ელზა წიკლაური
16.03.2016

45%-ით გაუფასურებული ლარი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე 5%-ით გამყარდა. ნახტომისებურად გაძლიერებულმა ეროვნულმა ვალუტამ საზოგადოებაში საწინააღმდეგო აჟიოტაჟი გამოიწვია. ხალხი დოლარს მასობრივად უკვე ლარში ახურდავებს. სპეციალისტები კი ლარის კიდევ უფრო გამყარებას არ გამორიცხავენ და ახალ წონასწორულ კურსად 2,20-2,25-ს ასახელებენ.

რეზონანსი
16.03.2016

 14 მარტს, სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში დაიწყო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობების და საკრებულოს აპარატის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის გეგმის განხორციელება

მაკა კალაძე
15.03.2016

საქართველოში ადგილობრივი ავტოგაზი გამოჩნდა. 1 კუბური მეტრის ღირებულება 1,13 ლარია. ეს არის ნავთობს მოყოლილი გაზი, რომელიც, ძირითადად, სპეციალური ავტომანქანებიდან იყიდება ან პირდაპირ სართიჭალის ნავთობის ჭაბურღილიდან გაიცემა. ამ შემთხვევაში რამდენად არის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები დაცული, ეს სპეციალისტების გასარკვევია.

მაკა ხარაზიშვილი
15.03.2016

ბოლო 5 წელიწადში საქართველოდან 6,5 მილიარდი დოლარის კაპიტალი გავიდა. ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა კი მხოლოდ 6 მილიარდია. ფაქტობრივად, ინვესტორებს რაც შემოაქვთ ისევ უკან გააქვთ. ამიტომაც საქართველოში ვერც ბიზნესი ვითარდება და არც სამუშაო ადგილები იქმნება.

მარი ჩიტაია
15.03.2016

 მანქანების მართვის სწავლას ხალხი დამოუკიდებლად, ავტოსკოლების გვერდის ავლით ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ავტომანქანების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს, შესაბამის სასწავლო დაწესებულებებზე მოთხოვნა მუდმივად მცირდება, შარშანდელთან შედარებით კი, განახევრდა.

მარი ჩიტაია
15.03.2016

ლარის გამყარების მიუხედავად, პროდუქტის ფასი ჯერჯერობით არ იკლებს. იმპორტიორების მტკიცებით, არსებული კურსი იძლევა საშუალებას, რომ ფასი მინიმუმ 5%-ით შემცირდეს, თუმცა სუპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში საფასო ცვლილება არ შეიმჩნევა. მეტიც, ზოგიერთ მსხვილ ქსელში მოასწრეს და პროდუქტი მოულოდნელად გააძვირეს, რისი აუცილებლობაც ნამდვილად არ არსებობდა.

მაკა ხარაზიშვილი
12.03.2016

 თითქმის ორი კვირა ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. სავალუტო ბაზრის დამშვიდება ახალი პროექტების განხორციელების შეუწყობს ხელს. შარშან "რეზონანსთან" საუბარში ბიზნესმენები აღნიშნავდნენ, რომ მათ დევალვაციის გამო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეაჩერეს.

მარიამ ხიდაშელი
12.03.2016

 ფოთის პორტის გაფართოებისთვის "ეიფიემ ტერმინალსი" ეკონომკის სამინისტროს ნებართვას ელოდება. ფოთის "მეგა პორტის" წლიური ტვირთბრუნვა 50 მილიონი ტონა იქნება. ასევე იგეგმება "ანაკლიის" პორტის მშენებლობა, რომელის წლიური ტვირთბრუნვა 100 მილიონი ტონა უნდა იყოს. სპეციალისტებს ამ პროექტების რეალური განხორციელება დღემდე აეჭვებთ, ვინაიდან ასეთი დიდი პორტების ამოქმედების თეორიული შანსიც კი ძალიან მცირეა. საქართველოში 2 პორტია, რომელიც სრული დატვირთვით დღემდე ვერ მუშაობს.

ელზა პაპოშვილი
11.03.2016

"ვიმპელკომი" "კავკასუსის" ვალდებულებების დაფარვას საწესდებო კაპიტალში შენატანით აპირებს. სწორედ ეს ახალი წინადადება დააყენა კომპანიამ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის გუშინდელ სხდომაზე. მარეგულირებელმა კი აქციონერებთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხის განხილვა მოითხოვა, რის შემდეგაც კომისიაში მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართება. "კავკასუს-ბილაინის" შესაძლო შერწყმას მარეგულირებელი უკვე 25 მარტს განიხილავს.

მაკა ხარაზიშვილი
11.03.2016

ინვესტორებმა შარშან საქართველოში 1,351 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოიტანეს. ყველაზე მეტი ფული ტრანსპორტმა და კავშირგაბმულობამ მიიღო. ენერგეტიკას კი 100 მილიონი დოლარი დააკლდა, არადა ყოველ წელს ყველაზე მეტ ინვესტიციას სწორედ ამ დარგში ელოდებიან. შარშან კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა, საქართველოდან უპრეცედენტო რაოდენობის კაპიტალი გავიდა.

მარი ჩიტაია
10.03.2016

 უახლოეს ერთ თვეში ლარის ახალი წონასწორული კურსი გვექნება. რამდენიმე დღეა "ბლუმბერგის" ელექტრონულ პლატფორმაზე ეროვნულ ვალუტას გეზი გამყარებისკენ აქვს აღებული, გუშინ კი ნახტომისებურად დაიწყო გამყარება. ვაჭრობის მიმდინარეობისას კურსი 2,4620-დან 2.4225-მდე ჩამოვიდა. არის თუ არა ეს დიდი გამყარების დასაწყისი?

ელზა წიკლაური
10.03.2016

ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღეა, რეფინანსირების სესხების მოცულობა ძალიან შეამცირა, ერთდღიან სესხს კი აღარ გასცემს. წინა ხუთშაბათს აღინიშნა პირველი შემთხვევა ბოლო 1 წლის განმავლობაში, როდესაც კომერციულმა ბანკებმა სებ-ისგან ლიკვიდობის პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ჩვეულებრივი (სააუქციონო) რეფინანსირების სესხი მიიღეს და ისიც შემცირებული ოდენობით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×