თაკო მათეშვილი 08.04.2015
თბილისში მალე 57 ჯიხური დაიდგმება. ადგილები იჯარით აუქციონის წესით გაიცემა. აუქციონი 6 აპრილს დაიწყო და 27 აპრილამდე გასტანს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს.
|
მარი ჩიტაია 08.04.2015
ქართულ ბაზარზე დემპინგური პრობლემებია. რუსეთიდან და უკრაინიდან მიზერული ფასით შემოსული პროდუქტი ადგილობრივ წარმოებას პრობლემას უქმნის. იმის გამო, რომ ფასს კანონმდებლობა არ არეგულირებს, ბიზნესს გაფართოების ნაცვლად, ყველას გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.04.2015
ლარის კურსი ისევ მიშვებულია. ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის მთავრობისა და ეროვნული ბანკის გეგმა არსად ჩანს. დღეს თითქმის ყველა ეკონომისტი თანხმდება, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებულმა ლარის საკმაოდ დიდმა მასამ ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გააუფასურა. ამასთანავე, მთავრობა ქვეყნის მთავარი ბანკის ქმედებებზე დუმილს ამჯობინებს და ამით კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. კერძოდ, ხალხის გაღატაკების მიუხედავად, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობის ინტერესებშიც შედის - პროდუქტების გაძვირებით ბიუჯეტში დამატებითი ფული გროვდება, ამასთან, სებ-ისგან მიღებული ფულის ნაწილით კომერციული ბანკები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ და ფულს ბიუჯეტში რიცხავენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.04.2015
მედიკამენტების გაძვირება შეუქცევადი პროცესი გახდა. თითქმის ყველა სახის წამლის ფასმა მოიმატა და ფარმაცევტების განცხადებით, ეს პროცესი პერმანენტულია. სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში ყველაზე დიდი ხარჯი მედიკამენტებზე მოდის და ეს ტვირთი მოსახლეობისთვის სულ უფრო და უფრო მძიმდება. პარალელურად გაძვირდა ბავშვთა კვება და ჰიგიენური საშუალებებიც.
|
მარი ჩიტაია 07.04.2015
მარხვის პერიოდი ქართულ ბაზარზე სურსათის გასაძვირებლად კიდევ ერთი საბაბი აღმოჩნდა. სამარხვო ნაწარმზე მოთხოვნამაც მოიმატა და ფასმაც. ცვლილებებს სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ დიდმარხვის ბოლო კვირა პიკია სიძვირისთვის.
|
მარი ჩიტაია 07.04.2015
აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსებმა მასობრივად დაიწყეს ტყემლის მოშენება. ამისთვის მათ მიწების იჯარით შესყიდვა უწევთ. აფხაზური კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის ყიდვა ეკრძალებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, რუსები მიწას კანონის გვერდის ავლითაც იგდებდნენ ხელში.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.04.2015
დღეს მოსახლეობისთვის უმთავრესი პრობლემა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. მათგან დიდ ნაწილს ვალი დოლარში აქვს აღებული - ზოგს ბანკიდან, ზოგს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ან კერძო იპოთეკარებიდან. ვალუტის გაუფასურებამ საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. გარდა ამისა, გაიზარდა პროდუქტის ფასი, საიჯარო გადასახადი და სხვა უამრავი რამ.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.04.2015
დაუბეგრავი მინიმუმის მიღებას დასაქმებულები უკვე 4 დღეა ელიან, მაგრამ ჯერ არავის მიუღია. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩარიცხვა მომავალი კვირიდან დაიწყება. თანხა უბრუნდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სიღარიბის ზღვართან ახლოს არიან.
|
ელზა წიკლაური 04.04.2015
სავალუტო კრიზისის შედეგად დედაქალაქში რამდენიმე მცირე სავაჭრო ობიექტი უკვე დაიხურა და თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, გამორიცხული არ არის, რომ მცირე მაღაზიების ბედი დიდმა სუპერმარკეტებმაც გაიზიარონ. ამ დროისთვის დედაქალაქში 12-ზე მეტი სუპერმარკეტის ქსელი მოქმედებს, რაც სპეციალისტთა აზრით, 1,4-მილიონიანი ქალაქისთვის არაბუნებრივად ბევრია. დროთა განმავლობაში მათი განვითარების პრობლემა გაჩნდება. ეს კი სავაჭრო ობიექტებს კრიზისამდე და შემდგომ უკვე დახურვამდე მიიყვანს.
|
მარი ჩიტაია 04.04.2015
პარლამენტს კოდექსში სასწრაფოდ ცვლილების შეტანა მოუწევს. მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ს გადახდის ვადა გაუხანგძლივდებათ. მეწარმეები ახალ ინიციატივას მიესალმებიან და ხორბალზე ფასის დასტაბილურებას პროგნოზირებენ.
|
ელზა წიკლაური 03.04.2015
ლარი კვლავ ქვესკნელისკენ მიექანება, ერთი დოლარი უკვე 2,25 ლარი ღირს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაპირება, რომ ეროვნული ვალუტა აღარ გაუფასურდებოდა, მხოლოდ ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. არ გამართლდა არც ეკონომიკის მინისტრის პროგნოზი, კვირიკაშვილის დაპირებული სავალუტო სტაბილიზაცია, რომელიც აპრილში უნდა დაწყებულიყო, არ ჩანს. დასუსტებულ ეროვნულ ვალუტას დევალვაციის მიმართულებით ბიძგს სებ-ის მიერ მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდაც აძლევს. მარტო გუშინ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების აუქციონზე ისტორიულად მაქსიმალური თანხა - 1 მლრდ-მდე ლარი გამოიტანა.
|
მაკა ხარაზიშვილი 03.04.2015
თბილისელების მიერ დაწუნებული "სითი პარკის" ბედი ისევ გაურკვეველია. მერიის მიერ დაქირავებულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლა, თუმცა კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა უცნობია არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ საკრებულოს დეპუტატებისთვისაც. "რეზონანსს" მერიაში განუცხადეს, რომ "სითი პარკთან" მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დაიწყება.
|