ელზა პაპოშვილი 17.04.2015
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება. გუშინ "ბრენტის" ტიპის ბენზინზე ფასმა 62 დოლარს გადააჭარბა. ეს ბოლო 4 თვის უმაღლესი ფასია. ანალიტიკოსთა პროგნოზით, "შავ ოქროზე" ფასის ზრდა დროებითია და სამომავლოდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანი ნავთობის ბაზარზე სრულფასოვნად დაბრუნდება, ნავთობი ისევ გაიაფდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 17.04.2015
აღდგომის შემდეგ ლარის კურსმა გაუფასურებისკენ აიღო გეზი. ამ პროცესს მთავრობა და ეროვნული ბანკი მშვიდად უყურებენ და ვალუტის გადასარჩენად არაფერს აკეთებს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იგვიანებს, არც საპრივატიზაციოდ გამოტანილ ობიექტების მყიდველი ჩანს. რაც შეეხება სებ-ს, მან კომერციულ ბანკებს რეფინანსირების სესხების სახით ისევ მილიარდამდე ლარი მისცა.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.04.2015
იურიდიული პირებისთვის გაზის გაძვირების ვადა ახლოვდება. სახელმწიფო სუბსიდირების ხარჯზე ტარიფის გაზრდის საკითხი სწორედ 1-ელ მაისამდე გადაიდო. "რეზონანსის" ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება და, სავარაუდოდ, სუბსიდირების ხარჯზე ტარიფის გაზრდის ვადა ისევ გადაიწევს. არსებული ტარიფის შენარჩუნება კი სახელმწიფო უკვე 15 მილიონი ლარი დაუჯდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.04.2015
საავიაციო საკითხებზე რუსეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკება დასრულდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ყველას ინტერესი დაკმაყოფილდა, მათ შორის, ქართული ავიაკომპანიების. "ჯორჯიან ეარვეიზში" კი აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ ქართული ავიასივრცე რუსეთს გადააბარა და ამ საკითხით ქვეყნის პარლამენტი უნდა დაინტერესდეს.
|
მარი ჩიტაია 16.04.2015
ბოლო 5 წელიწადში საქართველოში სიმინდის იმპორტმა დაახლოებით 300%-ით, ხოლო ექსპორტმა - 200%-ით მოიმატა. რაც შეეხება ადგილობრივი მარცვლეულის ფასს, ტენდენცია საპირისპიროა. 1 ფუთი სიმინდი ქართულ ბაზარზე, შარშანდელთან შედარებით, 33%-ით არის გაიაფებული.
|
ელზა წიკლაური 15.04.2015
ფოთის პორტის თანამშრომლებს ანაზღაურების მიღება დოლარის კურსის მიხედვით სურთ. აღნიშნული მოთხოვნით მათ ერთსაათიანი გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს და პორტის ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილი შეიტანეს. დაახლოებით ერთი კვირის წინათ ანალოგიური მოთხოვნა ფოთის სხვა ტერმინალის მუშებმაც დააყენეს, თუმცა მათ აქცია არ გაუმართავთ. როგორც პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებს, დოლარის კურსის მიხედვით ხელფასის მიღების სურვილი მხოლოდ ფოთში არ აქვთ. რამდენიმე დღის წინ პროფკავშირებს კონსულტაციისთვის მუშებმა თბილისშიც მიმართეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 15.04.2015
იანვარ-მარტში ექსპორტი 28%-ით შემცირდა. 2011 წლის ანალოგიური პერიოდის შემდეგ საქართველოს ასეთი მცირე საექსპორტო ბრუნვა არ ჰქონია. პარალელურად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 56%-ს მიუახლოვდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 15.04.2015
საქართველო საშუალო სოციალური პროგრესის ქვედა ზღვარზე იმყოფება. ქვეყნების სოციალური პროგრესირების რეიტინგი ანალიტიკურმა ჯგუფმა The Social Progress Imperative-მა განსაზღვრა. ამ თვალსაზრისით ყველაზე პროგრესული ნორვეგიაა, რეიტინგის ბოლო ადგილზე კი ცენტრალური აფრიკა მოხვდა. სოციოლოგი ნოდარ კაპანაძე ამგვარ კვლევებს ნაკლებად ენდობა და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.04.2015
სეპარატისტული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შენახვა რუსეთის მთავრობას წელიწადში 1 მილიარდ დოლარზე მეტი უჯდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ნავთობის გაიაფების შედეგად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ რუსეთის ბიუჯეტს ეს ორი რეგიონი უკვე "ყელზე ადგას".
|
მაკა ხარაზიშვილი 14.04.2015
მუდმივი დისკუსიაა იმასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა ახდენს თუ არა ლარის კურსის ფორმირებაზე გავლენას. "ბიზნეს-რეზონანსი" პირველი წერდა, რომ 2014 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა აღნუშნული სესხების მოცულობით კომერციულ ბანკებს დაფინანსება 700 მილიონ ლარამდე გაუზარდა. მოტივი იყო ის, რომ სახელმწიფო ორგანიზაციების დეპოზიტების სახელმწიფო ხაზინაში გადატანით ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა არ შექმნოდათ. სებ-მა ბანკმა, რეფინანსირების სესხების გაზრდა გააგრძელა და ბაზარზე ჭარბი ლარის პირობებში კომერციულ ბანკებს დამატებითი ფული იანვარსა და მარტშიც მიაწოდა ისევ და ისევ ლიკვიდობის პრობლემის თავიდან აცილების პრობლემით. კომერციულ ბანკებში კი განაცხადეს, რომ მათ წინაშე ლიკვიდობის პრობლემა არ დამდგარა.
|
მარი ჩიტაია 14.04.2015
სააღდგომო პროდუქტების რეალიზაცია დასრულდა. ვაჭრობის სფეროში დასაქმებულების მოლოდინი არ გამართლდა და სააღდგომოდ რეალიზაციის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. შარშანდელთან შედარებით, მათ გაყიდვის მაჩვენებელი შეუმცირდათ.
|
მარი ჩიტაია 14.04.2015
სავალუტო კრიზისმა სავაჭრო სექტორში აბსოლუტურად ყველა დარგი აზარალა. პრობლემაა მომსახურების სფეროებშიც. სპეციალისტების განმარტებით, ლარის კურსმა განსაკუთრებით კვების სექტორს "დაარტყა", რადგან გაძვირდა პროდუქტი და რეალიზაციამ იკლო. გაუჭირდა სარესტორნო ბიზნესს, უძრავი ქონების ბაზარსა და ტურიზმს.
|