მარიკა გოგოხია
21.07.2015

კონკურენციის სააგენტო ნავთობკომპანიების შემდეგ, დიდი ალბათობით, ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდება. შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი ეჭვი სწორედ ამ დარგის მიმართ არსებობს. ნებისმიერ მომხმარებელს მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს, რასაც სპეციალისტები ბაზარზე მაღალი მონოპოლიით ხსნიან.

ელზა წიკლაური
21.07.2015

 საბერძნეთმა ვალების დაფარვის პროცედურა დაიწყო, ქვეყანამ სავალუტო ფონდს 2 მილიარდი ევრო უკვე გადაურიცხა. გუშინ ქვეყანაში მოქმედი ყველა ბანკი გაიხსნა, თუმცა ბანკომატიდან თანხის განაღდებისას კვლავ გარკვეული ლიმიტია დაწესებული. შეზღუდვაა საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებითაც.

მარი ჩიტაია
18.07.2015

 რძის პროდუქტების ეტიკეტირების წესების გამკაცრება საწარმოებში თვითღირებულების ხარჯს გაზრდის, სამაგიეროდ მომხმარებელს ფალსიფიცირებული პროდუქტისგან დაიცავს. არ არის გამორიცხული, საკანონმდებლო ცვლილებამ ნატურალური პროდუქტების გაძვირება გამოიწვიოს - ასეთია სპეციალისტების პირველი შეფასება, რომელიც რძის პროდუქტებთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეეხება.

მარი ჩიტაია
18.07.2015

 ძველი თბილისის ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" გრანდიოზული პროექტისთვის სამზადისს შეუდგნენ და სამშენებლო პროცესიც დაიწყო. საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისუფლების მოედანზე პროექტის პირველი სამუშაოები ტარდება. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი ლარია.

ელზა წიკლაური
17.07.2015

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან ორი წლის თავზე სახელმწიფო პროგრამით უკვე 1 397 163 შემთხვევა დაფინანსდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში დღეში, საშუალოდ, 2000-ზე მეტი ბენეფიციარის მომსახურება უხდებათ. სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა განსაკუთრებით ბოლო თვეებში გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამას მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდით ხსნიან და ამბობენ, რომ დღემდე დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა.

მარი ჩიტაია
17.07.2015

სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის შეგროვილი თანხის რაოდენობამ 24 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან 10 მლნ ლარზე მეტი ფონდმა "ქართუმ" გადარიცხა, რაც დაზარალებული ოჯახების დახმარებას მოხმარდება. დედაქალაქისთვის მიყენებული ზარალის საერთო ოდენობამ კი 200 მლნ ლარს გადააჭარბა.

ელზა წიკლაური
17.07.2015

 საბანკო ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად ძალიან მალე ჩამოყალიბდება. გუშინ პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გათვალისწინებულია.

მარი ჩიტაია
16.07.2015

 კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და დააჯარიმა კიდეც. კომპანიების ხელმძღვანელებს უწყების ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ მიუღიათ. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება მათთვის გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც არსებული დოკუმენტების სარეზოლუციო ნაწილს გაეცნობიან, ნავთობკომპანიები სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ელზა წიკლაური
16.07.2015

რამდენიმე დღეში სემეკი ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს. კომპანია 22 ივლისს ჯერ თბოსადგურების, ხოლო მეორე დღესვე კი "ენერგო პრო ჯორჯიას" ტარიფებს დაადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორივე კომპანიის განაცხადი სწორედ ტარიფის ზრდას ეხება, გამორიცხული არ არის, რომ უკვე ერთ კვირაში სამომხმარებლო ბაზარზე ელექტროენერგია გაძვირდეს.

ელზა წიკლაური
16.07.2015

 რამდენიმეკვირიანი სტაბილურობის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელად ისევ გაუფასურება დაიწყო. ოფიციალური კურსით დღეს ერთი დოლარი უკვე 2,2697 ლარი ეღირება. არადა სულ რაღაც ორიოდე დღის წინათ ლარიდოლართან მიმართებაში 2,24-ის ნიშნულზე იყო დაბალანსებული. ეკონომისტები ლარის ერთბაშად ვარდნას, ერთი მხრივ, ქვეყნიდან სავალუტო ნაკადის გადინებას და, მეორე მხრივ, რეფინანსირების სესხების (ამჯერად ერთდღიანი) ზრდას უკავშირებენ.

მარი ჩიტაია
16.07.2015

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 7,8%-ით გაიზარდა. ლარის დევალვაციამ ივნისში საარსებო მინიმუმის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. კლების ნაცვლად, ქვეყანამ ბოლო 2 თვეში საარსებო მინიმუმის გაზრდილი მაჩვენებელი მიიღო. მოიმატა როგორც საშუალო მომხმარებლის, ასევე შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა.

მარი ჩიტაია
15.07.2015

 საქართველო რეგიონში ავტომობილების რეექსპორტიორ ქვეყანას აღარ წარმოადგენს. სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ ექსპორტიორებს პოზიცია დაეთმოთ. რეექსპორტი ამ მიმართულებით ჯერ შემცირდა, შემდეგ თითქმის შეჩერდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×