მაკა ხარაზიშვილი
21.05.2015

ბოლო 2 დღეა, ლარი ერთბაშად მყარდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,32 ლარია, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი 2,27 ლარზე ნაკლებად იყიდება. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნულმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სავალუტო სპეკულაცია მიმდინარეობს და ეროვნული ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებას ეკონომიკურ ფაქტორებთან კავშირი არ აქვს.

მარიამ აფციაური
21.05.2015

ქუთაისთან შედარებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბილეთის ფასი მაღალია. ამას ტურისტული კომპანიებისა და ექსპერტების ნაწილი იმით ხსნის, რომ ავიაკომპანიებისთვის "ტავ ჯორჯიას" მიერ დაწესებული მოსაკრებელი მაღალია. თურქულ კომპანიაში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ მოსაკრებლის ცვლილებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხელშეკრულების დადების შემდეგ გახდება ცნობილი.

მარი ჩიტაია
20.05.2015

 ექიმებს ხელფასი უგვიანდებათ. პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებში მდებარე კერძო კლინიკებშია. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. მედპერსონალი მიზერული ხელფასის გამოც ხშირად ჩივის.

ელზა წიკლაური
20.05.2015

სახელმწიფო ტენდერების არარეალური ფასი და ფინანსური პირამიდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამიტომაც შესყიდვების სააგენტომ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს დამატებითი ვალდებულება დაუწესა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიისთვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელი ხდება.

მაკა ხარაზიშვილი
19.05.2015

 2015 წლის პირველ კვარტალში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა უცხოურ ბანკებზე 226 მილიონი დოლარით მეტი გაყიდეს, ვიდრე იყიდეს. სწორედ ამ პერიოდში, დოლარის დეფიციტის მიზეზით, ლარი კატასტროფულად გაუფასურდა. თუმცა, ეს კერძო სექტორის გადაწყვეტილებაა, ეროვნულ ვალუტაზე ზრუნვა კი ხელისუფლებას მართებს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მთავრობამ არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღოს და ეროვნული ბანკიდან სრული ინფორმაციის მისაღებლად რამე ღონისძიება შეიმუშაოს.

ელზა წიკლაური
19.05.2015

აზერბაიჯანმა საკუთარ ტერიტორიაზე საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფები გაანახევრა და ეს გადაწყვეტილება ბაქო-თბილისის-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლამდე რამდენიმე თვით ადრე მიიღო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასეთი გადაწყვეტილებით კომპანია ცდილობს საკუთარი საქმიანობის უფრო ეფექტური გახადოს. სპეციალისტების აზრით, ბაქო ცდილობს, ტარიფის დაწევით საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტვირთის ნაწილი ბაქო-ყარსის რკინიგზისკენ გადაქაჩოს.

ელზა წიკლაური
19.05.2015

 სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ტარიფის კორექტირებაზე უარი უთხრა. შესაბამისად, თბილისში 2017 წლის იანვრამდე წყლის გადასახადი არ შეიცვლება, მარეგულირებლის ახალ გადაწყვეტილებას ვადა სწორედ იმ დროისთვის ეწურება. მანამდე კი დედაქალაქში წყლის სულადობრივი ტარიფი ისევ 3,1407 ლარი იქნება, მრიცხველით მოხმარებისას კი - 0.2655 ლარი.

მაკა ხარაზიშვილი
19.05.2015

 ბენზინის გაძვირების კვალდაკვალ საავტომობილო გაზიც გაძვირდა - 1 კბ/მ ფასი უკვე 1,25 ლარია. სპეციალისტების განცხადებით, ბუნებრივი აირისა და თხევადი საწვავის ფასს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ ავტოგაზის მოხმარება უკვე აზრს კარგავს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო დროს მუდმივად ძვირდება ნავთობპროდუქტები. გუშინ ბენზინი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა და არ არის გამორიცხული, ტენდენცია ისევ გაგრძელდეს.

მარი ჩიტაია
19.05.2015

 ნერგებზე მოთხოვნაც და ფასიც გაზრდილია. გამწვანების კომპანიება და სანერგე მეურნეობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების გამო, თითქმის ყველა დასახელების მცენარის ნერგი გაძვირდა. ცვლილება განსაკუთრებით შემოტანილ პროდუქციას შეეხო.

მარი ჩიტაია
16.05.2015

 სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებისთვის ფერმერებს შეღავათიანი ტარიფი დაუწესდებათ. სამთავრობო ინიციატივა მსხვილ მასივებზეა გათვლილი და მიწის მფლობელებზე საგადასახადო შეღავათის დაწესებას გულისხმობს.

ელზა წიკლაური
16.05.2015

 საბიუჯეტო პარამეტრების გადახედვა მაინც მოხდება, მაგრამ არა ახლა, არამედ თვენახევრის შემდეგ. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მეორე კვარტალის ბოლოს შეცვლიან. ამ ეტაპზე ბიუჯეტის კორექტირებაზე საუბარს ნაადრევს უწოდებს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი. ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ ექსპერტებიც და ამბობენ, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა თვითმიზანი არ უნდა იყოს.

ელზა წიკლაური
15.05.2015

 ელექტროენერგია, შესაძლოა, გაძვირდეს, მაგრამ არა ყველასთვის. როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, დენის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, ხელისუფლება სატარიფო სხვაობას სოცდაუცველებს დაუფარავს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, როგორც ორიოდე დღის წინ მინისტრი ამბობდა, გაზი შეიძლება გაიაფდეს კიდეც.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×