ელზა წიკლაური
08.12.2015

საქართველო, შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონული მნიშვნელობის პროექტის მონაწილე გახდეს. საუბარია ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებაზე, რომელიც საქართველო-ბულგარეთის დერეფანს გაივლის. აღნიშნული ჯერ იდეაა, თუმცა მისი განხილვა უკვე მიმდინარეობს. მანამდე კი, აზერბაიჯანი და თურქეთი "ტანაპის" მშენებლობას აჩქარებენ. აღნიშნული მილსადენი "შაჰ-დენიზის" პროექტის მეორე ფაზას წარმოადგენს და მისი ამოქმედება, როგორც ანკარასა და ბაქოში ამბობენ, 2018 წლიდან სრულად შესაძლებელი იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
05.12.2015

 საქართველოს მთავრობას "ტანაპის" პროექტის დაჩქარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. აზერბაიჯანისა და თურქეთის ოფიციალურ პირებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ პროექტი 2018 წლამდე დაიწყება. რუსულ გაზზე მიბმულ თურქეთს ალტერნატიული წყაროები სასწრაფოდ სჭირდება. ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ თუკი "ტანაპი" ექსპლოატაციაში სამ წელიწადში გაეშვება, რუსული გაზის დამატებითი მოცულობა აღარც საქართველოსთვის იქნება საჭირო.

მაკა ხარაზიშვილი
05.12.2015

თურქეთული კურორტების ჩაკეტვის შემდეგ, რუსეთის ტურისტული კომპანიები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ბოლო პერიოდში რუსი ტურისტების ზრდა შეინიშნება ისრაელში, არაბთა საემიროებში, საბერძნეთსა და ტაილანდში. ასე რომ, მომავალ ზაფხულს თურქეთზე "გულაცრუებული" რუსი ტურისტების ჩამოსაყვანად ქართველ ტუროპერატორებს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, ვინაიდან ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში დასვენება, გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში. მთავრობის სტრატეგიით კი, რამდენიმე წელიწადში, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.

მაკა ხარაზიშვილი
04.12.2015

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ინფლაცია ვერ შეაჩერა. სტატისტიკოსებმა ნოემბერში ფასების ზრდა 6,3%-ის ნიშნულზე დააფიქსირეს. ეკონომისტები პროცესის გაგრძელებასა და წლის ბოლომდე ინფლაციის 7%-მდე გაზრდას ვარაუდობენ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისევ 0,5%-ით გაზარდოს.

მარი ჩიტაია
04.12.2015

 ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის პერსპექტივა თანდათან იკვეთება. მთავრობის დაპირება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თაფლს თებერვლიდან გაიტანდნენ, შესაძლოა, ზედმიწევნით არ შესრულდეს. საქმე ისაა, რომ ევროპას ამ პროდუქტთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა აქვს.

მაკა ხარაზიშვილი
03.12.2015

 ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის ვინაობა 10 დეკემბრისთვის უნდა გახდეს ცნობილი. ყოველი შემთხვევისთვის ეკონომიკის მინისტრს ამის იმედი აქვს. რამდენად ახდება მინისტრის სურვილი ეს მეორე საკითხია, ვინაიდან აღნიშნული პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და შეიძლება ქუმსიშვილის წადილი ამჯერადაც განზე დარჩეს.

მაკა ხარაზიშვილი
03.12.2015

მსოფლიოში ძვირი დოლარის პერიოდი მთავრდება. გუშინ ამერიკულმა ვალუტამ მსოფლიოს წამყვან ვალუტებთან პოზიციები კიდევ ერთხელ დათმო. სპეციალისტები 2016 წელს დოლარის კიდევ უფრო დასუსტებას ელოდებიან, ვინაიდან კატასტროფულად გამყარებული "მწვანე ვალუტა" უკვე ამერიკასაც არ აძლევს ხელს.

მარი ჩიტაია
03.12.2015

 რუსეთში ქართული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ექსპორტი მოიმატებს. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ჩრდილოეთში პოზიციას დაახლოებით 70-80%-ით გაიუმჯობესებენ. სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს კი რუსეთისკენ გზა კიდევ უფრო გაეხსნება. სულ მალე მეზობელი ქვეყნისკენ ისეთი პროდუქტი გაიგზავნება, რაც აქამდე არ შედიოდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი და კრემლის ემბარგოა.

მაკა ხარაზიშვილი
02.12.2015

 პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი 3 კვირაში უნდა დაამტკიცოს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ბიუჯეტს ბოიკოტს უცხადებს, საკანონმდებლო ორგანოს მისი მიღება არ გაუჭირდება. 2016 წელს საქართველოს 10,145 მილიარდი ლარის ბიუჯეტი ექნება.

ელზა წიკლაური
02.12.2015

 რუსეთი თურქული ხილ-ბოსტნეულის იმპორტის ჩანაცვლებას ქართული, სომხური და ირანული პროდუქციით გეგმავს. ცნობილია, რომ თურქულ პროდუქტზე მოსკოვი ემბარგოს რამდენიმე კვირაში დააწესებს, მანამდე კი "როსსელხოლნადზორის" წარმომადგენელი საკუთარ მოქალაქეებს ამშვიდებს და აცხადებს, რომ რუსები თურქული ხილ-ბოსტნეულის სიმცირეს ვერ იგრძნობენ.

მარი ჩიტაია
02.12.2015

არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოს მიმართ არნახულ ინტერესს იჩენს. ამ ქვეყნიდან ტურისტები, უმეტესწილად, საქმიანი ვიზიტებით და გასართობად ჩამოდიან. ოფიციალური სტატისტიკით, ტურისტების რაოდენობა ბოლო 10 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 762%-ით გაიზარდა.

მაკა ხარაზიშვილი
01.12.2015

 რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ეკონომისტები ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ. იქვე მიუთითებენ, რომ ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს ფინასური სტაბილურობის ანგარიში და მასზე დაყრდნობით მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, 2016 წლის მეორე ნახევრიდან ლარი დოლართან მიმართებაში 2,1-2,15-ის ფარგლებში იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×