მარი გოცირიძე 01.12.2015
თხილის გაიაფებას დასავლეთ საქართველოში მმართველი ხელისუფლების კლანურ ინტერესს უკავშირებენ. თხილის იმპორტიორები არ მალავენ, რომ თხილის სიიაფით ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანია დაინტერესებული. თუკი წინა ხელისუფლების დროს მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ სარფიანი ბიზნესით ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ითბობდნენ ხელს, ამჯერად კლანურ გარიგებებში ქართული ოცნების მოხელეებს ან მათთან ახლოს მყოფ ადამიანებს ადანაშაულებენ.
|
ელზა წიკლაური 01.12.2015
ეროვნულმა ბანკმა მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი აღარ გასცა. 9 თვის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომერციულმა ბანკებმა სებ-ისგან "ლიკვიდურობის აღმოსაფხვრელად" მხოლოდ ჩვეულებრივი რეფინანსირების სესხი მიიღეს. სპეციალისტები ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას ინფლაციის მაჩვენებლით ხსნიან. მათი აზრით, სებ-ი ფასების "მოსათოკად" იძულებულია, ეკონომიკაში "ფულის გაშვებაზე" უარი თქვას.
|
მაკა ხარაზიშვილი 01.12.2015
წლის ბოლოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 3%-მდე გაიზრდება. ბოლო წლების განმავლობაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე უფრო მაღალი იქნება. ასევე 3%-იან მატებას ვარაუდობენ საერთაშორისო ორგანიზაციები 2016 წელსაც, თუმცა ისიც ნათელია, რომ მათი პროგნოზი ხშირად არ მართლდება. შესაბამისად, არც ის არის გამორიცხული, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით სრულიად განსხვავებული სურათი მივიღოთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 28.11.2015
2016 წლის 1-ელ ივლისს პენსია 20 ლარით გაიზრდება. "რეზონანსი" ჯერ კიდევ 10 ნოემბერს წერდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პენსიის, სწორედ, 20-ლარით გაზრდის შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა მაშინ ხელისუფლებაში ამ ოდენობით მატებას სახიფათოდ მიიჩნევდნენ. ამასთანვე, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ 6%-იანი ინფლაციის გათვალისწინებით, 180 ლარამდე გაზრდილი პენსიის მსყიდველობითიუნარიანობა 167 ლარია.
|
მაკა ხარაზიშვილი 28.11.2015
სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხებს აგრობარათებს მომავალ წელსაც დაურიგებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, "მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის" პროექტი 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ამისთვის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა ეს თანხა უფრო შედეგიანი პროექტებისთვის დახარჯულიყო.
|
მარი ჩიტაია 28.11.2015
რუსეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკურმა დაძაბულობამ ქართული პროდუქტის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა შექმნა. ეს დაკავშირებულია ეკონომიკურ სანქციებთან, რაც ბოლო პერიოდში რუსეთმა თურქეთს დაუწესა. ამ პროცესებიდან ყველაზე მეტ სარგებელს სპეციალისტები სატრანზიტო გადაზიდვების ზრდაში ხედავენ.
|
ელზა წიკლაური 27.11.2015
ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა, ისევ გადაიხედოს. "ენერგო პრო ჯორჯიამ" ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით სემეკს ისევ მიმართა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ დენი არ გაძვირდება და სემეკში განაცხადი, უბრალოდ, კანონის შესაბამისად შეიტანეს. "ენერგო პროს" აბონენტებისთვის დენის გაძვირებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს მარეგულირებელი კომისიის წევრი გოჩა შონიაც, თუმცა აცხადებს, რომ წინასწარ რაიმეზე საუბარი ნაადრევია.
|
მაკა ხარაზიშვილი 27.11.2015
2024 წლისთვის სიგარეტის აქციზი დაახლოებით 3 ლარამდე გაძვირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 კოლოფი "ვინსტონი" 5 ლარზე მეტი ეღირება. ფინანსთა სამინისტრო საბოლოო გეგმას წლის ბოლომდე დაამტკიცებს. მანამდე კი თამბაქოს იმპორტიორები ცდილობენ, მთავრობა გაცილებით გრძელვადიან გეგმასა და აქციზის შედარებით დაბალ განაკვეთზე დაითანხმონ.
|
ელზა წიკლაური 26.11.2015
რუსეთ-თურქეთს შორის სიტუაციის ესკალაცია საქართველოს ეკონომიკაზე საკმაოდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიოსებმა სიტუაციის დარეგულირება ვერ შეძლეს, ეს საქართველოდან ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს, ასევე დაიკლებს იმპორტის მაჩვენებელიც. გარდა ამისა, მინიმუმამდე შემცირდება რუსეთიდან ფულადი ტრანზაქციების რაოდენობა, რაც ქართული ეკონომიკისა და ლარისთვის მძიმე შედეგს მოიტანს.
|
მარიამ აფციაური 26.11.2015
რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა, ასევე რუსულმა ავიაკომპანიამ ეგვიპტის და პარიზის მიმართულებით ფრენა შეაჩერა. ტერაქტების სერიამ გავლენა ქართულ ავიაბაზარზეც მოახდინა და კომპანიების ნაწილს მგზავრთა ნაკადი შეუმცირა. საფრანგეთში გამგზავრების მსურველების ნაწილმა პარიზის რეისზე შეძენილი ბილეთები უკან დააბრუნა.
|
მაკა ხარაზიშვილი 25.11.2015
"ისლამური სახელმწიფოს" წევრების მუქარა დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა. საფრანგეთში ტერაქტის შემდეგ ტურისტების რაოდენობა მცირდება, რამდენიმე ავიაკომპანიამ პარიზში ავიამიმოსვლა შეაჩერა, საერთაშორისო ბირჟებზე აქციების ფასი დაეცა. "რეზონანსი" დაინტერესდა, აჭარელი ისლამისტების გზავნილი რა გავლენას მოახდენს ბიზნესპროექტების განხორციელებაზე და უქმნის თუ არა ეს ქვეყანას არასტაბილურობის იმიჯს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ვითარება უკიდურესად იძაბება, რაც ეკონომიკურ სტაბილურობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს.
|
ელზა წიკლაური 24.11.2015
რუსებმა საქართველოში, შესაძლოა, კიდევ ერთი სტრატეგიული სეგმენტის - ინტერნეტ-სატელეკომუნიკაციო ბაზრის - მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაიგდონ ხელში. იმ შემთხვევაში, თუკი "კავკასუს ონლაინი" არჩევანს რუსულ "მობიტელზე" გააკეთებს და საკუთარ აქტივებს სწორედ ამ კომპანიას მიყიდის, ჩრდილოელი მეზობელი ქართული ინტერნეტის 39%-ს, ინტერნეტ-ტელევიზიის -17%-ს, ფიჭური და ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25%-ს გააკონტროლებს. ეს კი, სპეციალისტების აზრით, სამომავლოდ გარკვეული საფრთხის შემცვლელი შეიძლება აღმოჩნდეს, რამდენადაც ტელეკომუნიკაცია 21-ე საუკუნეში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მძლავრ იარაღად ითვლება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|