მაკა ხარაზიშვილი
09.07.2015

საქართველოს სატრანზიტო დერეფანი თანდათანობით ხიბლს კარგავს. ქვეყანაში ტვირთბრუნვა ყველა მიმართულებით შემცირდა - რკინიგზა, პორტები, ავიაცია. სპეციალისტების განცხადებით, ამ პროცესში საკმაო "დიდი წვლილი" ნავთობის გადაზიდვების შემცირებას მიუძღვის, ვინაიდან მენავთობეები ბევრად იაფ სატრანსპორტო წყაროს - მილსადენებს - ირჩევენ, რკინიგზა და პორტები კი ამ ტვირთს ყოველწლიურად კარგავს.

მაკა ხარაზიშვილი
09.07.2015

 წელს საქართველოში ხორბლის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. კახეთში ალოობა მალე დასრულდება და კომბაინები სამცხე-ჯავახეთისკენ გადაინაცვლებენ. გლეხები ამბობენ, რომ ერთ ჰექტარ ყანაში 3,5-5 ტონა ხორბლის მოსავალი მოვიდა. გლეხებს ახლა მხოლოდ მზესუმზირას მოსავალი ადარდებთ. შარშან, გვალვის გამო, მზესუმზირის პლანტაციებს კელაპტარა მოედო და მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. კელაპტარა წელსაც გამოჩნდა, თუმცა მასობრივად არა.

მარი ჩიტაია
09.07.2015

რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მოთხოვნამ იმატა, თუმცა მოსავლიან ადგილას მისი ყიდვა თითქმის ყველგან პრობლემაა. ერთწლიანი კულტურების მოსაყვანი მიწა ყველაზე იაფია და მისი შეძენა მყიდველს 1 ლარიდანაც შეუძლია (1 კვ/მ). გაცილებით ძვირია მიწის ყიდვა მრავალწლიანი კულტურების გაშენების მიზნით. ასეთი მიწის ღირებულება, საშუალოდ, 2-4 ლარის ფარგლებშია. კარგი მდებარეობის პირობებში, ფასი გაცილებით ძვირია.

მაკა ხარაზიშვილი
08.07.2015

 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე შემაჯამებელმა სხდომამ დეპუტატების გარეშე ჩაიარა. ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას მარტოოდენ რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა. რამდენიმე წუთი დაეთმო იმის გარკვევას, თუ რა რჩევას აძლევდნენ მთავრობას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები მათ მიერ მომზადებულ რებუსებით მოცულ დასკვნაში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა.

მარი ჩიტაია
08.07.2015

სურსათის სავალდებულო მარკირების წესების გამკაცრებას შედეგი რეალურად არ მოჰყოლია. დახლებზე იმპორტირებული პროდუქცია კვლავ ნიშანდების გარეშე იყიდება. კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, სურსათის უვნებლობის სააგენტო სავაჭრო ობიექტების მასობრივ შემოწმებას არ გეგმავს.

მაკა ხარაზიშვილი
07.07.2015

 საქართველოს ენერგოსისტემა "ენგურჰესის" ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს. 2015 წლის იანვარ-მაისში აფხაზეთის რეგიონში, "ჩერნომენერგომ" "ენგურისა" და "ვარდნილის" მიერ გამომუშავებული 1-თეთრიანი ელექტროენერგიის 60%-ზე მეტი წაიღო. და საერთოდ ასე ხდება ყოველ ზამთარს. მაშინ, როდესაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დეფეციტია და ქვეყანა დენის იმპორტს ეწევა, სეპარატისტებს ყველაზე პრობლემურ თვეებში ენგურის გამომუშავებული ენერგია თითქმის მთლიანად მიაქვთ.

ელზა წიკლაური
07.07.2015

 ეროვნული ვალუტა წლის ბოლომდე, შესაძლოა, კიდევ გამყარდეს და 2,25-ის ნიშნულსაც კი ჩამოსცდეს. სპეციალისტების განცხადებით, ტურისტების მატება, საინვესტიციო ნაკადების ზრდა და სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სწორედ ასეთი პროგნოზიც გაკეთების საშუალებას იძლევა. ლარის უფრო მეტად გაჯანსაღებისთვის ახლა მთავარი მთავრობის მიერ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით სწორი რეფორმების გატარებაა, რათა ინვესტიციები უფრო მეტად რეალურ ეკონომიკაში ჩაიდოს.

მაკა ხარაზიშვილი
07.07.2015

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი თანხა უკონტროლოდ იხარჯება. სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ პროგრამის არსებობა არც კი იცის. შესაბამისად, მათ არ აქვთ ინფორმაცია, პრობლემების გადასაჭრელად რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო და საერთოდ სად მიდის ეს ფული. ამ დროს ყოველწლიურად ბიუჯეტი ამ პროგრამას 50 მილიონი ლარით აფინანსებს.

მაკა ხარაზიშვილი
04.07.2015

საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები ისევ შეჩერებულია, არადა იგი სწორედ ამ კომპონენტის მიხედვით ნომერ მეორე ქვეყანაა საქართველოსთვის. საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ დოლარამდე რიცხავდნენ. "რეზონანსი" დაინტერესდა რამდენად არის საშიშროება, რომ საბერძნეთის კრიზისმა ისედაც გაუფასურებულ ლარზე უფრო მეტი გავლენა მოახდინოს. უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება ამ რამდენიმე კვირის წინათ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ერთ-ერთი მთავარ ფაქტორად სახელდებოდა.

მაკა ხარაზიშვილი
04.07.2015

 ივნისში ღვინის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდს მაინც 25%-ით ჩამორჩა. მეღვინეებს რუსეთის ბაზარმა იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუა და ისინი სწრაფ დივერსიფიკაციაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. ამ დროისთვის ყველაზე პერსპექტიულ ბაზრებად აშშ და იაპონია განიხილება. გაისად კი მარკეტინგული კამპანიის დაწყება იგეგმება იაპონიაშიც.

მაკა ხარაზიშვილი
03.07.2015

 ხუდონჰესთან დაკავშირებით კომპანია "ტრანს ელექტრიკასთან" გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებები შევა. სპეციალისტების ნაწილის ამბობს, რომ ესაა კომპანია, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვერც ერთი პირობა ვერ შეასრულა. შესაბამისად, მასთან ურთიერთობა საერთოდ უნდა გაწყდეს.

მარი ჩიტაია
02.07.2015

 დასავლეთ საქართველოში შემოდგომისთვის პირველად სიმინდის ზეთის ქარხანა ამუშავდება. ადგილობრივმა საწარმომ სიმინდის წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი. კომპანიის მფლობელები პირობას დებენ, რომ ქარხანას ადგილობრივი პროდუქტით მოამარაგებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×