მარი ჩიტაია
13.06.2015

წელს თხილი კიდევ უფრო გაძვირდება. პროდუქტის ექსპორტიორები ფიქრობენ, რომ მოსავლის განადგურება ფასზე საგრძნობ გავლენას მოახდენს. ჯერჯერობით ჭირს პროგნოზი, რა ეღირება თხილი სამომხმარებლო ბაზარზე და გასცდება თუ არა ფასი 15 - ლარიან ნიშნულს, რასაც მოსახლეობა სეზონის ბოლოსთვის ვარაუდობდა.

მაკა ხარაზიშვილი
12.06.2015

კონკურენციის სააგენტომ, ჯერჯერობით საქართველოში მონოპოლია ვერ აღმოაჩინა. სააგენტოს მასალების მიხედვით, ყავის ბიზნესში, სადაც მუდმივად ჩნდებოდა კითხვის ნიშნები, ჯანსაღი სიტუაციაა. პრობლემები არ არსებობს წყალტუბოს თერმულ-მინერალურ წყლებთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება საწვავის ბაზარს, რომლის მიმართაც საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესია, სააგენტო შედეგებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. თუმცა გამორიცხული არ არის, ეს ბაზარიც "მაღალკონკურენტიანი" აღმოჩნდეს.

მარიკა გოგოხია
12.06.2015

ზღვისპირა კურორტებზე დამსვენებლების სიმცირეა. ამ ეტაპზე, შარშანდელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა თითქმის განახევრებულია. სწორედ ამის გამო სასტუმროების მფლობელებმა მომსახურების გაძვირება გადაიფიქრეს.

მარი ჩიტაია
11.06.2015

სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის გაძვირების შეჩერებას ვარაუდობენ. მათი განცხადებით, დღესდღეობით კურსი იმ ნიშნულზეა, როდესაც ფასი მაღლა აღარ უნდა წავიდეს, თუმცა გაიაფებას სავაჭრო სექტორში ჯერჯერობით გამორიცხავენ. ანალოგიური მოსაზრება აქვთ იმპორტიორებსაც, რომელთა აზრითაც, ლარის კურსის 2,2 ნიშნულამდე დაბალანსება ეკონომიკას პრობლემას არ შეუქმნის.

მაკა ხარაზიშვილი
11.06.2015

სახელმწიფო სამსახურებმა პრემიები სახელფასო დანამატებით ჩაანაცვლეს. ზოგიერთ სამინისტროში სახელფასო დანამატები პრემიებს ორჯერაც კი აჭარბებს. საჯარო მოხელეებმა პრემიების რაოდენობა კი შეამცირეს, მაგრამ დანამატები გაიზარდეს და საბოლოო ჯამში, უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ.

მაკა ხარაზიშვილი
11.06.2015

სახელმწიფო ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით შემცირდება. ხადურის უწყება ამ ფაქტს ადასტურებს. ცვლილებების დაზუსტებულ ვარიანტს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს დღეს წარუდგენს. სპეციალისტების განცხადებით, უკვე მესამე წელია, სახელმწიფო ბიუჯეტს შესრულების (როგორც ხარჯების, ისე შემოსულობის კუთხით) პრობლემები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამინისტრო ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სწორად დაგეგმვას ვერ ახერხებს.

ელზა წიკლაური
10.06.2015

 33%-იანი მკვეთრი ვარდნის შემდეგ ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე დღეა ყოველდღიურად მყარდება. 18 მაისიდან დღემდე ლარი 9 თეთრით მოძლიერდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა უკვე 2,25 ლარად არის შესაძლებელი. ლარის გამყარების ობიექტურ მიზეზს ვერ ხედავენ სპეციალისტები. მათი აზრით, კურსის დასტაბილურება, შესაძლოა, მთავრობის მკვეთრ რეაქციას უკავშირდებოდეს. კომერციულ ბანკებზე მიტანილი ეჭვის შემდეგ, მათ დოლარზე მოთხოვნა შეამცირეს.

მაკა ხარაზიშვილი
10.06.2015

უცხოურ ინვესტიციებში დიდი ჩავარდნაა. ინვესტორებმა განსაკუთრებით დამამუშავებელ მრეწველობას აქციეს ზურგი, სადაც საინვესტიციო ვარდნა 41 მილიონი დოლარია. საერთო ჯამში კი, წლის პირველ კვარტალში უცხოური კაპიტალდაბანდებების მოცულობამ ერთბაშად 34%-ით იკლო. ეკონომისტები იმედს მომდევნო თვეებზე ამყარებენ.

მაკა ხარაზიშვილი
09.06.2015

 საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ აუმხედრდნენ. ბოლოს 2010 წელს წინა მთავრობამ სცადა ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტა და იგი ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა გააკრიტიკა. მანამდე კახა ბენდუქიძემ სავალუტო ფონდს სოციალისტებისგან შემდგარი "იდიოტური ორგანიზაცია" უწოდა. ამჯერად, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დაჭერა სავალუტო ფონდმა გადააფიქრებინა. გარდა ამისა, დეპუტატების ნაწილი აღნიშნავს, რომ ფონდი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევა.

მაკა ხარაზიშვილი
09.06.2015

2014 წლიდან დღემდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მხოლოდ 70,0 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი იყიდეს. მართალია, ამ მიმართულებით მორატორიუმი გაუქმებულია, მაგრამ შესაბამისი კანონის მიღებამდე ეკონომიკის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია შეჩერებული აქვს. შესაბამისად, სახელმწიფო მიწებს ვეღარც საქართველოს მოქალაქე ყიდულობს და ვეღარც უცხოელი. ეს მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტია და ამ მხრივ მილიონობით ლარი იხარჯება.

ელზა წიკლაური
09.06.2015

2014 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2,8%-ით შემცირდა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკით უმუშევრობამ ქვეყანაში მკვეთრად იკლო. ამ ორ მონაცემს შორის ცვლილება კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე თვითდასაქმებულებისა და საბიუჯეტო სექტორში მომუშავეთა ხარჯზე მცირდება, ბიზნეს-სექტორი კი ფართოვდება და შესაბამისად, დამატებითი მუშახელის აყვანა მათთვის კვლავ პრობლემაა.

მარი ჩიტაია
09.06.2015

მაისის ბოლოს აფხაზეთში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ოკუპირებული რეგიონში "იაფი დასვენების ხანა", შეიძლება ითქვას, დასრულდა. მომსახურების ფასმა იქაც მოიმატა, არადა სიიაფე ერთადერთი ფაქტორი იყო, რაც აფხაზეთს ტურისტების მოზიდვაში ეხმარებოდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×