მარი ჩიტაია
06.05.2015

 დასავლეთ საქართველოში თხილის ფასმა 12 ლარამდე მოიმატა. დიდი ალბათობით, არსებული ფასი წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ხალხს მოტივაცია არ აკლია, რომ თხილის მოშენებით კიდევ უფრო დაინტერესდეს.

მაკა ხარაზიშვილი
06.05.2015

რამდენიმე დღეში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდება. ნავთობიმპორტიორები მიზეზად საწვავზე საერთაშორისო ფასის ზრდას და ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას ასახელებენ. არსებული ფასის შენარჩუნება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი 1 ლარი დოლართან მიმართებაში 2,2 ლარის ნიშნულამდე გამყარდება.

მაკა ხარაზიშვილი
05.05.2015

 აღწერის შედეგებმა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებელი თავდაყირა დააყენა. მოსახლეობის შემცირების ფონზე ქვეყანას სტატისტიკურად უფრო მეტი უმუშევარი ეყოლება, სამაგიეროდ, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელი დაახლოებით 736 დოლარით გაიზრდება. მნიშვნელოვნად შეიცვლება საერთაშორისო სარეიტინგო მაჩვენებლები. ირკვევა, რომ ყველა ფუნდამენტური კვლევა, რომლებსაც ეკონომისტები აკეთებდნენ, არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს ეფუძნებოდა.

მაკა ხარაზიშვილი
05.05.2015

 ბოლო 10 წლის განმალობაში საქართველოში 11 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა. ერთი შეხედვით, ამ რაოდენობის კაპიტალს ქვეყნის ეკონომიკა ბევრად წინ უნდა წაეწია, ვიდრე ამჟამადაა. რეალურად კი ქვეყანაში არც უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირებულა და არც სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულა. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ საქართველოში, ძირითადად, სპეკულაციური ინვესტიციები შემოდიოდა, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე არ აისახა.

მარი ჩიტაია
05.05.2015

კერძო სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტი მცირდება. პრობლემის აცილების მიზნით ზოგიერთ სკოლაში ფასების შეცვლისთვის ემზადებიან. ჯერჯერობით უცნობია, რამდენით გაიზრდება გადასახადი. დირექტორთა ინფორმაციით, სავალუტო კრიზისის გამო, დოლარში აღებული კრედიტები გაუძვირდათ და შემოდგომიდან, თუ კურსი არ დასტაბილურდება, სწავლა გაძვირდება.

ელზა წიკლაური
05.05.2015

საქართველოში ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელი შემცირდა. საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,4%-ით ნაკლები საწარმო დარეგისტრირდა. სპეციალისტები რეგისტრაციის შემცირების მთავარ მიზეზებად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და საწარმოთა დიდ რაოდენობას ასახელებენ.

ელზა წიკლაური
05.05.2015

ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება. მანამდე კი სავალუტო კრიზისის წარმოქმნაში ეროვნულ ბანკს ღიად აკრიტიკებს ყოფილი პრემიერი და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ მას მიუძღვის. სებ-ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. ანალიტიკოსები კი სამართალდამცავებს ეროვნული ბანკის ქმედებების შესწავლას სთხოვენ.

ელზა წიკლაური
02.05.2015

 მომავალი კვირიდან, შესაძლოა, მედიკამენტები ისევ გაძვირდეს. ფასის ზრდა იმაზე იქნება დამოკიდებული, ეროვნული ვალუტის კურსი იგივე ნიშნულზე დარჩება თუ უფრო მეტად გაუფასურდება. ფარმაცევტულ კომპანიებში ამბობენ, რომ მატება იქნება, მაგრამ არა - საგანგაშო. იანვრიდან დღემდე კი წამლების გარკვეული ნაწილი 12-15%-ით უკვე გაძვირდა.

მარი ჩიტაია
01.05.2015

 სავალუტო კრიზისმა მშენებარე ბინების გაყიდვა მნიშვნელოვნად შეამცირა. სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული გავლენა სამშენებლო მასალების გაძვირებამაც გამოიწვია, თუმცა ამ პროცესს ბინის ფასზე გავლენა არ მოუხდენია.

მაკა ხარაზიშვილი
30.04.2015

 მთავრობამ გაზის სექტორი ისევ სუბსიდირების იმედზე დატოვა. როგორც "რეზონანსი" წერდა, მეწარმეებისთვის ბუნებრივი აირი არც 1-ლი მაისიდან გაძვირდება. ბიუჯეტს კი სუბსიდირებისთვის დამატებითი თანხის მოძიება მოუწევს. გაუფასურებული ლარის გამო ადრე თუ გვიან ტარიფი მაინც გაიზრდება, სუბსიდიისთვის გამოყოფილი თანხა კი წყალში გადაყრილი აღმოჩნდება.

მარი ჩიტაია
30.04.2015

საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მეტისმეტად ლოიალურია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იგი მოსახლეობას გმო პროდუქტებთან დაკავშირებული საფრთხისგან საერთოდ ვერ იცავს. ამ მხრივ საქართველოში ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სომხეთში, თუმცა აზერბაიჯანთან შედარებით გაცილებით ცუდი ვითარება გვაქვს.

მაკა ხარაზიშვილი
30.04.2015

ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური გუნდის შეცვლას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები მთავრობის გადადგომით ქვეყნის ეკონომიკაში რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ მოელიან. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკური გუნდი უნდა შეცვლილიყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×