მაკა ხარაზიშვილი
30.05.2015

 აპრილში ეკონომიკა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამჯერ შემცირდა. არადა, თებერვალსა და მარტში შედარებით მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მთავრობას იმედი ჩაუსახა, რომ აპრილი კიდევ უფრო აქტიური იქნებოდა. ამიტომაც, ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზის დადგენა და შესაბამისად, ბიუჯეტის კორექტირება ამ მიზეზითაც გადაიდო. რეალურად კი გასულ თვეს მშპ მხოლოდ 0,9%-ით გაიზარდა.

მაკა ხარაზიშვილი
30.05.2015

საქართველოში ღატაკთა რაოდენობამ 11%-ს გადააჭარბა, ხოლო ღარიბთა რიცხვი 21,4%-ია. "რეზონანსმა" სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დაასწრო და გაცილებით ადრე გამოაქვეყნა, რომ მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, ღატაკთა რიცხვი 11%-ს მიაღწევდა. "საქსტატს" წინა წლები არ გაუსწორებია და ამიტომაც ღარიბების რიცხვის ზრდა თვალშისაცემი გახდა. სპეციალისტების აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, ღარიბთა რაოდენობა 2%-ით მეტი იქნება თუ არა, ეს მონაცემი რეალობას მაინც არ ასახავს.

მარი ჩიტაია
30.05.2015

ქართული ფეხსაცმლის წარმოებას პრობლემა აქვს. ბიზნესის ეს სფერო მთლიანად დამოუკიდებელ მეწარმეთა საქმიანობაზეა მინდობილი. იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში დამზადებულ ფეხსაცმელზე მოთხოვნა თითქმის არ არის. მეწარმეები ჩივიან, რომ ჩინური და თურქული წარმოების იაფიანი პროდუქციის მოჭარბების გამო რეალიზაცია უჭირთ.

მარი ჩიტაია
29.05.2015

 2015 წლის პირველი ნახევარი სარეკლამო ბიზნესისთვის რთული აღმოჩნდა. ტელევიზიის გარდა, სარეკლამო აქტივობა კომპანიებმა თითქმის ყველგან შეზღუდეს. განსაკუთრებით ცუდ დღეში აღმოჩნდა რადიო და გარე რეკლამა. ამ მიმართულებით მოთხოვნა თითქმის აღარ არის, რასაც ცარიელი ბილბორდების სიმრავლეც ადასტურებს.

მაკა ხარაზიშვილი
29.05.2015

"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონი ძირეულად იცვლება. სპეციალისტების განცხადებით, თავის დროზე კანონის ინიციატორებმა მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, ამიტომ 2 წელი დაიკარგა და კოოპერაციული მეურნეობების ეფექტური განვითარება ვერ მოხერხდა. სულ საქართველოში 800-ზე მეტი კოოპერატივია დარეგისტრირებული, მაგრამ უმრავლესობა უმოქმედოა.

მაკა ხარაზიშვილი
29.05.2015

 "ტავ ურბან საქართველო" თბილისის აეროპორტში კიდევ 12 წელი დარჩება. კომპანიამ დამატებითი ინვესტიციები უნდა განახორციელოს და სექტემბრიდან ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა დაიწყოს. რაც შეეხება ტარიფის ზრდას, ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია ამ საკითხზეც დაიყოლიეს და ტარიფი სამ ეტაპად, მგზავრზე თითო დოლარით გაიზრდება.

მაკა ხარაზიშვილი
28.05.2015

 გამყარებისა და დასტაბილურების ნაცვლად, ლარი ისევ ნახტომისებურად გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 დოლარი 2,2905 ლარი ღირს. ეს მაშინ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ კურსის გაუფასურება აღარ მოხდებოდა. უფრო მეტიც, პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობას აღარ გაზრდიდა და ლარის სტაბილურობას შეუწყობდა ხელს. ყველაფერი კი პირიქით მოხდა.

მარი ჩიტაია
28.05.2015

ჩაის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა წელს 3500-4000 ტონამდეა. ბოლო რამდენიმე წელია, ჩაის წარმოება ამ მაჩვენებელს ვერაფრით ასცდა. სპეციალისტები წელს უფრო დიდ მოსავალს ელოდნენ, მაგრამ ამჯერად ხელისშემშლელი ფაქტორი ამინდი აღმოჩნდა.

ელზა წიკლაური
28.05.2015

საქართველოში უმუშევრობის დონე ქაღალდზე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელთან შედარებით, შარშან დასაქმებულთა რაოდენობა 2,2%-ით გაიზარდა და უმუშევრობის მაჩვენებელმა 12,4% შეადგინა. მთავრობა კმაყოფილია, სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში დასაქმების მხრივ მდგომარეობა ისევ მძიმეა. იმის გამო, რომ ქვეყნიდან 1,5 მლნ ადამიანია გასული, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი 60%-ს აჭარბებს, ქვეყანაში რეალური უმუშევრობის დონე 40-45%-ის ფარგლებშია.

მარი ჩიტაია
27.05.2015

 საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი მკვეთრად იაფდება, ხოლო საქართველოში ამ ტენდენციას 5-თეთრიანი ფასდაკლებით პასუხობენ. ბოლო ერთი წლის განმავალობაში 1 ტონა თეთრი შაქარი საერთაშორისო ბაზარზე 123 დოლარით გაიაფდა, ხოლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული - 66 დოლარით.

ელზა წიკლაური
27.05.2015

მოგების გადასახადი, შესაძლოა, გაუქმდეს, დაბეგვრას კი მხოლოდ დივიდენდი დაექვემდებაროს. ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულ ინიციატივაზე უკვე მუშაობს, რომლის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოგების გადასახადის შესაძლო გაუქმებას დადებითად აფასებენ ბიზნესმენები და აცხადებენ, რომ ეს ქვეყანაში რეინვესტირების სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

მაკა ხარაზიშვილი
27.05.2015

საქართველოს ზედამხედველობის სააგენტოს შესახებ კანონპროექტის მიღება დიდი სისწრაფით მიმდინარეობს. მისი დამტკიცემა 1-ელ ივლისამდე უნდა მოესწროს. მანამდე საპარლამენტო კომიტეტები ბიზნესმენებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავენ. სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პროცესი გაციელბით გამჭვირვალე გახდება და მოიხსნება კითხვები საბანკო სპეკულაციებთან დაკავშირებით, რომელიც ლარის დევალვაციამ წარმოშვა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×