მარი ჩიტაია
25.06.2015

თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი დაიწევს, განსაკუთრებით იმ მდინარისპირა ადგილებში, სადაც ხალხი უსაფრთხო ცხოვრებას ეჭვის თვალით უყურებს. უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტები სტიქიური უბედურებიდან უკვე 10 დღის შემდეგ დაუფარავად აცხადებენ, რომ სტიქიურად სარისკო ზონებში ბინის ფასი საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოსცდება.

ელზა წიკლაური
24.06.2015

 საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციას არ იცვლის და ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხის განხილვას საპარლამენტო კომიტეტებში დღე-დღეზე გეგმავს. გუშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები შეხვდნენ. კომენტარისაგან ორივე მხარემ თავი შეიკავა, თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ სებ-ს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური აუცილებლად უნდა გამოეყოს. გამოდის, უცხოელებმა კანონმდებლების გადარწმუნება ვერ შეძლეს.

მაკა ხარაზიშვილი
24.06.2015

 სახელმწიფო ბიუჯეტი, შეკვეცის ნაცვლად, 27 მილიონი ლარით - 9,902 მილიარდ ლარამდე იზრდება. პარალელურად ხარჯი 140 მილიონით მცირდება, თუმცა გადასახდელები (9,575 მლრდ ლარი) უცვლელი რჩება. მიუხედავად ამგვარი რებუსებისა, სამინისტროში განმარტავენ, რომ საბიუჯეტო ცვლილებები ეკონომიკური ზრდის ახალი 2%-იანი პროგნოზის გათვალისწინებით მომზადდა.

მაკა ხარაზიშვილი
23.06.2015

 თბილისურმა წყალდიდობამ საქართველოს ეკონომიკა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. სწორედ სტიქიის გამო სპეციალისტები წელს მშპ-ს დამატებით 1%-მდე შემცირებას ვარაუდობენ. ეს პროცესი დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და უცხოური დახმარებების სიდიდეზე, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

მარი ჩიტაია
23.06.2015

 სამასალე ხის ბაზარი არალეგალურმა ბიზნესმა დაიპყრო. რამდენიმე კერძო კომპანიის გარდა, დედაქალაქამდე მოღწეული სამასალე ხე არალეგალურადაა მოპოვებული, რამაც ფასზეც გავლენა მოახდინა. 2014 წელს გაძვირებული მასალა დღესდღეობით თითქმის ძველ ფასს უბრუნდება.

მარი ჩიტაია
23.06.2015

 ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის მიმართულებით წელს უმნიშვნელო ზრდაა. საინტერესო ის არის, რომ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით ბოლო დროს თითქმის ყველა დასახელების აგრარული პროდუქტი იგზავნება.

ელზა წიკლაური
23.06.2015

ავტომობილები, მობილური ტელეფონები, ფეროშენადნობები და ღვინო - ეს არის ის 4 პროდუქტი, რომელთა ექსპორტ-იმპორტი შარშანდელთან შედარებით ყველაზე მატად შემცირდა. შემცირებულია ნავთობპროდუქტების შემოტანაც, თუმცა მხოლოდ ფულად განზომილებაში. იმპორტის საერთო მაჩვენებელის კლება მსოფლიო ბაზარზე "შავი ოქროს" დაბალმა ფასმაც განაპირობა.

მაკა ხარაზიშვილი
20.06.2015

2015 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდა 3,2%-ია. მთლიან შიგა პროდუქტში წამყვანი დარგებია მრეწველობა და ვაჭრობა. ისევ საკმაოდ დიდი წილი უჭირავს სახელმწიფო მართვას. სპეციალისტების განცხადებით, არსებულ ვითარებაში ეკონომიკის აღნიშნული მატება ნორმალურია, თუმცა პრობლემას მშპ-ს სტრუქტურა წარმოადგენს.

მაკა ხარაზიშვილი
20.06.2015

"თურქულ ნაკადთან" დაკავშირებით რუსეთში გაურკვევლობაა. რუსული მედია წერს, რომ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ტანერ ილდიზსა და "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერს შორის ოთხშაბათს გაზსადენთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზი გახდა ის, რომ ტანერ ილდიზი რუსეთში არ ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ცდილობს, თურქეთს ამ პროექტში მონაწილეობა გადააფიქრებინოს.

ელზა წიკლაური
19.06.2015

 დოლარმა მთელ მსოფლიოში დასუსტება დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამყარდა ევრო და დღეს ევრო-დოლარის თანაფარდობა 1,14-ის ნიშნულზეა. გაძლიერდა რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი და თურქული ლირა. დოლარის შესუსტება ჯერჯერობით არ ასახულა არც უკრაინულ გრივნასა და არც ქართულ ლარზე.

მაკა ხარაზიშვილი
19.06.2015

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობა მთლიანად დონორების იმედზეა. დონორები კი ჯერ ისევ ფიქრობენ, თუ რა სახის დახმარება გაუწიონ საქართველოს. ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებას ორი მიმართულებით აწარმოებს - ან ახალი დახმარებები გამოიყოს, ან უკვე განსაზღვრული დაფინანსების მიზნობრიობა შეიცვალოს. გარდა ამისა, უკვე საუბარია სამშენებლო მოთხოვნების შეცვლაზე. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს ცვლილება ინვესტორებს არ დააფრთხობს.

მარი ჩიტაია
18.06.2015

 სტიქიის შედეგად სადაზღვევო კომპანიების ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან დახლოებით 1,5 მილიონი ლარი ავტოდაზღვევაზე მოდის. მეოთხე დღეა, რაც ავტოსატრანსპორტო ქონების ზარალის ანაზღაურება დაიწყო და პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×