მარი ჩიტაია 19.02.2016
დაფნის ფასი 1 ლარით შემცირდა. დასავლეთ საქართველოში 1 კგ დაფნის ფოთოლს 3,30-3,50 ლარად იბარებენ. რამდენიმე თვის წინ მისი ღირებულება ლამის 5 ლარს აღწევდა. მაღალი ფასი დიდხანს არ შენარჩუნებულა და მოულოდნელად გეზი კლებისკენ აიღო.
|
ნათია ლომიძე 19.02.2016
მცირე და საშუალო ბიზნესის უმთავრესი მიზანი ხალხის დასაქმებაა, მიუხედავად ამისა, საქართველოში სწორედ ეს სეგმენტი ვითარდება ნელი ტემპით. ადრე ისინი კრედიტებზე ხელმისაწვდომობას უჩიოდნენ, ახლა კი თვითონ იკავებენ თავს სესხის აღებისგან. სავალუტო ბაზარზე არსებულმა არასტაბილურობამ მცირე მეწარმეებს შიში გაუძლიერა.
|
მაკა ხარაზიშვილი 18.02.2016
საქართველოს მთავრობა აფხაზეთს რუსეთისგან ელექტროენერგიას შეუძენს და უფასოდ გადასცემს. აფხაზები ენგურჰესიდან გამომუშავებული დენით მარაგდებიან და ზამთრის თვეებში ჰესი მთლიანად მათ განკარგულებაშია. ახლა ვინაიდან ენგურში წყლის დონე შემცირდა, აფხაზეთს დეფიციტი რომ არ შეექმნას, მთავრობამ გადაწყვიტა, ეს რეგიონი რუსული დენით მოამარაგოს. სპეციალისტების განცხადებით, სეპარატისტებს წელიწადში 35 მლნ ლარის ღირებულების დენს ისედაც ვჩუქნით. დამატებით საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე, ძვირად ღირებული (6,5-ცენტიანი) ელექტროენერგიის ყიდვა მცდარი გადაწყვეტილებაა.
|
მარი ჩიტაია 18.02.2016
დედაქალაქის განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილება შედის. ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამშენებლო კ2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით დროებით შეზღუდვას შეეხება. მოსალოდნელია ცვლილება კ3-ზეც, რომლის მასშტაბი 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება.
|
მაკა ხარაზიშვილი 18.02.2016
რამდენიმე დღეა, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარი ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსსა და "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში დაფიქსირებულ ღირებულებაზე იაფად იყიდება. როგორც წესი, სავალუტო ჯიხურები ელექტრონული სისტემის სავაჭრო ტენდენციას მიჰყვებიან, თუმცა ახლა ეს კონიუნქტურა დაირღვა. სპეცალისტების შეფასებით, საქმე გვაქვს ხელოვნურად აწეულ კურსთან, რეალურად კი ბაზაზე სულ სხვა ვითარებაა.
|
მაკა ხარაზიშვილი 17.02.2016
საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ექსპერიმენტებისთვის ემზადებიან. ელექტროენერგიის ტარიფს დერეგულირებისთვის ამზადებენ, გაზის ტარიფი კი ისევ რეგულირებადი გახდება. ეს ნიშნავს, რომ დენის ფასს ყველა თავის ნებაზე დაადგენს, ხოლო ბუნებრივი აირის ტარიფს ისევ სემეკი მიხედავს.
|
მარი ჩიტაია 17.02.2016
მედიკამენტების გაიაფების პროცესი დაიწყო. ცვლილება, პირველ რიგში, კარდიოლოგიურ წამლებს შეეხება. ამ ჯგუფის მედიკამენტები 30%-ით გაიაფდება. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ფასების კლება ბაზარზე ავსტრიული კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლას უკავშირდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.02.2016
მოკლე პერიოდში საქართველოს საფინანსო ბაზარზე სერიოზულ ცვლილებებია მოსალოდნელი. წლის მეორე ნახევრიდან მეწარმეები განახლებული საგადასახადო კოდექსით იმუშავებენ, ბიუჯეტი 300-400 მილიონი ლარით შემცირდება და რაც ყველაზე მთავარია ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ლარი სერიოზულად უნდა გამყარდეს. ცოტა ხანში ვნახავთ, ამჯერად მაინც თუ გამართლდება მთავრობის პროგნოზი, განსაკუთრებით ლართან დაკავშირებით. მანამდე ამ ყველაფერზე "ბიზნეს-რეზონანსი" ფინანსთა მინისტრთან ინტერვიუს გთავაზობთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.02.2016
ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენებს სამართლიანობის აღდგენაში ვერც პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა სამსახურმა უშველა. ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათი საქმეები ამ უწყებაში ისევ თაროზეა შემოდებული და სასამართლო პროცესებიც ჭიანურდება. ამასობაში კი მეოთხე წელიც გადის.
|
მარი ჩიტაია 16.02.2016
წლევანდელმა ზამთრის სეზონმა გამათბობლებით მოვაჭრე კომპანიებს იმედი დიდად არ გაუმართლა. მაღაზიებში ტექნიკის რეალიზაცია, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებშია შემცირებული. ბაზრობებზე აღნიშნული ტექნიკის გაყიდვამ 50%-ით და მეტადაც იკლო.
|
მარიკა გოგოხია 16.02.2016
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ბილაინმა" მომსახურება გააძვირა. კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კომპანიის მიმართ ნდობა შესუსტდება, რადგან ამ გადაწყვეტილებით "ბილაინმა", შესაძლოა, "იაფი ტარიფის" მქონე კომპანიის სტატუსი დაკარგოს.
|
მარი ჩიტაია 13.02.2016
საბანკო სფეროს სპეციალისტები გიორგი მარგველაშვილს არჩევანს უწონებენ. პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატად კობა გვენეტაძის წარდგენას ეკონომიკურ წრეებში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობას ამის აღიარება უჭირს და კანდიდატის შეფასებისას დუმს. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ გვენეტაძის დანიშვნით ეროვნული ბანკის ახალ სისტემაზე გადასვლის რეალური შესაძლებლობა გაჩნდება.
|