მარი ჩიტაია
09.06.2015

თბილისის სუპერმარკეტებში ქართული ლუდის გაყიდვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15-20%-ის ფარგლებში შემცირდა, ხოლო უცხოური წარმოების ლუდის რეალიზაცია თითქმის განახევრდა. როგორც მოსალოდნელი იყო, პროდუქტის გაძვირება გაყიდვაზე უარყოფითად აისახა და სავაჭრო ქსელების უმეტეს ნაწილში ლუდზე მოთხოვნამ იკლო.

მარი ჩიტაია
06.06.2015

 თხილის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. მეორე დღეა, პროდუქტი 1,20 ლარით გაიაფდა და 12,20 ლარი შეადგინა. წლის განმავლობაში თხილის ყველაზე მაღალი ფასი წინა კვირას დაფიქსირდა და 13 ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ნედლ თხილს, 1 კგ პროდუქტი უკვე 5 ლარი ღირს.

ელზა წიკლაური
06.06.2015

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარშემო წნევა იზრდება. ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ თავის დროზე სებ-ის პრეზიდენტი სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თხოვნის გამო არ დაიჭირა. ქადაგიძე ივანიშვილის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სსფ-ში კი ამბობენ, რომ ორგანიზაცია არასდროს ქვეყნის სამართალწარმოებაზე საკუთარ მოსაზრებას არ გამოთქვამს.

ელზა წიკლაური
05.06.2015

ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის კანონპროექტზე ბანკირებმა, დეპუტატებმა, მთავრობის წევრებმა და ბიზნესმენებმა გუშინ კიდევ ერთხელ იმსჯელეს. აღმოჩნდა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და ამ საკითხზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ შეიცვლება - სებ-ი ბანკების ზედამხედველობის უფლებას დაკარგავს.

მაკა ხარაზიშვილი
05.06.2015

 მთავრობამ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2%-მდე დაიყვანა და ბიუჯეტი სწორედ ამ პარამეტრის მიხედვით შეიკვეცება. განახლებული ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ფინანსთა სამინისტრომ 10 ივნისამდე უნდა წარმოადგინოს. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯები შეიზღუდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების ნაწილი გამოყოფილ თანხას ახლაც ვერ ითვისებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ისევ პრობლემებია.

მაკა ხარაზიშვილი
05.06.2015

 საძოვრების პრობლემა ამჯერად გურჯანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში გააპროტესტეს. წლების წინათ, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საძოვრების გაყიდვა დაიწყო, საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პერმანენტულად იმართება. მოსახლეობა ჩივის, რომ ისინი პირუტყვის გამოკვებას ვეღარ ახერხებენ.

მარი ჩიტაია
04.06.2015

ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე ცოტათი ჩამორჩება. 2015 წლის მაისში, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ინფლაციამ 3.5% შეადგინა. ეს ბოლო პერიოდის რეკორდია.

მარიამ აფციაური
04.06.2015

ზაფხულის სეზონს სამთო კურორტების ნაწილი ინფრასტრუქტურული პრობლემებით ხვდება. უგზოობა, სანაგვე ურნების, ნარჩენების გასატანად სპეციალური სამსახურის არარსებობა, კანალიზაცია-გაყვანილობის პრობლემა - ეს ის ჩამონათვალია, რაც ადგილობრივებს აწუხებს.

მარი ჩიტაია
03.06.2015

ლარის დევალვაციამ სამედიცინო მომსახურებაც გააძვირა. მედიკამენტების ფასის ზრდის შემდეგ არც კლინიკებმა დააყოვნეს და სამედიცინო მომსახურების თითქმის ყველა სერვისი 10%-ით გააძვირეს. დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში მოიმატა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების თანადაფინანსების ხარჯმა. გარდა ამისა, გაძვირდა კერძო კლინიკებში ექიმთან ვიზიტიც.

მაკა ხარაზიშვილი
02.06.2015

რამდენიმე დღეში მთავრობა და ეროვნული ბანკი განზრახვათა ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი მთავრობა დოკუმენტში მოითხოვს, რომ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს, სებ-ი ამას გააკეთებს, მაგრამ ეს ცუდ შედეგს მოიტანს. სპეციალისტები აზრით, შესაბამისი რეგულაციის გარეშე მთავრობა ამ დოკუმენტით სებ-ს ვერაფერს დაავალდებულებს.

ელზა წიკლაური
02.06.2015

 საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის სიას უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მწვანილი, თაფლი და თევზი დაემატოს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, მწვანილის ექსპორტი მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსეთიდან მის შესამოწმებლად ექსპერტები ჩამოვლენ, თაფლისა და თევზის ექსპორტი კი, პრაქტიკულად, უკვე გადაწყვეტილია.

მარი ჩიტაია
02.06.2015

გაქირავების სერვისი ბოლო დროს ერთ-ერთი პოპულარული მომსახურებაა, რომელზეც მოთხოვნა თითქმის ყოველთვისაა. სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, ქირავდება ძალიან ბევრი უძრავ-მოძრავი ნივთი - ავტომანქანებით დაწყებული, სამკაულებითა და სხვადასხვა ძვირფასეულობით დამთავრებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×