მაკა ხარაზიშვილი 15.05.2015
მოსახლეობას კრედიტის გადახდა სულ უფრო და უფრო უჭირს. ეროვნული ვალუტა კი გაუფასურებას განაგრძობს. სერიზული საფიქრალი გაუჩნდათ ბანკებსაც. კლინტების მხრიდან ვადაგადაცილება მატულობს. ლარი დოლართან მიმართებაში 2,5 ლარს თუ მიაღწევს, მდგომარეობა ძალიან დაიძაბება და ბანკები ვალის ამოღებას ვეღარ შეძლებენ.
|
მარი ჩიტაია 14.05.2015
მთავრობა დამატებული ღირებულების გადასახადის გადახედვას არ აპირებს. მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნას, რომ შეღავათი დაუწესდეთ ან დღგ-ს გადასახადი გაუქმდეს, ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არსებულ სიტუაციაში ბიზნესთან ასეთ დათმობაზე არ წავლენ.
|
მარი ჩიტაია 14.05.2015
თბილისის უპრეცედენტო ბიზნესფორუმს საქართველო ლარის გაუფასურების ფონზე მასპინძლობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამით ქვეყნის საინვესტიციო გარემო დაზარალდება, ინვესტორები კი ზედმეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.05.2015
ჭარბმა ნალექმა გლეხებს პრობლემა შეუქმნა. გურჯაანის რაიონში ატმის ბაღებს დაავადება, ე.წ. "ხუჭუჭა" მოედო. ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონში საზამთროს ბაღების ნაწილი გაფუჭდა, დასავლეთ საქართველოში კი თხილს ტკიპა გაუჩნდა. გლეხების დიდ ნაწილს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის მიუხედავად, მოსავალი დაზღვეული არ აქვს.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.05.2015
სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის შესახებ კანონპროექტი ისევ ჰაერშია გამოკიდებული. პარლამენტში ჯერ პროექტის საბოლოო ვერსიაზეც კი ვერ შეჯერებულან. კანონის დამტკიცებამდე უცხოელები მიწას უპრობლემოდ იძენენ.
|
ელზა წიკლაური 13.05.2015
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის დევალვაციაზე კომენტარს ისევ არ აკეთებს და ამბობს, რომ დეტალებზე მომავალ კვირას პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრებს. მანამდე კი ქადაგიძის ქმედებებს კანონმდებლები ისევ აკრიტიკებენ. დეპუტატთა აზრით, ლარის დევალვაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეროვნული ბანკის დაგვიანებული რეაქცია გახდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.05.2015
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ფორუმი დაიწყო. საქართველოს დედაქალაქი 4 ათასზე მეტ ადამიანს მასპინძლობს. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, ევრობანკი 5-წლიან სამოქმედო სტრატეგიას დაამტკიცებს. საქართველოს კი ეძლევა საშუალება, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობა ეკონომიკის განვითარების კუთხით.
|
მარი ჩიტაია 13.05.2015
ქვეყანაში მომსახურება გაძვირდა. სხვადასხვა სფეროში ფასმა 5-10%-ით მოიმატა. კომპანიებში აცხადებენ, რომ რთული გადაწყვეტილება ლარის გაუფასურების გამო მიიღეს.
|
მარი ჩიტაია 12.05.2015
ქართული ავეჯის ექსპორტს პრობლემა აქვს. ადგილობრივი ნაწარმი უმეტესწილად აზიის ქვეყნებში იყიდება, თუმცა ბოლო დროს მოთხოვნა შემცირდა, რის გამოც კომპანიებმა ექსპორტი შეამცირეს, ზოგმა საერთოდაც გაურკვეველი პერიოდით შეაჩერა.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.05.2015
ყაზახეთიდან, რომელიც საქართველოსთვის ერთ დროს მთავარი ინვესტორი ქვეყანაც კი იყო, ინვესტიციები მკვეთრად მცირდება. გახშირდა შემთხვევა, როდესაც ყაზახურ კომპანიებში სხვადასხვა სახის პრობლემა იქმნება. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ყაზახური მენეჯმენტის ბრალია.
|
ნატა გიორგაძე 12.05.2015
საქართველოში, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდეს, ელექტროენერგიის კი გაიზარდოს. დენის გაძვირების შემთხვევაში, როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, მთავრობა სუბსიდირებას განახორციელებს. ამასთან, კალაძე ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით კომპანიების განაცხადს ლარის გაუფასურებით ხსნის, თუმცა ამბობს, რომ "არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს".
|
მაკა ხარაზიშვილი 12.05.2015
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. შესაბამისად, საზოგადოება აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტ განმარტებას ითხოვს. ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და ამბობს, რომ იგი მხოლოდ ფინანსურ სტაბილურობასა და ინფლაციაზეა პასუხისმგებელი. მიზნობრივი ინფლაცია კი 5%-ია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური კი 3%-ზე ნაკლებს აჩვენებს. იყო თუ არა სწორი, როდესაც საქართველო ინფლაციის "თარგეთირების" მოდელზე გადავიდა ან რამდენად სწორად განისაზღვრა 5%-იანი ინფლაციური ზღვარი?
|