მარი ჩიტაია
03.04.2015

ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემის მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკა შთამბეჭდავ ციფრებს ავრცელებს. აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო ტურიზმიდან 2014 წელს შემოსავალი 4,4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმამდე მივიდა. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, ტურისტების რაოდენობის 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ასეთი შედეგი დაუჯერებელია სპეციალისტებისთვის, რომელთა შეფასებით სტატისტიკური მონაცემები აშკარად გადაჭარბებულია

მარი ჩიტაია
03.04.2015

 საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგებს ექსპერტებისა და დილერების უმეტესობა არ ენდობა. ისინი არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ ბაზარზე პოზიტიური ტენდენციებია. სპეციალისტების შეფასებით, ჩატარებული კვლევა უძრავი ქონების ბაზრის რეალობასთან შეუსაბამოა. იანვარ-თებერვალი უძრავი ქონების ბაზარზე აბსოლუტურად ნეგატიური იყო და მდგომარეობის გაუმჯობესების მცირე შესაძლებლობაც არ გამოკვეთილა.

მაკა ხარაზიშვილი
02.04.2015

 ნავთობკომპანიებმა "სუპერისა" და "პრემიუმის" ტიპის საწვავი 5-7 თეთრით გააძვირეს. ჯერჯერობით ნავთობიმპორტიორები ყველაზე მოხმარებადი "რეგულარის" ტიპის საწვავის ფასის გაზრდაზე თავს იკავებენ, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედითაც რომ გაიზარდოს, გაუფასურებული ლარის პირობებში, ნავთობკომპანიებს დაბალი ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

მარი ჩიტაია
02.04.2015

 დასავლეთ საქართველოში ტყემლისა და ხურმის ნერგებზე მოთხოვნამ მოიმატა. ფერმერების ინფორმაციით, ხალხი ამ ხილის მოშენებით ფასის გამო დაინტერესდა. დიდია ასევე მოთხოვნა კივის, ფეიხოას, დაფნისა და მოცვის ნერგებზე.

მარი ჩიტაია
01.04.2015

 ბოლო 2 თვეში სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტი დაიხურა. თითქმის ყველა შემთხვევაში მიზეზი სავალუტო კრიზისია, რის გამოც ამ ბიზნესს მომხმარებელი მოაკლდა. მართალია, სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტის წარმომადგენელი "რეზონანსთან" პრობლემისთვის გვერდის ავლას შეეცადა, მაგრამ მათთან საუბარშიც დადასტურდა, რომ ბიზნესის ამ სფეროს სერიოზული პრობლემა აქვს.

ელზა წიკლაური
01.04.2015

 საწარმოთა ბრუნვაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს ვერაფრით გასცდა. მართალია, 2003 წლიდან დღემდე ბიზნესის ამ სეგმენტში დასაქმებულთა რაოდენობამაც მოიმატა, ხელფასმაც და ბრუნვაც გაიზარდა, თუმცა ამას ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, სწრაფი ტემპით ვითარდება მსხვილი ბიზნესი, რომლის წილი ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 80%-საც კი აღემატება.

მაკა ხარაზიშვილი
01.04.2015

თბილისში ახალი საავიაციო ქარხანა აშენდება, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავების დეტალებს დაამზადებს. ძველი ქარხანა კი ისევ სამხედრო ტექნიკაზე იქნება ორიენტირებული. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ქარხნის მშენებლობა 3 თვეში დაიწყება და აქ დამზადებულ ნაწილებს ცნობილ ავიამშენებლებს მიაწვდიან. ახალი ქარხანა თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აიგება.

მაკა ხარაზიშვილი
31.03.2015

 "შეიძლება 10 ათას დოლარად სავალუტო კურსი აბურთაო როგორც გინდა და ამის პატრონი არავინ არის" - ფინანსისტებს ეჭვი აქვთ, რომ ლარის მასშტაბური გაუფასურება სპეკულაციების შედეგად დაიწყო. ამ ეჭვს "ბლუმბერგის" დახურული სისტემა აძლიერებს. დასუსტებულ ეროვნულ ვალუტას დევალვაციის მიმართულებით ბიძგი ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდამაც მისცა. საბოლოო ჯამში, ლარი ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ვალუტად ჩამოყალიბდა და მან მოსახლეობაში ნდობა უფრო მეტად დაკარგა.

ელზა წიკლაური
31.03.2015

 ლარის დევალვაციის შედეგად სახელმწიფოსა და რიგითი მოქალაქეების სავალო ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდა. კურსის ვარდნამ ქვეყანის მთლიანი საგარეო ვალი 1,9 მლრ ლარით გაზარდა. დევალვაციის შედეგად მოიმატა ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობამაც, სებ-ის მონაცემებით, ერთ წელიწადში 16%-ით გაიზარდა. სპეციალისტების პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან გარკვეული ღონისძიებები არ გატარდა, ლარის შემდგომი დევალვაცია გარდაუვალი გახდება, რაც ქვეყანას უკვე ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვას.

ელზა წიკლაური
31.03.2015

 საქართველოს მსოფლიოში ყველაზე "ჯიბეგაფხეკილი" ქვეყნების რეიტინგში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. ინტერნეტგამოცემა "მუვჰაბ.კომ"-ის მონაცემებით, ყველა სავალდებულო გადასახადის გარდა, ჩვენთან ერთი დასაქმებული თვეში, საშუალოდ, 400 დოლარს ხარჯავს, ანუ დღეში 13,3 დოლარს. ქართული სტატისტიკით კი სიტუაცია უფრო მძიმეა. რეალურად საქართველოში ერთი დასაქამებული თვეში მხოლოდ 263 დოლარს, ანუ დღეში 8,7 დოლარზე მეტს ვერ ხარჯავს.

მაკა ხარაზიშვილი
31.03.2015

ეროვნული ბანკი წელს 2%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. მთავრობა კი ჯერ პროგნოზის შემცირებას არ აპირებს და ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდება. "რეზონანსთან" საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ თებერვალსა და იანვარში ეკონომიკა საკმაოდ აქტიური იყო, რაც ბიუჯეტის შესრულებასაც დაეტყო.

მარი ჩიტაია
31.03.2015

 ყვავილების ბიზნესში ვითარება დამაკმაყოფილებელია. მოვაჭრეების განცხადებით, ყვავილების შეძენა მომხმარებელს აუცილებლობიდან გამომდინარე უწევს და ასეთი დამოკიდებულების გამო რეალიზაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×