ელზა წიკლაური 13.01.2016
აზიურ ბირჟებზე თუ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, შესაძლოა, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე უარყოფითად აისახოს. გამორიცხული არ არის, ჩინეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ თურქეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან საქართველოს საინვესტიციო მონაგარში ამ ქვეყნების წილი 57%-ს შეადგენდა, ცხადია, რომ დანაკარგი საკმაოდ სერიოზული იქნება.
|
ნათია ლომიძე 13.01.2016
თუკი ლარის გაუფასურება ისევ გაგრძელდება, მცირე და საშუალო ბიზნესი, შეიძლება, საქმიანობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. მეწარმეები შიშით შესცქერიან იანვარში დაწყებულ კურსის მერყეობას. ისინი ჯერ აპირებენ პირველ ეტაპზე შეამცირონ თავიანთი ბიზნესის მოცულობა. თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ მცირე მეწარმეები იძულებულნი იქნებიან მუშაოება შეაჩერონ.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.01.2016
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო "გაზპრომთან" ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს. ამასთანავე, "გაზპრომს" სურვილი აქვს, რომ სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად საქართველოს ფული გადაუხადოს. ამ დროს ჩვენ ქვეყანას ბუნებრივი აირი უფრო მეტად სჭირდება. რუსულ გაზთან დაკავშირებული რებუსები ნელ-ნელა იხსნება და პოლიტიკური შანტაჟის სურათი კიდევ უფრო მეტად იკვეთება.
|
ელზა წიკლაური 12.01.2016
რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, ქართულ ექსპორტს დამატებითი ბარიერები შეუქმნის. ადგილობრივ ბაზარზე დემპინგური ფასით იმპორტირებული პროდუქტის შემოტანაც არ არის გამორიცხული, რაც ქართულ წარმოებას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ნეგატიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად ეკონომისტები მთავრობას საგანგებო საბჭოს შექმნისკენ მოუწოდებენ.
|
მარი ჩიტაია 12.01.2016
2015 წელი სარეკლამო ბაზრისთვის პრობლემური იყო. თითქმის მთელი წელიწადი დასჭირდა, რომ ბიზნესს საკანონმდებლო ცვლილებებთან ადაპტრება მოეხდინა და პრიორიტეტები ახლებურად განესაზღვრა. პიარტექნოლოგები მიიჩნევენ, რომ სირთულე დაძლეულია და 2016 წლიდან საქართველოში სარეკლამო ბაზარი გამოცოცხლებას დაიწყებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.01.2016
საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი ლარის 40%-ით გაუფასურების საფუძველს არ იძლევა. 2015 წლის მე-2 კვარტალში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი 100 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა, ხოლო მე-3 კვარტალში მხოლოდ 8 მილიონი დოლარით გაუარესდა. ასეთ პირობებში ლარის გაუფასურება უნდა შეჩერებულიყო, თუმცა სწორედ იმ რომ ეროვნული ვალუტის ვარდნამ 15-წლიანი ანტირეკორდი გაიმეორა.
|
მარიამ ხიდაშელი 12.01.2016
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ერთხმად უწინასწარმეტყველებენ. ბუნებრივია, ეს საუკეთესო მაჩვენებელი არ არის, მაგრამ მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე არსებული ქაოსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასეთი ზრდა მანიშნებელია იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.01.2016
აზერბაიჯანში სავალუტო კრიზისია. ბანკები უცხოურ ვალუტას მხოლოდ იმ პირებს აძლევენ, რომელთაც მოთხოვნად ვალუტაში დეპოზიტი აქვთ განთავსებული. ასევე რთული მდგომარეობაა ყაზახეთში. შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ საქართველოდან დოლარის გადინება დაიწყოს, რაც რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს ლარსაც. სპეციალისტების განცხადებით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა ქართულ ვალუტას მოსალოდნელი საფრთხე თავიდან ააცილონ.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.01.2016
აზერბაიჯანული და ირანული მედია საქართველოსა და ირანს შორის მოლაპარაკების გარკვეულ დეტალებზე საუბრობს. ენერგეტიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ჯერ გარკვეული არაფერია. ექსპერტების განცხადებით, რომ ახლო პერსპექტივაში ირანიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობა არ არის და აღნიშნულ მოლაპარაკებას სხვა სხვა სარჩული აქვს. არადა, გავრცელებული ინფორმაციით, წელიწადში შეიძლება 3-5 მილიარდი კუბური მეტრი ირანული გაზი 220 დოლარად მივიღოთ.
|
ელზა წიკლაური 09.01.2016
სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების საკითხი კვლავ კრიტიკის საგანია. მიუხედავად კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისა, დღემდე კომპანიები ნაკისრ ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებენ. ამაში დამნაშავე მხოლოდ შემსრულებელი არ არის და ხშირად პრობლემის მიზეზი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შედგენილი სატენდერო სქემა ხდება.
|
ელზა წიკლაური 08.01.2016
2016 წელი ნავთობის მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. ერთი ბარელი შავი ოქროს ფასი უკვე 33 დოლარს ქვემოთ დაეცა და 11-წლიანი რეკორდიც მოხსნა. დასავლური მედიის ინფორმაციით, გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და აშშ-ს მარაგის ზრდამ გამოიწვია. შავი ოქროს გაიაფების პარალელურად, გაუფასურდა რუსული რუბლი. გუშინ ერთმა დოლარმა - 74 რუბლს, ევრომ კი 80 რუბლს გადააჭარბა.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.01.2016
დეკემბერში სხვადასხვა სახის მომსახურებასა და პროდუქტზე ფასები შემცირდა. ასეთ უცნაურ დასკვნას აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ტრადიციულად, წინასაახალწლოდ პროდუქტი ძვირდება, ამიტომ ეს ინფორმაცია არა მარტო ეკონომისტებისთვის, არამედ ეროვნული ბანკისთვისაც კი სიურპრიზი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სებ-ი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე დაწევას 2016 წლის მეორე კვარტალში ელოდებოდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|