მარი ჩიტაია 22.04.2015
ამინდის გამო რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება ჭიანურდება. პრობლემა ამ მხრივ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოსახლეობა მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს. ადგილობრივების ინფორმაციით, მიწის დახვნის პროცესი შუა მაისამდე, ხოლო თესვა თვის ბოლომდე გადაიწევს.
|
მაკა ხარაზიშვილი 22.04.2015
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საბანკო ბიზნესია. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, პირველ კვარტალში კომერციული ბანკების შემოსავალი 988 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგება 101 მილიონ ლარამდე. სპეციალისტების განცხადებით, ბანკების მოგების ზრდას ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი.
|
ელზა წიკლაური 22.04.2015
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კიდევ ერთხელ შეიცვალა. დავით ნარმანიასა და ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ, "გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის" გამო, პოსტი დავით შავლიაშვილმაც დატოვა. სამინისტროს მისი მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ჩაიბარებს. იგი ბოლო 2,5 წლის განმავლობაში რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს რიგით მე-4 მინისტრი იქნება.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.04.2015
მთავრობაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე ვერ თანხმდებიან. "ბიზნეს-რეზონანსს" ფინანსთა სამინისტროში განუცხდეს, რომ მარტში მშპ-ს ზრდა 2%-ზე მეტია და კიდევ უფრო აქტიური იქნება აპრილი. ფინანსთა მინისტრის ოპტიმიზის პირველი კვარტლის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება ამყარებს. ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შესრულებაში გარკვეული წვლილი ლარის გაუფასურებასაც მიუძღვის.
|
ელზა წიკლაური 21.04.2015
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას სახელმწიფო აუცილებელი სამედიცინო დაზღვევა ჩაანაცვლებს. სპეციალისტები თვლიან, რომ სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ხარჯის შემცირების მიზნით მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროში ფინანსურ პრობლემას კატეგორიულად უარყოფენ. მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ არსებული სერვისი არც ახალ მოდელზე გადასვლის შემდეგ შემცირდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.04.2015
სახელმწიფო ბიუჯეტის 15%-ზე მეტი სოციალურ დახმარებებსა და სუბსიდიებს ხმარდება. ეს თანხა, ძირითადად, ღარიბი მოსახლეობის ერთჯერადი პრობლემების მოგვარებისთვის იხარჯება და ქვეყნის ეკონომიკას აკლდება. ამიტომაც, სპეციალისტთა ნაწილი ბიუჯეტის სოციალურ ორიენტირებას აკრიტიკებს. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, რომ მთავრობა მოსახლეობის საკმაო ნაწილის გადარჩენას მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯებით ახერხებს.
|
მარი ჩიტაია 21.04.2015
ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ქათმის ხორცზე მოთხოვნა მატულობს. ამ ეტაპზე ქართული ფრინველის ხორცით ბაზრის 40% მარაგდება, ხოლო 60% იმპორტულ ნაწარმს უკავია. სპეციალისტები მეფრინველების სეგმენტს ყველაზე წარმატებულ მიმართულებად ასახელებენ.
|
მარი ჩიტაია 21.04.2015
სავალუტო კრიზისმა რესტორნის ბიზნესს პრობლემა შეუქმნა. რესტორნებში კლიენტურამ იკლო. პროდუქტის გაძვირებამ მომსახურების ფასზეც იმოქმედა.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.04.2015
სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის აშენება 2016 წლიდან დაიგეგმა. ჯერჯერობით ტენდერი მხოლოდ ტექნიკური დასაბუთების მომზადებაზე მიმდინარეობს. გაზსაცავის აშენებისთვის ფინანსური წყარო ჯერ მოძიებული არ არის.
|
მარი ჩიტაია 18.04.2015
რძის პროდუქტების მწარმოებლები ბიზნესოპერატორებს კონკურენციას ვერ უწევენ. ყველაზე დიდ პრობლემას ფერმერები ყველის რეალიზაციისას აწყდებიან. მათი განცხადებით, ბაზარი სავსეა უხარისხო, რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველით, რომელიც სიიაფის გამო კარგად იყიდება, ხოლო ნატურალურ პროდუქტს მყიდველი რეალურად არ ჰყავს.
|
ელზა წიკლაური 18.04.2015
ლარის დევალვაცია კერძო დაზღვევაზეც აისახა. კომპანიების ნაწილმა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასის მატების გამო, პოლისები დაახლოებით 12-დან 17%-მდე გააძვირა. ნაწილი კი ჯერჯერობით ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს აკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებს.
|
მარი ჩიტაია 17.04.2015
სარემონტო ბიზნესს პრობლემა აქვს. კერძო კომპანიებსა და ხელოსნებს შეკვეთები გაუნახევრდათ. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დაიწყო, მომხმარებელი რემონტის დაწყებისგან თავს მაქსიმალურად იკავებს.
|