მაკა ხარაზიშვილი 06.02.2016
საქართველოს ენერგოსექტორისთვის საჭირო მოცულობის გაზის მიღების პერსპექტივა ისევ უცნობია. "გაზპრომთან" მოლაპარაკება გაგრძელდება, მაგრამ როდის, არ ვიცით. ენერგეტიკის სამინისტროს "შაჰ-დენიზის" კონსორციუმის იმედიც აქვს, მაგრამ რამდენად საიმედოა ეს იმედი, არ ვიცით. ცნობილია მხოლოდ, რომ კერძო სექტორს, მათ შორის თბოსადგურების მფლობელებს, ალტერნატიული, დამატებითი გაზის წყარო სჭირდება.
|
მარი ჩიტაია 06.02.2016
ქართული ხორცი არაბულ ქვეყნებსა და აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში გადის. პროდუქციის პირველი პარტია იანვრის დასაწყისში გაიგზავნა, თუმცა ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემას ეს ვერ შველის. აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვის შეყვანაზე დაწესებულმა აკრძალვამ ქართველი ფერმერების ერთ ნაწილს, ვინც ამ ბაზარზე იყო ორიენტირებული, დიდი პრობლემა შეუქმნა.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.02.2016
ანაკლის პორტის პროექტთან დაკავშირებით ვითარება დაიძაბა. სახელმწიფო მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია უმსხვილესი ჩინური კონსორციუმისთვის "ფაუერ ჩაინასთვის". "რეზონანსთან" ინტერვიუში "ანაკლია პორტი და ინდუსტრიულ ეკო პარკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ ქარჩავა ამბობს, რომ თუ სახელმწიფო პირობებს არ შეცვლის, მისი კონსორციუმისთვის ამ პროექტში მონაწილეობა მიუღებელი იქნება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ინვესტორი რჩება - "თიბისი ჯგუფი" ამერიკულ კომპანია "კონტი ჯგუფთან" ერთად.
|
მარი ჩიტაია 05.02.2016
ქართული აგრარული პროდუქტიდან თითქმის აღარაფერია დარჩენილი, რაც რუსეთში არ გადის. არაოფიციალური მონაცემებით, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის 90% რუსეთზე მოდის. მოთხოვნის ზრდა თურქეთის მიმართ გამოცხადებულ ემბარგოს უკავშირდება. ჩრდილოეთისკენ ეზიდებიან ისეთ პროდუქციასაც, რომლის ექსპორტიც რუსეთის მიმართულებით აქამდე არ განხორციელებულა.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.02.2016
საქართველოში აზარტული თამაშების ბრუნვამ 2 მილიარდ ლარს მიაღწია. ამასთანავე ონლაინ თამაშების პოპულარობა დღითი დღე იზრდება. იგი იქცა სენად, რომელიც მომავალი თაობის ზომბირებას ახდენს. პარალელურად კიდევ უფრო მძიმდება სოციალური მდგომარეობა. ხალხი კარგავს შემოსავალს და ამ მიზეზით არაერთი თვითმკვლელობაც მომხდარა.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.02.2016
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ 2,50-ის ნიშნულამდე გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ გაამკაცრა. ამის მოტივი გახდა ის, რომ სებ-ის პროგნოზით, მომავალ თვეებში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის დონეზე იქნება. რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას და საერთოდ კეთდება თუ არა რამე მორიგი დიდი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად, ამ კითხვებზე მხოლოდ ზოგადი პასუხი არსებობს.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.02.2016
საქართველოში "ფრონტერას" მიერ რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი გაზის აღმოჩენა ამჯერად ატლანტიკური საბჭოს ანგარიშიდან გახმოვანდა. მისი ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "ფრონტერას" მხარი უნდა დაუჭიროს. ენერგეტიკის სამინისტრო უკვე 20 წელია აღნიშნული კომპანიისგან გაზის რესურსების დამადასტურებელ დოკუმენტებს ელოდება. ქართველი ენერგეტიკოსები კი "ფრონტერას" აღმოჩენებს მორიგ "აფიორად" აფასებენ.
|
მარიამ აფციაური 04.02.2016
ქუთაისის აეროპორტს 2015 წელს მგზავრთა ნაკადი შეუმცირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ამის მიზეზად მხოლოდ "ვიზ ეარის" შეფერხებით მუშაობას ასახელებენ, მაგრამ სხვა ავიაკომპანიების შემთხვევაშიც პასიურობა შეინიშნებოდა. მაგალითად, "ბელავიამ" 2015 წელს საერთოდ გააუქმა ფრენა ქუთაისიდან. განსხვავებული მონაცემებია თბილისის, ბათუმის და მესტიის აეროპორტებში. იქ მგზავრთა ნაკადი, 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია. ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ "რეზონანსთან" სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 03.02.2016
"აზერენერჯი" რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოსატანად აზერბაიჯანის მთავრობის თანხმობას ელოდება. კომპანიას დამატებითი გაზის მოცულობა ელექტროენერგიის წარმოებისთვის სჭირდება. საქართველოს მთავარობაც გაზის მოხმარების გაზრდის მოტივად ასევე ახალი თბოსადგურების ექსპლოატაციაში შესვლასა და ელექტროენერგიის წარმოების გაზრდას ასახელებს. მეორე მიზეზი კი კომერციული სექტორისთვის აზერბაიჯანული გაზის სიძვირეა.
|
მაკა ხარაზიშვილი 02.02.2016
116 ათასი დასაქმებული და 1,5 მილიარდი ლარის სახელფასო ხარჯი. სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე საოცარი სისწრაფით მატულობს. ბიუროკრატია იმდენად გაიზარდა, რომ ბიზნესმენი თუ უბრალო მოქალაქე თავგზააბნეულია - აღარ იცის, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვის მიმართოს.
|
მაკა ხარაზიშვილი 02.02.2016
მთავრობა ბიუჯეტის შეკვეცას ლარის გაუფასურების გამო აპირებს. ხელისუფლება ამის აღიარებას ერიდება და ოფიციალურ მიზეზად საგადასახადო ცვლილებებს ასახელებს. ეკონომისტების განცხადებით, თუკი 2015 წელს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დიდწილად ეროვნულ ბანკზე იყო დამოკიდებული, ამჯერად ტვირთი ფისკალურ პოლიტიკაზე გადადის. ეს პრობლემა კი მთავრობის 40-კაციან საბჭოს შარშან ბიუჯეტზე მუშაობისას გაეთვალისწინებინა.
|
მარი ჩიტაია 02.02.2016
განვადების სერვისის მრავალფეროვნებას უცნაური სიახლეც შეემატა - რეალიზაციის გააქტიურების მიზნით, კომპანიები მომხმარებელს ტექნიკის განვადებით ყიდვას უკვე ბინაზე მისვლითაც სთავაზობენ. სავაჭრო სფეროს აგენტები მოქალაქეებს სახლში აკითხავენ და სპეციალურ კატალოგს სთავაზობენ, სადაც მათ სასურველი ნივთის განვადებით შეძენა სახლიდან გაუსვლელადაც შეუძლიათ.
|