ნატა გიორგაძე 14.04.2015
აზერბაიჯანში "ევრო 4"-ის ეკოლოგიური სტანდარტის შემოღებამ და იმავდროულად ახალ ავტომანქანებზე აქციზის ზრდამ ქვეყანაში ავტომანქანების იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა. ახალმა სტანდარტმა და აქციზის მატებამ უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა ქართულ ბიზნესზეც. საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 49%-ით უკვე შემცირდა. ასეთი ტენდენციის ფონზე, გამორიცხული არ არის, მალე საქართველომ რეექსპორტი ქვეყნის სტატუსი საბოლოოდ დაკარგოს.
|
მარი ჩიტაია 14.04.2015
საქართველოში სოფლის მეურნეობის რამდენიმე მიმართულება გადაშენებულად ითვლება, ზოგიც - გადაშენების ზღვარზეა. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში განვითარდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რამდენიმე დარგს ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის შანსი და არსებული პოტენციალი როგორმე უნდა იქნას გამოყენებული.
|
მაკა ხარაზიშვილი 11.04.2015
სააღდგომოდ გააქტიურებული ვაჭრობის მიუხედავად პატარა მაღაზიებში მოთხოვნა მაინც მცირეა. გარეუბნებში წვრილი მაღაზიები გაკოტრების საფრთხის წინაშე არიან. თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა - მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებმა პატარა მარკეტები შთანთქა.
|
მარი ჩიტაია 11.04.2015
აღდგომის დღესასწაულმა კვერცხის ბიზნესი გამოაცოცხლა. მეფრინველეობის ქარხნებში აცხადებენ, რომ ბოლო დროს კვერცხისა და ფრინველის ხორცის რეალიზაციამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ადგილობრივ ბაზარზე ამ ბიზნესის გამოცოცხლება დიდწილად იმპორტის შემცირებას უკავშირდება.
|
მარი ჩიტაია 11.04.2015
ბოლო ერთ თვეში საქართველოში ოქრო დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდა. შეიძლება ითქვას, რომ წელს გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ძვირფასულობის ქართული ბაზარი საერთაშორისო ტენდენციას ადეკვატურად პასუხობს. როგორც წესი, ოქროს ფასი საქართველოში თვითდინებაზეა და საერთაშორისო ბაზრის მოვლენებს იშვიათად ეხმიანება. ისიც მაშინ, როცა ფასი, კლების ან ზრდის თვალსაზრისით, რადიკალურად იცვლება.
|
მარი ჩიტაია 10.04.2015
ავტოსადგურებმა წინასააღდგომოდ ტარიფები 10-15%-ით გააიაფეს. რეგიონების მიმართულებით მგზავრობის საფასური 3-4 ლარიდან იწყება და 15 ლარამდეა.
|
ელზა წიკლაური 10.04.2015
რუსული რუბლი თვეზე მეტია, მყარდება. ასეთი ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება გახდა, თუმცა ეს პროცესი, შესაძლოა, დიდხანს არ გაგრძელდეს და ირანის ნავთობის ბაზარზე "დაბრუნებამ" შავი ოქრო ისევ გააიაფოს. ამას კი რუბლის ისევ შესუსტება და რუსეთის ისედაც უკიდურესად შემცირებული შემოსავლების მკვეთრი შემცირება მოჰყვება.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.04.2015
კომერციული ბანკები ანაბრებზე წლიურ საპროცენტო განაკვეთს ამცირებენ. კრედიტები დეპოზიტებზე თითქმის 3-ჯერ ძვირია. სპეციალისტების განცხადებით, მაღალი სპრედით (კრედიტების საპროცენტო განაკვეთებსა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა) საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. სპეციალისტების განცხადებით, სპრედის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ საბანკო ბაზარი ნაკლებად კონკურენტულია.
|
ელზა წიკლაური 09.04.2015
მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე დღეა, მყარდება. სპეციალისტები კურსის გამყარებას, ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობის ზრდას, მეორე მხრივ კი, სებ-ის ხელმძღვანელების სურვილს უკავშირებენ, თუმცა მია-ჩნიათ, რომ მერყევი კურსი ისევ შენარჩუნდება. იმისათვის, რომ სებ-მა მიზნობრივ 5%-იან ინფლაციას მიაღწიოს, ლარი, შესაძლოა, კვლავ გაუფასურდეს.
|
მარი ჩიტაია 09.04.2015
სეპარატისტულ აფხაზეთში პროდუქტის ფასი პიკს აღწევს. ბაზრებსა და ადგილობრივ მაღაზიებში წინასააღდგომოდ სურსათის შეძენა თითქმის შეუძლებელია. მოსახლეობის ინფორმაციით, ბოლო დროს პროდუქტი ისედაც გაძვირებული იყო და სადღესასწაულოდ ფასმა ყველაფერზე მოიმატა.
|
მარიამ აფციაური 09.04.2015
2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საჰაერო მიმოსვლის მხრივ ყველაზე დიდი მოთხოვნა კიევისა და რუსეთის მიმართულებაზე იყო. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი ეს მონაცემები შეცვალა.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.04.2015
2015 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი 67%-ით შემცირდა. მარტში კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60%-იანი კლება აღინიშნება, თუმცა წლევანდელი თებერვლისგან განსხვავებით, ღვინის გადაზიდვა მაინც მკვეთრად გაიზარდა. მეწარმეებს იმედი გაუჩნდათ, რომ შემდეგი თვეები უფრო აქტიური იქნება.
|