მარი ჩიტაია 10.11.2015
ზამთრის საბურავებზე მოთხოვნა, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებია. იმპორტიორებისა და მოვაჭრეების ინფორმაციით, თითქმის ყველა დასახელებისა და კატეგორიის საბურავების გაყიდვა 15-20%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასს, როგორც ახალი, ასევე მეორადი საბურავების ღირებულება, დაახლოებით, 5-10%-ის ფარგლებშია მომატებული. იმპორტიორთა თქმით, საბურავების გაძვირება ლარის გაუასურების გამო მოხდა. ისინი იმედოვნებენ, რომ მომხმარებელი საბურავების აქტიურად ყიდვას ნოემბრის ბოლოდან შეეცდება და რეალიზაცია გაუმჯობესდება.
|
მარი ჩიტაია 07.11.2015
ლარის გაუფასურებამ წვრილი მაღაზიების ბრუნვა 60-70%-ით შეამცირა, ხოლო "საუკეთესო შემთხვევაში" - გაანახევრა. ზოგიერთ მათგანს კი იმდენად გაუჭირდა, რომ დაიხურა ან დახურვის ზღვარზეა. საქმე ეხება ე.წ. უბნის მაღაზიებს, რომლებიც ბოლო დრომდე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და არც მომხმარებლის დეფიციტს უჩიოდნენ.
|
მარიამ ხიდაშელი 07.11.2015
დოლართან მიმართებაში ევრო დაცემას განაგრძობს. ამერიკული ვალუტის პოზიციის გამყარება ნავთობის ფასის მორიგმა ვარდნამ განაპირობა. საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების ვალუტები კი სტაბილურობას ინარჩუნებენ. გამონაკლისია ყაზახური ტენგე, რომელმაც ერთ დღეში მკვეთრი ვარდნა განიცადა.
|
ელზა წიკლაური 06.11.2015
"მაგთიკომისა" და "კავკასუს ონლაინის" შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ იმსჯელებს. გუშინდელ სხდომაზე კი გადაწყვეტილება იმის გამო ვერ მიიღო, რომ კომპანიებს დეტალური ინფორმაცია წარდგენილი არ ჰქონდათ. გარდა ამისა, მათ გარკვეული მონაცემების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მოითხოვეს, რაც კომისიის წევრთა აზრით, დასაბუთებული არ იყო.
|
მარი ჩიტაია 06.11.2015
კომერციულ ფართებზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრდა, მაგრამ ფასი იგივე დარჩა. როგორც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე პერიფერიებშიც 1 კვ/მ კომერციული ფართი 15-20 დოლარზე ნაკლებად არ ქირავდება. რაც შეეხება ბრენდებს, ცენტრალური ქუჩებიდან მათ ე.წ. "მოლებში" გადაინაცვლეს, რის გამოც გასაქირავებელი ფართების რაოდენობამაც მოიმატა.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.11.2015
რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით 7,5%-მდე გაიზარდა. ეროვნულ ბანკში ინფლაციის შემცირებას 2016 წლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. ამასთანავე, სებ-ში განმარტავენ, რომ დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ პოზიტიური ტენდენციებია და ლარის კურსზე საგარეო ფაქტორების ზეწოლა მოსალოდნელი აღარ არის. მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ლარი აღარ უნდა გაუფასურდეს.
|
მარი ჩიტაია 05.11.2015
კარტოფილის ექსპორტი შეჩრებულია. ფერმერები მიზეზად პროდუქტის მაღალ ფასს მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის რეალიზაციის მხრივ შეზღუდვა არ არის, მეწარმეებს გაყიდვა მაინც უჭირთ. წინა წლებში აზერბაიჯანში ქართულ კარტოფილზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა, ფასის გამო დღეს ინტერესი მიზერულია.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.11.2015
ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან საბანკო სექტორს ბიუჯეტში ყველაზე ცოტა თანხა შეაქვს. სპეციალისტების განცხადებით, ბანკები დღემდე განსაკუთრებული პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ. შესაბამისად, სახელმწიფო, მომხმარებელი და სხვა კომპანიებიც, რომელთაც ბანკების პროფილურ ბიზნესებთან კონკურენცია უჭირთ, ზარალდებიან.
|
ელზა წიკლაური 04.11.2015
ქვეყნის მთავარი ბანკირი ეროვნული ვალუტის "მეტ მერყეობას" აღარ ელის და აცხადებს, რომ თუ ეკონომიკა გაიზარდა, კურსიც უფრო მეტად გამყარდება. წლის ბოლომდე ლარის დევალვაციას არც სპეციალისტები ელიან. მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და პოლიტიკას იმ მიმართულებით წაიყვანს, გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოსთვის კურსი 2,35-ის ნიშნულსაც კი ჩამოსცდეს. ასე თუ ისე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე ლარი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.11.2015
პარლამენტს ბიუჯეტი უცვლელი სახით დაუბრუნდა. ფინანსთა სამინისტრომ არც ერთი კომიტეტის შენიშვნა არ გაითვალისწინა. ასევე ჰაერშია გამოკიდებული პენსიის გაზრდის საკითხი, არადა, დეპუტატები, მათ შორის, "ქართული ოცნებიდან" ელოდნენ, რომ სამინისტრო პროექტის ახალ ვარიანტს გაზრდილი პენსიით წარმოადგენდა.
|
მარი ჩიტაია 04.11.2015
ლარის გაუფასურებამ ინფლაციის პროცესი გააღრმავა. ოქტომბერში ფასები 5,8%-ით გაიზარდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციის ზრდის ტემპს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მან წლის ბოლომდე 8%-საც მიაღწიოს. ეს მაშინ, როცა ეროვნულ ბანკს 2015 წლის მიზნობრივ მაჩვენებლად 5% აქვს განსაზღვრული.
|
მაკა ხარაზიშვილი 03.11.2015
ლარის გაუფასურებამ ბიზნესის განვითარება მკვეთრად შეაფერხა. ბიზნესმენები აღნიშნავენ, რომ მათ ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეაჩერეს. მომავალ წელს ბიზნესის ბედი და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა სწორედ სტაბილურ და მყარ ვალუტაზე იქნება დამოკიდებული.
|
|