მარი ჩიტაია
21.10.2015

 დაფნის ფასმა წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. დასავლეთ საქართველოში 1 კგ ფოთოლს 4-4,5 ლარად იბარებენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ფასად დაფნა არასდროს გაყიდულა. მკვეთრი მატება რუსეთსა და თურქეთში გაზრდილმა ექსპორტმა გამოიწვია.

მაკა ხარაზიშვილი
20.10.2015

 ზამთარში ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. ამ პერიოდში სიტყვიერად შეთანხმებული კვოტები 40/60-ზე არ სრულდება. საქართველოს ელექტროსისტემა იძულებულია დანარჩენი რეგიონების ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად იმპორტი გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ენერგომოხმარება ყოველ წელს იზრდება და არ არის გამორიცხული, რომ მალე ამ რეგიონის დასაკმაყოფილებლად სისტემიდან უფრო მეტი ელექტროენერგია გავიდეს, ვიდრე ენგურჰესი და ვარდნილჰესი ერთად გამოიმუშავებენ. არსებობს ეჭვი, რომ აფხაზეთს ამდენი დენი არ სჭირდება და მას კრასნოდარის მხარეში ყიდიან.

მაკა ხარაზიშვილი
20.10.2015

 გაისად პენსიების გაზრდის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. "ქართული ოცნების" დეპუტატები წინასაარჩევნოდ დაპირების შესრულებასა და პენსიების გაზრდას ითხოვენ. მთავრობა კი მზად არის ბიუჯეტში დამატებითი ფინანსური რესურსი მოიძიოს და პარლამენტის მოთხოვნა შეასრულოს.

მარი ჩიტაია
20.10.2015

რაჭაში გირჩის რთველს პრობლემა აქვს. გარდა იმისა, რომ წელს მოსავალი შემცირდა, რეალიზაციამ კატასტროფულად იკლო. ევროპაში ჩვენი პროუქტის გაყიდვა დაახლოებით 80%-ით მოიკლო. წინა წლებში გირჩების შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესში საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, ახლა კი მათი რაოდენობა გამესამედებულია.

მაკა ხარაზიშვილი
20.10.2015

 კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე მონოპოლისტები ვერ აღმოაჩინა. რამდენიმე წლის განმავლობაში მეწისქვილეები აზერბაიჯანული კომპანიის "კარმენის" დომინანტურ მდგომარეობასა და მის მიერ ფასების განსაზღვრის პოლიტიკაზე საუბრობდნენ. სააგენტოში დომინანტობა დაადასტურეს, თუმცა განმარტეს, რომ მას "კარმენი" "ბოროტად არ იყენებდა".

ნატა გიორგაძე
20.10.2015

 ყაზაზურმა მხარემ, შესაძლოა, საქართველოდან ინვესტიციების გატანა გადაიფიქროს. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ყაზახელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარიც კი არ ყოფილა. უკვე გადაწყდა, რომ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საკითხზე ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.

მარი ჩიტაია
17.10.2015

 ლარის კურსის გამყარების ტენდენცია მომავალ კვირასაც შენარჩუნდება. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და საგარეო ფაქტორები ეროვნული ვალუტის კურსზე დადებით გავლენას მოახდენს.

ელზა წიკლაური
17.10.2015

 ფოთის, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ, მთავრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას ანაკლიაშიც აპირებს. უკვე ცნობილია, რომ თიზ-ს 600 ჰექტარი მიწა ანაკლიის პორტის მიმდებარედ გამოეყოფა. ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს რეგიონში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. მთავრობისგან განსხვავებით კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას სკეპტიკურად უყურებენ ეკონომისტები და აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როცა ძველმა არ გაამართლა, ახლის შექმნა ნაადრევია და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

თამარ ლომიძე (ბიზნესპრესი)
16.10.2015

 ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ხარჯზე ექსპერიმენტებს აგრძელებს: ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, 1-ლი ნოემბრიდან კიდევ ერთი ახალი რეგულაცია უნდა ამოქმედდეს - უალკოჰოლო სასმელები ელექტრონული მარკირების წესს დაექვემდებარება. საფასურს ბიუჯეტი გადაიხდის.

მარი ჩიტაია
16.10.2015

ჯართის ფასი კატასტროფულად დაეცა. ბოლო 2 კვირაა, ჩამბარებელ პუნქტებში 1 ტონა ჯართს 150-200 ლარად იბარებენ. ცოტა ადრე კი მისი ღირებულება 300 ლარს შეადგენდა. მეჯართეების ინფორმაციით, საქართველოში ეს დარგი თანდათან კვდება, რადგან ფინანსურად უკვე წამგებიანი ხდება.

მაკა ხარაზიშვილი
16.10.2015

 რიკოთის უღელტეხილზე 56-კილომეტრიანი მაგისტრალი, შესაძლოა, ჩინელმა ინვესტორებმა ააშენონ. აბრეშუმის გზის ფორუმზე ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ახალი მაგისტრალი ფასიანი იქნება და იგი ჩინელებს, სავარაუდოდ, 50-წლიანი მართვის უფლებით გადაეცემა.

მაკა ხარაზიშვილი
15.10.2015

საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი 15%-ით გაძვირდა. დოლარის გაუფასურების პროცესის დაწყების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ფასმა სხვა ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზეც (ზეთი, ხორბალი) მოიმატოს. ნავთობპროდუქტების ფასი ბოლო პერიოდში ცოტათი მაღლა მიცოცავს კიდეც. მსოფლიო ბირჟებზე ასეთი ტენდენციის შემთხვევაში, საქართველოში ინფლაციის მორიგი ტალღა დაიწყება. ლარის 35%-იანი დევალვაცია სწორედ მაშინ იჩენს თავს ყველაზე მძიმე შედეგებით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×