააზარალებს, რომლებიც მხოლოდ რუსულ ბაზარზე არიან ორიენტიებულნი.

ელზა წიკლაური
11.08.2015

 2013 წელს საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 6,5% იყო, 2014-ში - 9,6%, 2015 წლის იანვარ-ივნისში - 6,5%. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს მორიგ ემბარგოს დაუწესებს, საქართველოს დაახლოებით 280 მლნ დოლარის საექსპორტო დანაკარგი ექნება. სპეციალისტები თვლიან, რომ ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის, განსაკუთრებით ეს იმ ცალკეულ კომპანიებს დააზარალებს, რომლებიც მხოლოდ რუსულ ბაზარზე არიან ორიენტიებულნი.

მაკა ხარაზიშვილი
11.08.2015

 მთავრობამ ვერ გარისკა და წელსაც ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. კონკრეტულ ტარიფებზე სამინისტროს განცხადებას დღეს გააკეთებს. სუბსიდირების მიზეზი, ქვეყნის მთავარ საექსპორტო ბაზარზე რუსეთში ექსპორტის შემცირება გახდა. ღვინის კომპანიებში აცხადებენ, რომ მათ საკმაოდ დიდი რაოდენობის გაუყიდავი ღვინო დარჩათ, შესაბამისად, წელს ყურძენზე შედარებით დაბალი მოთხოვნა იქნება.

ელზა წიკლაური
11.08.2015

საქართველოს მოსახლეობას მძიმე შემოდგომა, შესაძლოა, ნაადრევად დაუდგეს. ლარის კურსის ვარდნის კვალდაკვალ პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტი ნელ-ნელა უკვე ძვირდება. ინფლაციის დონემაც მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 5%-ს მიაღწია. აგვისტოს მიწურულს პროდუქტზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, შემოდგომას ქვეყანა უკვე უჩვეულოდ მაღალი ფასებით შეხვდება. ამ პროცესების შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს, მთავრობასთან ერთად, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუმცა არც ერთი დევალვაციისა და ინფლაციის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს.

მაკა ხარაზიშვილი
08.08.2015

 ენერგეტიკის სამინისტრომ რამდენიმე ჰესის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მშენებელი კომპანიების ვინაობა შემოდგომაზე გაირკვევა. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში, მშენებლობები 700 მეგავატამდე სიმძლავრეებზე მიმდინარეობს.

მაკა ხარაზიშვილი
08.08.2015

 სახელმწიფო ტენდერებში დარღვევები ამჯერად კონკურენციის სააგენტომ აღმოაჩინა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში საჭირო ტექნიკის შესაძენად სატენდერო პირობები ერთ კომპანიაზე იყო მორგებული. შესაბამისად, სხვა კომპანიები, რომლებიც კონკრეტულ სერვისში უფრო დაბალ ფასს ითხოვდნენ, "თამაშგარე" მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თვითმმართველობის ბიუჯეტმა კი იზარალა.

ელზა წიკლაური
07.08.2015

 ბოლო 4 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 3 პუნქტით დაეცა. ეს მაშინ, როცა ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და წინა თვეებთან შედარებით მოიმატა ექსპორტის მაჩვენებელმაც. სპეციალისტები და მთავრობის წევრები ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ და კვლავ სპეკულაციაზე საუბრობენ. პოლიტიკოსები საბოტაჟზეც ამახვილებენ ყურადღებას და შემოდგომაზე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ.

მაკა ხარაზიშვილი
07.08.2015

 რეგიონებში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პროცესი გრძელდება და მალე გაძვირებული პური დედაქალაქის მაღაზიების დახლებზეც გამოჩნდება. მეპურეები გაძვირებას ფქვილზე ფასის მატებით ხსნიან, ფქვილის მწარმოებლები კი აცხადებენ, რომ ეს პროდუქტი ისე არ გაძვირებულა, რომ პურზე ფასი გაეზარდა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაუფასურებულ ლარს ბრალდება. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მოყვანილი ხორბლის მხოლოდ 20-25%-ია სასურსათოდ გამოსადეგარი და ქვეყანა დიდწილად ისევ სხვა ქვეყანაში მოყვანილი მარცვლეულის იმედადაა.

ელზა წიკლაური
06.08.2015

 რუსეთი, ანტირუსულ სანქციებზე მიერთების გამო, საქართველოსა და ევროპის კიდევ 6 ქვეყანას ემბარგოთი ემუქრება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კრემლში ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთეს და დასძინეს, რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ "ქვეყნების სიის დაზუსტება" მიმდინარეობს. მოსკოვში უკვე დაიწუნეს ქართული ალკოჰოლური სასმელები და მეღვინეები "ტექნოლოგიების სისტემატურად დარღვევაში" დაადანაშაულეს. "როსპოტრებნადზორში" ამტკიცებენ, რომ საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ნაწილი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნას არ შეესაბამება.

მაკა ხარაზიშვილი
06.08.2015

ბოლო 2 დღის განმავლობაში ლარი დიდი სისწრაფით უფასურდება. ეროვნულ ბანკში, როგორც ყოველთვის, არც ახლა გაუკეთებიათ კომენტარი, თუ რამ განაპირობა დოლარზე ასეთი დიდი მოთხოვნა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ტურისტული პიკია და, წესით, დომინანტურ მდგომარეობაში ეროვნული ვალუტა უნდა იყოს. ლარის ასეთი მკვეთრი გაუფასურების გამო საზოგადოება შფოთავს, მაგრამ რაიმე განმარტების გაკეთება არც ხელისუფლებიდან უცდია ვინმეს.

მარიამ ხიდაშელი
06.08.2015

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თანხა არ ყოფნის. პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ დამატებითი სახსრებისთვის ფინანსთა სამინისტროს მიმართონ. დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძის მტკიცებით, პროგრამა წარმატებით ხორციელდება და მის გაჩერებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

მაკა ხარაზიშვილი
05.08.2015

პირველი სექტემბრიდან ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი შევა ძალაში. სპეციალისტების განცხადებით, ეს ბაზარი უკონტროლოა. არის შემთხვევები, როდესაც ტომარაზე მითითებული ეტიკეტი შიგ მოთავსებული ფქვილის ხარისხს საერთოდ არ შეესაბამება და მოსახლეობა მოტყუებული რჩება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×