მაკა ხარაზიშვილი 27.10.2015
ლარის კურსი კვლავ დაცემის გზას დაადგა და საკმაოდ სწარაფადაც უფასურდება. მთავრობაში მთავარ მიზეზად ფსიქოლოგიურ ფაქტორს ასახელებენ და ვალუტაზე ეკონომიკურ წნეხს გამორიცხავენ. ფაქტი კი ისაა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის პერიოდში ლარი მყარდებოდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სააგენტოს გაჩერების შემდგომ კვლავ გაუფასურება დაიწყო.
|
ელზა წიკლაური 27.10.2015
მთავრობის მოლოდინი არ გამართლდა - თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის გაზრდამ ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ფისკალური შედეგი ჯერ ვერ მოუტანა. 9 თვეში ხაზინაში აქციზის გადასახადიდან დაგეგმილზე 19 მლნ ლარით ნაკლები თანხა შევიდა, რაც მთლიანი წლის საპროგნოზო მაჩვენებლის მხოლოდ 69,4%-ს შეადგენს. გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ამ გადასახადიდან ბიუჯეტში 900 მლნ-ს ნაცვლად, მხოლოდ 810-820 მლნ ლარის შევიდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 27.10.2015
ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიოში სურსათი 22%-ით გაიაფდა. საქართველოში, ლარის მკვეთრად გაუფასურების მიზეზით კი, ყველაფერი ძვირდება. საერთაშორისო ტენდენციით ვერც მეწარმეებმა იხეირეს, რომლებსაც შეეძლოთ გაიაფებული ნედლეულით წარმოების მასშტაბი გაეზარდათ ან მარაგი შეექმნათ.
|
ელზა წიკლაური 27.10.2015
შრომის პროცესის მონიტორებმა 70 კომპანია შეამოწმეს და დარღვევა 70-შივე აღმოაჩინეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ყველას გაფრთხილება მიეცა. კომპანიების ხელმეორე შემოწმება უკვე ნოემბრიდან დაიწყება.
|
მარი ჩიტაია 27.10.2015
აფხაზეთის გავლით რუსეთში ქართული პროდუქტი შეუჩერებლად გადის. თხილთან ერთად, დიდია ხილზე მოთხოვნა, განსაკუთრებით კი რუსეთში ფეიხოა და ხურმა გააქვთ. წინა წლებში ხილს ადგილობრივი მოსახლეობისგან აფხაზები ქართველების დახმარებით ყიდულობდნენ. ბოლო დროს კი ხილის შესყიდვით თვითონაც დაკავდნენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 24.10.2015
რუსული გაზის შემოსვლასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. ეს საკითხი ისეთივე აქტუალური გახდა აზერბაიჯანში, როგორც საქართველოში. "სოკარ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს გაზის მოთხოვნილებას თითქმის აკმაყოფილებს. ენერგეტიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ზამთარში, თბოსადგურების სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, გაზის მოხმარება გაიზრდება, ამიტომ ქვეყანამ ალტერნატიულ წყაროებზეც უნდა იმუშაოს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი მთავრობის მიერ უსაფრთხოების საკითხის განხილვას ისევ დაჟინებით ითხოვს.
|
ელზა წიკლაური 23.10.2015
"კავკასუს ონლაინის" მყიდველთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. "სილქნეტისა" და "მაგთიკომის" შემდეგ, კომპანიასთან შერწყმის სურვილი რუსულ "ვიმპელკომსაც" გაუჩნდა. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, რუსული კომპანია მარეგულირებელ კომისიაში განცხადების შეტანას უახლოეს პერიოდში გეგმავს. ჯერჯერობით არც "კავკასუს ონლაინში" და არც "ვიმპელკომის" სათავო ოფისში კომენტარს არ აკეთებენ, მარეგულირებელში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, "მაგთიკომისა" და "სილქნეტის" გარდა, განაცხადი არც ერთ კომპანიას არ შეუტანია.
|
მაკა ხარაზიშვილი 23.10.2015
მომავალი წლიდან ფინანსთა სამინისტრო შიდა ვალს შეამცირებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ სამინისტროს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. დღეისათვის შიდა ვალის მოცულობა 2,2 მილიარდი ლარია. ამაში არ შედის ე.წ. "ისტორიული ვალები".
|
მაკა ხარაზიშვილი 23.10.2015
პარლამენტი საასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 1000-ზე მეტი კოოპერატივია რეგისტრირებული, რეალურად მხოლოდ რამდენიმე საქმიანობს. ამიტომაც 2 წლის შემდეგ ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კანონი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან სოფლის მეურნეობის განვითარება ამ მხრივ არცთუ ეფექტურად მიდის.
|
მაკა ხარაზიშვილი 22.10.2015
საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო. მინისაწარმოები დიზელს ადგილობრივი ნავთობისგან აწარმოებენ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ყიდიან. ასეთი პატარა ქარხნები ჯერჯერობით მხოლოდ დიზელზე არიან ორიენტი-რებულნი და ბენზინის მიღებას ვერ ახერხებენ.
|
მარი ჩიტაია 22.10.2015
ციტრუსის სუბსიდირება წელსაც მოხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტული) მანდარინი სახელმწიფოს მხრიდან 10 თეთრით დაფინანსდება. ზუსტად ამდენს გადაიხდის საწარმოც, შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.10.2015
ბოლო 3 დღეა, საქართველოში სენსაციური ინფორმაცია ვრცელდება. თურმე ქვეყანაში 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რესურსი ყოფილა. ეს გათვლები ჩვენთვის კარგად ცნობილ კომპანია "ფრონტერას" ეკუთვნის. თუ ამ მონაცემებს დავუჯერებთ, საქართველოში იმაზე მეტი გაზის მარაგია, ვიდრე აზერბაიჯანსა და ქუვეითში ერთად აღებული. უფრო მეტიც, საქართველო, ამ მონაცემებით, გაზის მომპოვებელი ქვეყნების ათეულშიც კი შედის. ცნობილია, რომ "ფრონტერა" საქართველოს ნავთობმოპოვების სექტორში დიდი ხანია საქმიანობს, თუმცა ჩვენთან გაზის მოპოვების მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|