ელზა წიკლაური 12.05.2015
საქართველოში უცხოურ ვალუტაში გადაყვანილი პენსიის ოდენობა შემცირდა. თუ ლარის დევალვაციამდე საშუალო პენსია 85 დოლარი იყო, დღეს ის უკვე 64 დოლარს შეადგენს და რეგონში უმდაბლესი მაჩვენებელია. საშუალო ხელფასით კი მხოლოდ სომხეთსა და მოლდოვას ვუსწრებთ. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში პენსია საშუალო ხელფასის მხოლოდ 17,1%-ს შეადგენს და ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
|
მარი ჩიტაია 12.05.2015
საზაფხულო სეზონის წინ ესთეტიკური ცენტრების მომსახურებაზე მოთხოვნამ მოიმატა. დედაქალაქის სოლარიუმებში აცხადებენ, რომ კლიენტების რაოდენობა ერთბაშად გაორმაგდა, რაც მიმდინარე პერიოდისთვის ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.
|
მარი ჩიტაია 09.05.2015
თურქეთიდან ქათმის ხორცისა და კვერცხის იმპორტი დროებით აიკრძალა. ასეთი გადაწყვეტილება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქათმის გრიპის გავრცელების საფრთხის აცილების მიზნით მიიღო. როგორც ვიცით, ეპიდემიის შემთხვევა ამ რამდენიმე დღის წინ თურქეთში დაფიქსირდა. დიდია ალბათობა, რომ ქათმის გრიპი საქართველოშიც გავრცელდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.05.2015
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურების მიზეზების დამდგენი კომისიის შექმნის წინააღმდეგია. მას მხარს სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენელიც უბამს და ამ გადაწყვეტილებას ეროვნულ ბანკზე ზეწოლად აფასებს. საზოგადოების ნაწილს კი უკვირს, რატომ აშინებს გიორგი ქადაგიძეს კომისიის შექმნა, რომელმაც უნდა დაადგინოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზები. გაკეთებული ანალიზის საფუძველზე უფრო ნათლად გამოიკვეთება პრობლემის გადაჭრის გზა.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.05.2015
განვითარებულ ქვეყნებში მინიმალური ხელფასის ოდენობა კანონით განისაზღვრება. ულტრალიბერალიზმის მიმდევრებისთვის ასეთი რეგულაციების დაწესება მიუღებელია. საქართველოში ამგვარი ნორმის დაწესება ყოვლად წარმოუდგენელია. მინიმალური ანაზღაურება კი არა, დასაქმებულთა უფლებების მინიმალურ დონეზე დასაცავად "შრომის კოდექსის" ცვლილებებს საოცარი წინააღმდეგობა შეხვდა.
|
ელზა წიკლაური 08.05.2015
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის ტარიფების შემცირების შედეგად, შესაძლოა, ინტერნეტი სამომხმარებლო ბაზარზეც გაიაფდეს. როგორც კომისიაში აცხადებენ, მათ მიერ განხორციელებული სატარიფო ცვლილება ბაზარზე მყისიერად ნამდვილად ვერ აისახება. ამ ეტაპზე სამომხმარებლო გადასახადის შემცირებას არ ელიან "ახალგაზრდა ადვოკატებიც".
|
მარი ჩიტაია 08.05.2015
ჰიპერმარკეტ "კარფურის" სავაჭრო ქსელში ამჯერადაც აქტუალურია ფასის, ზუსტი წონისა და ხარისხის პრობლემა. ამას ემატება პროდუქტის შენახვის ვადისა და პირობების დარღვევის ფაქტები. "კარფურში" მომხმარებელთა უფლებების დარღვევას სხვადასხვა დროს ჩატარებული არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევაც ადასტურებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.05.2015
დასაქმება ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ხელისუფლება ახალი საწარმოების გახსნის შესახებ მუდმივად საუბრობს, ქვეყანაში დასაქმების დინამიკა თითქმის არ უმჯობესდება. სპეციალისტები წლეულს ამ მაჩვენებლის მცირედით გაუმჯობესებას ელიან.
|
მარიამ აფციაური 08.05.2015
საქართველოში შიდა ავიამიმოსვლა შეფერხებულია. თელავის აეროდრომის ამოქმედება ვერ მოხერხდა. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, როდის იგეგმება ანაკლიის აეროპორტის მშენებლობის დაწყება.
|
მარი ჩიტაია 07.05.2015
საგაზაფხულო კურორტებზე მომსახურების ფასი 5-დან 20 პროცენტის ფარგლებში მოიმატებს. კორექტირება როგორც საზღვაო, ასევე სამთო და სამკურნალო კურორტებზეც იგეგმება. სასტუმროების მფლობელების განცხადებით, სავალუტო კრიზისის გამო სხვა გამოსავალი არ აქვთ და მომსახურების გაძვირება მოუწევთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.05.2015
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ კატასტროფულად გაუფასურებული ლარის გამყარებას შეუწყოს ხელი. ეკონომისტები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთი ან საერთოდ არ გაიზრდება, ან უმნიშვნელოდ შეიცვლება.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.05.2015
საქართველოს საბანკო სექტორში ცვლილებებია. "სილქ როუდ ბანკი" (ბითიეი) მყიდველს ეძებს, "პროგრეს ბანკის" საკონტროლო პაკეტი კი კიდევ ერთხელ გაიყიდა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საბანკო სექტორში კონკურენციის გასაზრდელად უმჯობესია, ქვეყანაში რომელიმე მსხვილი საერთაშორისო ბანკი შემოვიდეს. ხელისუფლება საბანკო ბუმს გვპირდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე საქართველო უცხოური ბანკებისთვის საინტერესო არ არის.
|