მარი ჩიტაია
18.06.2015

სტიქიის შედეგად დაზარალებულ კომპანიებს, შესაძლოა, ზარალი არ აუნაზღაურდეთ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მილიონი ლარით იზარალა ბიზნესმა, განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელსაც ქონება არ დაუზღვევია. დაზარალებული ბიზნესის უმეტესობას შეადგენს მაღაზიები, ავტოგასამართი სადგური და ერთი მსხვილი საწარმო, ასევე "ლაგუნა ვერე", რომლის ზარალმა 15 ათას ლარს გადააჭარბა.

მარიამ აფციაური
18.06.2015

ზაფხულის სეზონზე ავიამიმოსვლა აქტიურ ფაზაში შედის. იზრდება რეისების სიხშირე, ხდება ახალი მიმართულებების ათვისება, შეჩერებული ფრენის აღდგენა. გარდა ამისა იმატებს რეისების ინტენსივობა ქვეყნის შიგნითაც. როგორც "რეზონანსს" "ბელავიას" წარმომადგენლობის დირექტორმა ვახტანგ მეზურნიშვილმა განუცხადა, ავიაკომპანია ბათუმიდან აგვისტოში 5 ფრენას შეასრულებს. მესტიის მიმართულებით ავიამიმოსვლას ააქტიურებს "სერვისეარიც".

მარი ჩიტაია
17.06.2015

 ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შიდა ტურიზმის წვლილი დაბალია. მიზერულია ხარჯვის ნაწილიც, რაც ეკონომიკისთვის არსებით შედეგს არ იძლევა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმის მიმართულება განვითარებას საჭიროებს და ამ მხრივ არსებული პოტენციალი ასათვისებელია.

მაკა ხარაზიშვილი
17.06.2015

 მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დახმარებას ელოდება. ჯერჯერობით ზარალი ბოლომდე შეფასებული არ არის, თუმცა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, 100 მილიონ ლარზე მეტია. კონკრეტულად რა სახის დახმარებას გაუწევენ დონორები დედაქალაქს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მარი ჩიტაია
17.06.2015

 სამშენებლო სფეროს კანონმდებლობა შესაძლოა გადაიხედოს. ამის აუცილებლობა ხელისუფლებამ თბილისის ტრაგედიის შემდეგ გააცნობიერა. გარდა ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ მის სათანადოდ აღსრულებაზეც უნდა იზრუნოს, ვინაიდან არსებული ხარვეზიანი კანონიც კი უგულებელყოფილია.

ელზა წიკლაური
16.06.2015

 კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების საერთო მაჩვენებელი მცირდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი მოკლევადიან ანაბარს ხსნის და ცდილობს, რომ ბანკებს საკუთარი ფული დიდხანს არ ანდოს. შესაბამისად, ბოლო 5 თვის განმავლობაში ერთ წლამდე დეპოზიტების მოცულობა 6%-ით გაიზარდა, ერთი წლის ზემოთ განთავსებული ანაბრის რაოდენობა კი 16,7%-ით შემცირდა. ლარის დევალვაციით ხალხს შიში გაუჩნდა და ცდილობს თავისი დანაზოგი საფინანსო ინსტიტუტებს არ ანდოს.

ელზა წიკლაური
16.06.2015

 "ინტელექტბანკის" დამფუძნებლები საკუთარი ქონების დაბრუნებას და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რომელთა უშუალო მონაწილეობით აღნიშნული ბანკი ჯერ გაკოტრებულად გამოცხადდა და უკვე შემდგომ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისდა. ბანკის საქმეში მთავარ პასუხისმგებელ პირებად კი ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს და დროებით ადმინისტრატორს გიორგი ქადაგიძეს ასახელებენ.

მაკა ხარაზიშვილი
16.06.2015

სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიარდ ლარზე მეტი თანხა თითქმის გაუმჭვირვალეა. ბიუჯეტის 12%-ს "სხვა ხარჯები" შეადგენს, რომელიც ლავირების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, საზოგადოება ვერ ხედავს სად იხარჯება და რა შედეგი მოაქვს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაწერილ მილიარდ ლარს.

მარი ჩიტაია
16.06.2015

ნაყინის ბიზნესში არსებული მდგომარეობა არაერთგვაროვნად ფასდება. კომპანიებში აცხადებენ, რომ ივნისის პირველი ნახევარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარგი გაყიდვით გამოირჩევა. მწარმოებლები მდგომარეობას მეტ-ნაკლებად სტაბილურად აფასებენ და გაყიდვის გაუმჯობესებაზე საუბრობენ, რასაც სავაჭრო ქსელების უმეტეს ნაწილში არ ადასტურებენ.

მარი ჩიტაია
16.06.2015

 ავტომობილების ქართული ბაზრით თურქები დაინტერესდნენ. ბოლო ერთი თვეა, რაც თურქი გადამყიდველები რუსთავის ავტობაზრობაზე გამოჩნდნენ. მათ საქართველოში ავტომობილების სიიაფე იზიდავთ. დილერების ინფორმაციით, თურქების გააქტიურებამ მოვაჭრეებს იმედი ჩაუსახა.

ელზა წიკლაური
16.06.2015

კომერციული ბანკები, ნავთობკომპანიები, სამშენებლო და ფარმაცევტული კომპანიები, ტექნიკის და საკვები პროდუქტის მაღაზიები, მცირე საწარმოები - ყველა თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდა. ზოგი დაზარალებულებს ფულით ეხმარება, ზოგი - საკვებით, ზოგი კი - ტექნიკით.

ელზა წიკლაური
13.06.2015

საბიუჯეტო პრობლემების ფონზე, სახელმწიფო უწყებები ქამრებს, შემოჭერის ნაცვლად, უფრო აფართოებენ. სამინისტროები პრემიებს სახელფასო დანამატებით ანაცვლებენ და საბოლოო ჯამში, უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე პრემიების გამოწერისას. რეგიონებში კი არც პრემიის გამოწერას ერიდებიან და არც სახელფასო დანამატისას. 2012-14 წლებში თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×