მარი ჩიტაია
31.03.2015

სააღდგომო ტურზე მოთხოვნა, შარშანდელთან შედარებით, განახევრდა. ტურისტული კომპანიების ერთ ნაწილში აცხადებენ, რომ შეკვეთები კატასტროფულად შეუმცირდათ. მეორე ნაწილი მდგომარეობას ოდნავ უკეთესად მიიჩნევს, თუმცა სტაბილური ვითარება თითქმის არსადაა.

მაკა ხარაზიშვილი
28.03.2015

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შარშან ელექტროენერგიის იმპორტმა 51 მილიონ დოლარს გადააჭარბა, 2013 წელს კი - 30 მილიონ დოლარს შეადგენდა. შარშან იმპორტის მკვეთრ გაზრდაზე გავლენა ენგურჰესის მიერ ელექტროენერგიის წარმოების შემცირებამ მოახდინა.

ელზა წიკლაური
28.03.2015

 დოლარმა შესუსტება დაიწყო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ამერიკულ ვალუტასთან მიმართებაში, თითქმის 5-6 პუნქტით გამყარდა ევრო. გაძლიერდა რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი, უკრაინული გრივნა და სომხური დრამიც კი. ქართულ ლარსა და თურქულ ლირაზე კი დოლარის პოზიციების შესუსტება ჯერ არ ასახულა, პირიქით, მარტში ლირა - 3,1%-ით, ლარი კი 2,7%-ით დაეცა. სპეციალისტების პროგნოზით, ლარზე დოლარის საერთაშორისო შესუსტება გავლენას არც მომავალში მოახდენს და ეროვნული ვალუტა გაზაფხულის მიწურულს შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს.

ელზა წიკლაური
28.03.2015

 დედაქალაქის საკრებულომ, შესაძლოა, თბილისის მერიის ავტოპარკის ხარჯების მიზანშეწონილობის შესწავლა დაიწყოს. გაერთიანებული დემოკრატების განცხადებით, ავტოპარკში 267 ავტომობილია, რომელთა შენახვისა და მომსახურების წლიური ხარჯი 2,5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. მერიაში კი ამბობენ, რომ ავტოპარკი ძველია, თუმცა "ქამრების შემოჭერის" ფარგლებში ამ მიმართულებით ხარჯის შემცირება აუცილებლად მოხდება.

მაკა ხარაზიშვილი
27.03.2015

 ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის "ყოვლისმომცველი კორექტირება" გადადო. ფინანსთა მინისტრი თებერვალში ეკონომიკის 4%-იან ზრდასა ელოდება, პარალელურად აკვირდება ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების პროცესს და არ არის გამორიცხული, ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მკვეთრად შემცირება დღის წესრიგიდან მოიხსნას. "რეზონანსი" ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს საზოგადოებისთვის მეტად აქტუალურ საკითხებზე პირადად ესაუბრა:

მარი ლიკოკელი
27.03.2015

 ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ბიზნესის წარმომადგენლების პრეტენზიებმა - საგადასახადო შემოწმების გახშირებისა და მათი ხანგრძლივობის ზრდასთან დაკავშირებით. მსხვილი კომპანიების შემდეგ შემოსავლების სამსახურის მხრიდან გახშირებულ შემოწმებებზე მცირე სავაჭრო ობიექტებიც საუბრობენ. შემოსავლების სამსახური კი ყველაფერს უარყოფს. მათი განმარტებით, საკონტროლო შესყიდვები სავაჭრო ობიექტებში ტარდება პერმანენტულად, ჩვეულ რეჟიმში და არ არის გახშირებული.

ელზა წიკლაური
27.03.2015

 პენსია, რომელიც სექტემბრიდან 6,6%-ით გაიზრდება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პრაქტიკულად, 7-8%-ით გაუფასურებული იქნება. ამასთან, სპეციალისტთა პროგნოზით, მომატებული 10 ლარიდან 8 ლარს "ინფლაცია" შეჭამს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაცია მიზნობრივ, 5%-იან მაჩვენებელს არ გადააჭარბებს. ფასთა უფრო მაღალი ზრდის პირობებში კი დანაკარგი გაცილებით მეტი იქნება.

მარი ჩიტაია
26.03.2015

 ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობას, შესაძლოა, გაზი გაუძვირდეს. როგორც კი სუბსიდირების ვადა ამოიწურება, ქვეყანაში ტარიფის გადახედვის აუცილებლობა დადგება. სოციალური გაზის სუბსიდირებას მთავრობა 2016 წლის 1-ელ მარტამდე განახორციელებს. დიდი ალბათობით, ამ პერიოდში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი შენარჩუნდება, მაგრამ რა მოხდება შემდეგ, მთავრობას ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს.

მაკა ხარაზიშვილი
26.03.2015

 ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება აღარ მოხდება, მაგრამ არც მნიშვნელოვან გამყარებას უნდა ველოდოთ. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ გამყარებული ლარი ექსპორტს ხელს შეუშლის. ამასთანავე კურსის გაუფასურებისა და პროდუქტის გაძვირების შედეგად, ეროვნული ბანკი, როგორც იქნა, შეძლებს მიზნობრივ ინფლაციას მიაღწიოს, რომელსაც წლების განმავლობაში "ნატრობდა"; მაგრამ რა ეშველება მოსახლეობას, რომელსაც პროდუქტი და კრედიტი გაუძვირდა?

მარიამ აფციაური
26.03.2015

ტუროპერატორების ნაწილი ტურიზმის ბიზნესის წამგებიანობას უჩივის. განსაკუთრებით მძიმე ვითარება აქვთ იმ სააგენტოებს, რომლებიც შიდა ტურიზმზე მუშაობენ. "რეზონანსი" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა, თუმცა აქედან 3 უკვე დახურული აღმოჩნდა. საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე ძლივს ახერხებს მუშაობას კომპანია "მედეა თრეველი". მიუხედავად ამისა, მათ ფილიალის დახურვა მაინც მოუხდათ. ისინი ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ერთ ოფისს ამუშავებენ.

მაკა ხარაზიშვილი
25.03.2015

 ბოლო 10 წელიწადში ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი 5,461 მილიარდი ლარით გაიზარდა. ბოლო წლებია, მთავრობა, საგარეო ვალთან ერთად, განსაკუთრებული მოწადინებით საშინაო ვალსაც ზრდის. შემდეგ მისი გასტუმრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უამრავი თანხა იხარჯება, რომელიც ისევ საზოგადოების კეთილდღეობას აკლდება. ფინანსთა სამინისტრო კი გვამშვიდებს, რომ ვალის მოცულობას კრიტიკულ ზღვრამდე ჯერ არ მიუღწევია.

მარი ჩიტაია
25.03.2015

დასავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მოთხოვნამ იმატა, მაგრამ გასაყიდი თითქმის არაფერი დარჩა. მიწას მოსახლეობა, ძირითადად, თხილის მოშენების მიზნით ყიდულობს. პარალელურად, გაიზარდა ინტერესი კივისა და ფეიხოას მიმართ, რაც ამ პროდუქტების მაღალმა ფასმა განსაზღვრა. სამაგიეროდ, შემცირდა სიმინდის ყანების ფართობი და ზოგ შემთხვევაში განახევრდა კიდეც.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×