ელზა წიკლაური 15.07.2015
ირანსა და "ექვსეულს" შორის შეთანხმება მიღწეულია. თეირანი ბირთვულ პროგრამას შეზღუდავს, ამის სანაცვლოდ კი მის მიმართ დაწესებული სანქციების დიდი ნაწილი მოიხსნება, შესაბამისად, დასავლეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც გაფართოვდება. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში ირანი თცშაე-ის სისტემაში ჩაერთვება, ასევე დაიწყება ნავთობის ექსპორტიც. თეირანში ვარაუდობენ, რომ სანქციების მოხსნიდან ძალიან მალე ისინი ევროპის სანავთობე ბაზარზე საკუთარ 43%-იან წილს ისევ დაიბრუნებენ.
|
მარი ჩიტაია 15.07.2015
აფხაზეთში ქართული პროდუქტი ძალიან ძვირად იყიდება. გალში ფასთა შორის სხვაობა 100%-ის ფაგლებშია, მაგრამ სხვა ქალაქებში მკვეთრად მატულობს. რეგიონში ყველაზე მაღალი ფასი სოხუმშია. იქ ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან შეტანილი სურსათ-სანოვაგე 300%-ით ძვირი ღირს.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.07.2015
თურქმენეთსა და საქართველოს შორის შეიძლება მტკიცე ენერგეტიკული ძაფი გაიბას. შუა აზიური ქვეყანა დიდი ხანია ალტერნატიული წყაროს ძიებაშია და სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ევროპა თურქმენული გაზის "წამოსაღებად" ახლა მაინც მიიღებს რეალურ გადაწყვეტილებას. ახალ მარშრუტში საქართველო ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ქვეყანაა.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.07.2015
წლის ბოლოსთვის საქართველოს საგარეო ვალი 14 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ქვეყნის ეკონომიკას ამ რაოდენობის ვალის გასტუმრება არ შეუძლია და სპეციალისტები მთავრობას უჩევენ, შეჩერდეს ვალის ზრდის ტემპი, რათა სახლმწიფო დეფოლტის წინაშე არ აღმოჩნდეს.
|
მარი ჩიტაია 14.07.2015
სიიაფის მიუხედავად, საზამთროს წელს მომხმარებელი არ სწყალობს. შარშანდელთან შედარებით, იგი 30%-ით არის გაიაფებული, მაგრამ მყიდველი ისევ პასიურია. ცალკე მოვაჭრეები ჩივიან, ცალკე - მყიდველები, რომელთა ფინანსური მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 11.07.2015
ხორბლის უხვმა მოსავალმა ფქვილი ვერ გააიაფა, პირიქით, ბოლო თვეებთან შედარებით ფქვილი, დაახლოებით, 6 ლარით არის გაძვირებული და 43 ლარი ღირს. მეხორბლეთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ქართული ხორბალი დიდწილად უხარისხოა და წისქვილკომბინატები ადგილობრივი ხორბლის სიუხვის პერიოდშიც კი იმპორტირებულ ხორბალზე არიან დამოკიდებულნი. სპეციალისტების ნაწილი კი პრობლემას მონოპოლიურ ბაზარს უკავშირებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 11.07.2015
მსოფლიოში ნავთობი იაფდება, ბენზინის კი - არა. სპეციალისტების განმარტებით, ნავთობის გაიაფება მისი პროდუქტების ფასის ვარდნის პროპორციულია. ამ შემთხვევაში კი, სეზონურობიდან გამომდინარე, ბენზინზე დიდი მოთხოვნაა, რაც ამ პროდუქტის შედარებით სიძვირეს განაპირობებს.
|
მარი ჩიტაია 11.07.2015
ინტერნეტ მაღაზიებს, ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში საქმიანობა უჭირთ. ლარის გაუფასურებამ ეს ბიზნესი სერიოზულად დააზარალა. იანვრიდან მოყოლებული, ინტერნეტ-გამოწერის რაოდენობა განახევრდა, ხოლო კომპანიების მომსახურების საფასური 5-10%-ის ფარგლებში გაძვირდა.
|
ელზა წიკლაური 11.07.2015
ავტოსადგურების მოწესრიგება მალე კანონმდებლობით დარეგულირდება. ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე მზად აქვს და მისი პარლამენტში წარდგენა საშემოდგომო სესიებზე მოხდება. კანონმდებლობის შექმნას დროულს და აუცილებელს უწოდებენ სპეციალისტები. ტრანსპორტის პროფკავშირებში ამბობენ, რომ ამით არა მარტო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, არამედ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალიც შევა.
|
ელზა წიკლაური 10.07.2015
საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება, თუმცა დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება - სწორედ ასეთი ცვლილება შევიდა "საბანკო ზედამხედველობის შესახებ" მომზადებულ კანონპროექტში მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ის პირველი მოსმენით განიხილა.
|
ელზა წიკლაური 10.07.2015
რუსეთზე ეკონომიკური წნეხი ძლიერდება. ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, დასავლეთმა კრემლს სანქციები წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა. გარდა სანქციებისა, რუსულ გიგანტ კომპანიებს უკვე ფინანსური პრობლემებიც შეექმნა. თურქმენეთმა რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია "გაზპრომი" გადაახდისუუნაროდ გამოაცხადა, რუმინეთში კი "ლუკოილს" 2 მლრდ დოლარის აქტივი დაუყადაღეს.
|
მარი ჩიტაია 10.07.2015
არ არის გამორიცხული, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს. მართალია, ამაზე თამამად საუბარი უჭირთ, მაგრამ ოფიციალური უწყებების მიერ ბოლო დროს შეფარვით გაკეთებული განცხადებები აშკარად ქმნის წინაპირობას, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებას შეაგუონ.
|