მაკა ხარაზიშვილი 26.05.2015
ეროვნული ბანკის ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უარყოფითად შეაფასა. უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მათ კითხვებზე ამომწურავი პასუხი ვერ მიიღეს. ზოგიერთმა მათგანმა ქადაგიძის გამოსვლა დემაგოგიად შეაფასა და აღნიშნა, რომ სებ-ის პრეზიდენტი ციფრებით მანიპულირებდა. სხდომაზე ქადაგიძეს რამდენიმე ბანკის გაკოტრების საკითხი და 2009-10 წლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ზეწოლის საქმეებიც შეახსენეს.
|
ელზა წიკლაური 26.05.2015
იმპორტირებულ პროდუქციაზე დღეს არსებული ფასის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2,1-2,2 ლარის ნიშნულზე დაბალანსდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მსხვილი იმპორტიორები აცხადებენ, ბაზარზე პროდუქტი კიდევ გაძვირდება. სავაჭრო ობიექტებში ფასი დღეს არსებული კურსის შემთზვევაშიც მოიმატებს, რამდენადაც, იმპორტიორების თქმით, ძველი ნაშთი ამოწურულია და მათ პროდუქცია უკვე "გაძვირებული დოლარით" შემოაქვთ.
|
მარი ჩიტაია 26.05.2015
სუპერმარკეტებისა და მაღაზიების დიდ ნაწილში პურის შენახვის ნორმები დაუდევრად ირღვევა. საქართველოში სარეალიზაციო პურის 60%-ს დართული აქვს არასწორი ეტიკეტი, ხოლო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მხრივ არსებულ დარღვევათა მასშტაბი 70%-ს აღწევს.
|
მარი ჩიტაია 26.05.2015
მარწყვის წლევანდელი სეზონი ჩავარდნას გადაურჩა. მართალია, უამინდობამ კახეთის რამდენიმე სოფელში მოსავლის დიდი ნაწილი დააზიანა, მაგრამ დანაკარგს მარწყვის ბიზნესზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.05.2015
კახეთში წელს ყურძნის უხვ მოსავალს ელიან, თუმცა ღვინის ექსპორტის შემცირება, სავარაუდოდ, ყურძენის შესყიდვასა და მის ფასზე გავლენას მოახდენს. ღვინის კომპანიები "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებენ, რომ მათ ღვინის დიდი მარაგი აქვთ, შესაბამისად, ყურძენს ისეთი რაოდენობით ვეღარ შეისყიდიან, როგორიც შარშან.
|
ელზა წიკლაური 23.05.2015
მთავრობის წლევანდელი საინვესტიციო თამასა ერთი მილიარდი დოლარია. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ხელისუფლებას ასეთი მოლოდინის საფუძველს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გამართული რამდენიმე ბიზნესფორუმი აძლევს. უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზი აქვთ ეკონომისტებსაც. მათი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა განახორციელა, გამორიცხული არ არის, რომ საინვესტიციო მონაგარმა 1,5 მლრდ-საც კი გადააჭარბოს.
|
მაკა ხარაზიშვილი 23.05.2015
ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე უკვე მუშაობს. დაზუსტებული მონაცემები პარლამენტში კვარტალის ბოლოს შევა. ამასთან, მთავრობამ ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზიც უნდა წარმოადგინოს. სპეციალისტების ვარაუდით, ბიუჯეტი, დაახლოებით, 5%-ით შემცირდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 23.05.2015
ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქციას ხელმეორედ ჩამოართმევენ. ხელისუფლება ჩქარობს და ეს საკითხი პარლამენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაგვაროს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი სებ-ის პრეზიდენტისადმი ხელისუფლების უნდობლობა გახდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 22.05.2015
დედაქალაქში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. მოსახლეობა ელოდება, რომ ლარი უფრო მეტად გამყარდება და დოლარის შესყიდვისგან თავს იკავებს. ამასობაში, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 ლარი 2,25-ის ნიშნულამდე გამყარდა. შიდა სავალუტო ბაზარზე ხელოვნურად გამოწვეული აჟიოტაჟი ჩაცხრა.
|
მარი ჩიტაია 22.05.2015
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი პოზიციას თმობს. საექსპორტო თვალსაზრისით ამ ჯგუფმა პირველიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დიდია ალბათობა, რომ წლის მეორე კვარტალში ავტომობილები საექსპორტო სამეულიდანაც კი ამოვარდეს.
|
ელზა წიკლაური 22.05.2015
ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისთვის ემზადება. ტრანსანატოლიური გაზსადენის (ტანაპი) მშენებლობა უკვე დაიწყო, მისი განშტოების - ტაპ-ის პროექტის განხორციელება კი 2016 წლის მაისიდან დაიწყება. მშენებლობის დაწყებაზე ნებართვას ხელს იტალიის ეკონომიკის განვითარების მინისტრმა უკვე მოაწერა.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.05.2015
საქართველოში პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, მეცხოველეობაში წინსვლაა. დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია 1,7 მილიონი რქოსანი პირუტყვის ყოლა. ასევე აქვს შესაძლებლობა, იყოლიოს 35-40 მილიონი ფრთა ქათამი, რაც მოხსნის ამ სფეროში არსებული პრობლემებს.
|